x
ბერიას წერილი სტალინს, რომელიც გასაიდუმლოებული იყო
image

მრავალ ჩვენს თანამოქალაქეს სწამს იმის, რომ სტალინი უაღესად დიდი და კეთილი ადამიანია. როდესაც მათ ეკითხებიან 1937 წლის რეპრესიებზე ყველა ამბობს, რომ საქართველოში ხალხი მხოლოდ ბერიამ დახვრიტა. ეს ტყუილია. საბჭოთა კავშირში არაფერი წყდებოდა და არავინ იხვრიტებოდა პირადად სტალინის ნებართვის გარეშე.



image

ამ ფოტოზე კარგად ჩანს თუ როგორ სთხოვს ბერია სტალინს პირველ ჯერზე 1.419 კაცის დახვრეტას და მეორე ჯერზე 1.562 კაცის დახვრეტას. ანალოგიური ვითარება იყო მთელ საბჭოთა კავშირში.





imageწერილი ციმბირიდან სტალინს, სადაც ადგილობრივი კომუნისტები ითხოვენ 6600 ადამიანის გულაგებში გაგზავნას და 4200 ადამიანის დახვრეტას




imageწერილი კიროვიდან სადაც ადგილობრივი კომუნისტები ითხოვენ პირველ ჯერზე დახვირტონ 300 კაცი, მეორე ჯერზე 1000 კაცი. სტალინი კი ხელს აწერს.

8
2203
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქიმიკოსი
ქიმიკოსი
2203
  
2019, 28 იანვარი, 4:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი white knight-ის კომენტარზე
2019, 16 იანვარი, 8:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 15 იანვარი, 19:07
ასე მე და თქვენ შეიძლება სამუდამოდ ვიკამათოთ. გასაგებია თქვენი არგუმენტები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, როგორ შეფასებას მისცემს სტალინს მომავალი თაობა.
2019, 15 იანვარი, 17:45
თქვენი ეს კომენტარი მოწმობს, რომ ისტორიაში ზედაპირული წარმოდგენა გაქვთ, მე კი ისტორიკოსი ვარ. აღმოსავლეთ ევროპის გაყოფით სტალინმა დრო მოიგო და ნამდვილი ცხოვრებისეული გაკვეთილი ჩაუტარა ჰიტლერს. რიბენტროპ-მოლოტოვის თავდაუსხმელობის პაქტი თავიდან ბოლომდე სიყალბე იყო და ჰიტლერიც და სტალინიც ცდილობდა ამით როგორმე დრო მოეგოთ და გერმანია-საბჭოთა კავშირის ომამდე კარგად მომზადებულიყვნენ. თორე ერთმანეთის სიყვარულის გამო ნამდვილად არ დაუდვიათ თავდაუსხმელობის პაქტი ;) კიდევ ვიმეორებ, ნუ მანიპულირებთ სახელებით. იმ თემაზე არ ვკამათობთ, იყვნენ თუ არა მიხეილ ჯავახიშვილი, გიორგი მაზნიაშვილი და სხვები გმირები. იყვნენ და ამას არ ჭირდება განხილვა. აქ თქვენი გავრცელებული პროპაგანდისტული პოსტის გამო დავაკომენტარე. თქვენ თვითონ წერთ, რომ ზუსტი მონაცემი არ არსებობს, თუმცა ციფრებს მაინც თქვენს გემოზე ისვრით, რაც არასწორია. მე მაქვს ბერიას მიერ პირადად ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც 1937 წელს საქართველოში დააპატიმრეს სულ 12 000 ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილიც გადაასახლეს. თქვენ აქ ისე წერთ სტატიას, თითქოს სტალინს უხაროდა ხალხის დახვრეტები, დაწერდა ციფრს და მერე იწერდა ხალხს დასახვრეტად. სტალინმა გერმანიასთან მოსალოდნელი ომის წინმოიშორა ოპოზიცია, რომელიც საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ომის ბედს. კი დანაშაულია ადამიანის დახვრეტა, კი სასტიკად მოიქცა, მაგრამ ეს გააკეთა არა იმის გამო რომ ეხალისებოდა, არამედ იმის გამო რომ გაემარჯვა ომში. იგივე პრინციპით მოქმედებდა ომის დროს, როცა უკანდახეულ ჯარისკაცებს დეზერტირობის გამო ხვრეტდა. ასე მოქმედებდა რევოლუციური საფრანგეთი მანამდე და სხვა უამრავი ქვეყანაც. ასეთი სიმტკიცით მოახერხა სწორედ სტალინმა ნაცისტური გერმანიის დამარცხება.
2019, 15 იანვარი, 17:22
ერთმანეთსი ნუ აურევთ 37 წლის რეპრესიებსა და მეორე მსოფლიო ომს. ჰიტლერი და სტალინი ერთ მაგიდასთან იჯდნენ და ევროპა შუაზე გაიყვეს. ერთ დროს გესტაპო და ჩეკისტების კი თანამშრომლობდნენ. აი ნახე ამ ბმულზე - https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%9D-%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/29706345.html?fbclid=IwAR2snVOMt3kIvV3xw9XAMu3sk1DTuws8CRz2bzxLO22ZYNtF2dlr_OpiTRI

ეს კი 37-ში დახვრეტილი ინტელიგენცია და საქართველოს გმირები არიან: მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი,
გიორგი მაზნიაშვილი (გენერალი, რომლის დამსახურებითაც დღეს აჭარა საქართველოს შემადგენლობაშია), ტიციან ტბიძე, ევგენი მიქელაძე, დიმიტრი შევარდნაძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, გიორგი ელიავა (დიდი მიკრობიოლოგი), ბესარიონ ჭიჭინაძე (ზაჰესის და რიონჰესის დამპროექტებელი). ეს არის ინტელიგენცია, რომელიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.

რაც შეეხება იმას, რომ მარტო 1 500 კაცი დახვრიტეს. 1936-1938 წლებში გატარებული რეპრესიების ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. შესაბამისი მიზეზების გამო დამალულია ეს ფაქტები. ცნობილია ის, რომ ამ წლებში 7-8 მილიონი ადამიანი დააკავეს. ე.წ. "ტროიკების" მიერ დახვრეტილია 1 მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი. აქედან 700 მილიონი უბრალო მუშა, ხოლო 2 მილიონზე მეტი ადამიანი გადასახლებებში გარდაიცვალა. აქ რომ მე ყველა დახვრეტის ოქმი და ყველა ბრძანებულება წარმომედგინა, რა თქმა უნდა ძალიან ძალიან დიდი სტატია გამომივიდოდა, რაც ფიზიკურად შეუძლებელია.

საქართველოს საპყრობილეებში დაახლოებით 63 ათასი ადამიანი მოხვდა, აქედან 20 ათასი დახვრიტეს. თუმცა, გულაგებში გარდაცვლილთა და დახვრეტილთა ზუსტი
2019, 15 იანვარი, 16:42
დახვრეტები რომელ ქვეყანაში არ იყო იმ დროს? ამერიკაში დღემდე მოქმედებს სიკვდილით დასჯა. სტალინმა მოიშორა ოპოციზია, რომელიც ნაცისტური გერმანიის მოსალოდნელი თავდასხმის დროს აჯანყდებოდა და შეიძლება დიდი როლი ეთამაშა ნაციზმის გამარჯვებაში. ნაციზმის გამარჯვება კი რას ნიშნავს, ყველამ კარგად იცის. აქვე ეს წერილი ადასტურებს იმას, რომ 100 000 ადამიანი კი არ დახვრიტეს საქართველოში, როგორც ამას ზოგიერთი პროპაგანდისტი იძახის, არამედ 1500 კაცი. არ ვამბობ, რომ ისინი უნდა დაეხვრიტათ. დახვრეტა დანაშაულია. უბრალოდ მიზეზებს ვწერ, რის გამოც მოიქცა სტალინი ასე რადიკალურად.
2019, 15 იანვარი, 1:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8