x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ რა თქვა
image


1. არაბი ამბობს, მიწისძვრები იმიტომ ხდება, რომ ქალები ჯინსის შარვალს იცვამენო.


2. იაპონელი ამბობს, ეს რობოტი არ მომწონს, ჩემი იუმორი კარგად არ ესმისო.


3. ირანელი ამბობს, მე რაა, მე რა შუაში ვარ, ყველაფერი რეჟიმის ბრალია, თორემ მეც ევროპელი ვარ შეგნებითო.



4. თურქი ამბობს, გუბე დამანახე და სპა კურორტად ვაქცევო.


5. ამერიკელი ამბობს ელემენტარულ ჭეშმარიტებებს ხმამაღლა, გაუჩერებლად და ამაყად.


6. კანადელი არაფერს არ ამბობს, იღიმის.


7. სომეხი ამბობს, ჯერ ვიყავი მეო.


8. კორეელი ამბობს, რა იცით ევროპა–ამერიკამ კინოს გადაღებაო.


9. ფრანგი არაფერს ამბობს, ჭამს ან სიგარას ეწევა ან ჩუმად გიყურებს ზემოდან.


10. ინგლისელი ამბობს, ჯენტლმენი ვიცი სახლშიო და გასაპ###ად წავა.


11. შოტლანდიელი ამბობს, მაგრამ კაციშვილი ვერ იგებს, ზაქ12 რას ამბობს.


12. გერმანელი ამბობს, მაგრამ ფრთხილობს.


13. იტალიელი ამბობს, ამბობს, ამბობს და ამბობს, თან ჩხუბობს!!


14. შვეიცარიელი არაფერს არ ამბობს, ამთქნარებს.


15. პოლონელი ამბობს და თან რუსს აგინებს.


16. რუსი ყველას აგინებს, მაგრამ ქართველს იავნანად ესმის.


17. ქართველი ამბობს, ვისაც ჩვენი არეული არ მოსწონს, იმათი დალაგებული მოვცეკვეო.


18. ბერძენი ამბობს, მასვი, მაჭამე, მალხინე, მაცეკვე და მაძინეო.


19. ესპანელს სულ კიდია, ვინ რას ამბობს.


20. პორტუგალიელს მით უმეტეს.


21. ალბანელი ამბობს, ეს სად მოვხვდი, ალაჰი ნუ გამიწყრებაო!


22. რუმინელი ამბობს, გაწყობთ ეს თუ არა, ჩვენც ევროპელები ვართ და შეეგუეთო.


23. ბულგარელი ამბობს, მეც მანდა ვარ ჩემო ძმაოო.


24. ჩეხი ამბობს, ყველაზე დასავლეთ ევროპელი მე ვარ აღმოსავლეთ ევროპაშიო.


25. სლოვაკი ამბობს, ნეტა მე ვის ვახსოვარო.


26. აბა შენ ეგა თქვიო - შესძახეს ყოფილმა იუგოსლავებმა და სერბს გადახედეს ავად.


27. სერბი ამბობს, მე რაა, მე რას მიყურებთ, მე ავტყდიო?


28. არგენტინელი ამბობს, მსოფლიო ჩემპიონატზე ვახსენდები მარტო ყველასო.


29. ბრაზილიელი ამბობს, რა ბედნიერებაა, კიდევ ერთი დილა გათენდაო, აეეეე!!!


30. მექსიკელი ამბობს, სანტა მარია მადრე დე დიოს შემიწყალეო.


31. ჩინელი ამბობს, 英漢字典!!!


32. ჰოლანდიელი ამბობს, რავა ყველას ვევასებიო!


33. დანიელი ამბობს, მე უფროო.


34. ბელგიელი ამბობს, არც მიწისა ვარ არც ცისაო.


35. ბალტიისპირელები ამბობენ, დღემდე გონზე ვერ მოვდივართ, რა გვინდოდა იმ საქაჯეთშიო,


36. ავსტრიელი ამბობს, ჩვენ გერმანელი არისტოკრატები....ო.


37. ფინელი ამბობს, გუშინ ისეთი დავლიე ტ***ის გასაღებს გულის ჯიბეში ვეძებდიო.


38. ნორვეგიელი ამბობს, ვინაა შენი შვედი ბიჭო, რასა მკადრებო.


39. შვედი ამბობს, ოღონდაცა რააო.


40. ლიხტენშტეინელი, ლუქსემბურგელი, ანდორელი ამბობს, პატარა და მუშაო!


41. მონაკოელი ამბობს, გლეხები თქვენაო.


42. ვატიკანელი ამბობს, იმუშავეთ ვირებო ჭამეთ ბრიგადირებოო.


43. ირლანდიელი ამბობს, მაიტა ნასოსიო.


44. ინდოელი ამბობს, აემე დისკო დანსეერო!


45. ებრაელი ამბობს, როგორც მე ვიტყვი მაინც ისე იქნება და რამდენიც გინდა იბჟუტურეთო.

3
323
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
323
  
2019, 16 იანვარი, 0:26
ძაან მაგარი იყო. ერთი სამი დღე მეყოფა სულის საზრდოსთვის და მერეც გამომადგება
2019, 14 იანვარი, 13:56
დისლაიქს დამეჭირა შემთხვევით, და გაუქმება როგორ უნდა?
0 1 3