x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფული მოგვრჩა და კერძო პირებს წიგნების გამოცემა დავუფინანსეთ და კლარნეტი ვუყიდეთ მუსიკოსსო

image

"მთავრობამ თითქმის ერთი მილიარდი ლარი ვერ დახარჯა თავისდროულად და თავდაპირველად დამტკიცებული გეგმის მიხედვით. შემდეგ სასწრაფოდ მოხდა ამ პირველი აუცილებლობის ხარჯების ჩანაცვლება მეორე, მესამე თუ მეხუთე ” აუცილებლობის” სხვა ხარჯებით.
ფული მოგვრჩა და რატომ არ უნდა გვეყიდა ორი საელჩო უცხოეთშიო, თქვა მთავრობამ, ფული მოგვრჩა და კერძო პირებს წიგნების გამოცემა დავუფინანსეთ და კლარნეტი ვუყიდეთ მუსიკოსსო, ბრძანა პრეზიდენტმა.
ამ ორ მაგალთშიც კი კარგად ჩანს, თუ როგორ უყაირათოდ იხარჯება ან სულაც იფლანგება სახელმწიფო რესურსები.
რაც შეეხება პრეზიდენტის ფონდის გაუქმებას, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. კლარნეტი, თუ აუცილებელია, უნდა იყიდოს მთავრობამ პარლამენტის ნებართვის შემდეგ.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ფონდის შექმნას, რომელშიც გადარიცხავს საკუთარ ხელფასს, ეს უკვე სასაცილოც აღარ არის.
ისე, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ მას ფონდის შექმნა არ შეუძლია. თავისი ფული სადაც უნდა იქ გადარიცხოს, მათ შორის ნებისმიერ ფონდში, რომელიც კანონიერად არსებობს საქართველოში თუ უცხოეთში. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი თუ თბილისის მერი ”უხელფასოდ მუშაობს”.
ამ ”მუქთად” მუშაობით ნუ გვადებენ ვალს:(- წერს პარლამენტარი რომან გოცირიძე


0
90
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0