x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
შეძლებ, გაუძლო ცდუნებას? - ახალი ქართული რომანი სიყვარულზე, რომელმაც უამრავი ქართველი მკითხველის გული გამოცემამდე დაიპყრო
image

„წიგ­ნი კონ­კურ­სის და­წყე­ბამ­დე შე­იქ­მნა და მის დას­რუ­ლე­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რით ადრე დავ­წე­რე ფი­ნა­ლუ­რი თავი. უბ­რა­ლოდ, ერთ დღეს, სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რივ მო­მენ­ტში ჩემს გო­ნე­ბა­ში გა­ი­ელ­ვა წიგ­ნის ერ­თმა კონ­კრე­ტულ­მა ეპი­ზოდ­მა და ვიგ­რძე­ნი, ეს ის ის­ტო­რია იყო, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­მე­წე­რა“ - ასე შე­იქ­მნა სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნი „ცდუ­ნე­ბა“, რო­მე­ლიც კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018“ ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ებ­მა ხალ­ხის რჩე­ულ კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა. მკი­თხველს მისი სრუ­ლად წა­კი­თხვის სა­შუ­ა­ლე­ბა უკვე აქვს.


რო­გორც ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ის კონ­კურ­სში გა­სულ წელ­საც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თუმ­ცა მა­შინ გა­მარ­ჯვე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. წელს კი რო­მან­მა მკი­თხვე­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.


image



რამ­დე­ნად ელო­დით კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბას და რა შე­იც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ?

კონ­კურ­სში შარ­შა­ნაც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მაგ­რამ გა­მარ­ჯვე­ბა ვერ მო­ვი­პო­ვე. თუმ­ცა, არ დავ­ნებ­დი და გა­დავ­წყვი­ტე, რომ წელ­საც მე­ცა­და. კონ­კურ­სის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან იმ­ხე­ლა მხარ­და­ჭე­რა ვიგ­რძე­ნი... ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ ჩემი მკი­თხვე­ლე­ბი იმი­სათ­ვის, რომ „ცდუ­ნე­ბას“ გა­ე­მარ­ჯვა და მე ერთი წა­მი­თაც არ მეგ­რძნო თავი მარ­ტო. პირ­ველ ტურ­ში ხალ­ხთან ერ­თად ჟი­უ­რის რჩე­უ­ლიც გავ­ხდი და ამან კი­დევ უფრო მეტი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა, ბო­ლომ­დე მებ­რძო­ლა. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და ჩემი მკი­თხვე­ლე­ბი­სა და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მათ­გან მი­ღე­ბუ­ლი სით­ბო და პო­ზი­ტი­ვი. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მწერ­და, მამ­ხნე­ვებ­და და მო­უთ­მენ­ლად ელო­და წიგ­ნის გა­მოს­ვლას, რო­მე­ლიც უკვე და­ბეჭ­დი­ლია და მკი­თხვე­ლი სულ მალე გა­იც­ნობს.


თქვე­ნი აზ­რით, მკი­თხვე­ლის ასე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა რა­ტომ გა­მო­იწ­ვია „ცდუ­ნე­ბამ“?

ჩემს რო­მან­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბავ­ზე ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა; მისი მცდე­ლო­ბა, გა­ერ­კვეს სა­კუ­თარ თავ­ში და სურ­ვი­ლებ­ში; გა­ი­გოს, რა სურს თვი­თონ და მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა; მო­იქ­ცეს სწო­რად, ამ სი­ტყვის სა­ზო­გა­დოდ მი­ღე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით, თუ გა­ა­კე­თოს ის, რაც თა­ვად სურს, მი­უ­ხე­და­ვად შე­დე­გე­ბი­სა. ვფიქ­რობ, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში არის მო­მენ­ტი, რო­დე­საც სა­კუ­თარ თავ­ში იკარ­გე­ბა და არ იცის, რა გა­ა­კე­თოს. „ცდუ­ნე­ბა­ში“ კი ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის მკი­თხვე­ლი შეძ­ლებს, რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნაჟ­ში მა­ინც ამო­იც­ნოს სა­კუ­თა­რი თავი და სწო­რედ ამ მკი­თხვე­ლის­თვის მინ­დო­და მეთ­ქვა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. ყვე­ლა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ისი­ნი ამ პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე მარ­ტო­ნი არ არი­ან.


image


თა­ვად კონ­კურსს რო­გორ შე­ა­ფა­სებთ?

ამ კონ­კურ­სის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მისი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ გა­მომ­ცემ­ლო­ბის იდე­ით, და­ეხ­მა­როს ახალ­ბე­და, დამ­წყებ ავ­ტო­რებს, წა­ა­ხა­ლი­სოს ისი­ნი და ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა შე­უქ­მნას, რომ მათი წიგ­ნე­ბი მარ­თლაც იქ­ცნენ ბესტსე­ლე­რე­ბად. „პა­ლიტ­რა L” სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბაა და რო­დე­საც ახალ­ბე­და მწე­რალს ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ითა­ნამ­შრომ­ლოს ამ­ხე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ჰოლ­დინგთან, ვფიქ­რობ, უკვე აღა­რაფ­რის უნდა ეში­ნო­დეს. ისი­ნი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზის გა­ი­ო­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლა ავ­ტორ­მა უნდა გა­ი­ა­როს.


თქვენს შე­სა­ხე­ბაც მოგ­ვი­ყე­ვით, რას საქ­მი­ა­ნობთ, რო­დის და­ი­წყეთ წერა?

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ. პა­რა­ლე­ლუ­რად, ვწერ და რო­გო­რი გა­საკ­ვი­რიც უნდა იყოს, ზოგ­ჯერ ჩემი პრო­ფე­სია წე­რის პრო­ცეს­შიც მეხ­მა­რე­ბა. ჩემი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­როს რაც შე­ე­ხე­ბა, საკ­მა­ოდ ფარ­თოა და მიყ­ვარს რო­გორც წიგ­ნე­ბის კი­თხვა და სახ­ლში კომ­ფორ­ტუ­ლად მო­კა­ლა­თე­ბულს, მე­ლოდ­რა­მე­ბის ყუ­რე­ბა, ასე­ვე ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის თა­მა­შებ­ზე მო­ე­დან­ზე სი­ა­რუ­ლი და მათი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა. ვცდი­ლობ, ცხოვ­რე­ბის ყო­ვე­ლი დღე მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნო და „და­ვი­ჭი­რო წამი“, რო­მე­ლიც ყვე­ლაფ­რად ღირს.


image


წერა 13 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე. ყო­ველდღე არ ვწერ, მაგ­რამ ჩემს გო­ნე­ბა­ში მუდ­მი­ვად არ­სე­ბო­ბენ ჩემი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და ხში­რად წე­რის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ჯერ ჩემს გო­ნე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მათი ცხოვ­რე­ბა. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წერა ჩემი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს და გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქცა და ისე­თი­ვე სა­ჭი­როა ჩემ­თვის, რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის სუნ­თქვა. ყო­ველ­გვა­რი გა­და­მე­ტე­ბის გა­რე­შე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ვი­არ­სე­ბო, უნდა ვწე­რო.


რო­მელ­მა ავ­ტორ­მა და წიგნ­მა იქო­ნია თქვენს ცხოვ­რე­ბა­ზე ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა?

ამ კი­თხვას ვე­რას­დროს ვპა­სუ­ხობ კონ­კრე­ტუ­ლად, რად­გან თი­თო­ე­ულ წა­კი­თხულ წიგნს და თი­თო­ე­ულ ავ­ტორს თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩემ­თვის და ყვე­ლამ მას­წავ­ლა კონ­კრე­ტუ­ლი რა­ღაც. ზოგ­ჯერ რა­ღა­ცას წა­ვი­კი­თხავ, ვი­ფიქ­რებ, რომ ამა­ზე უკე­თე­სი აღარც არა­ფე­რი არ­სე­ბობს და შემ­დეგ ახა­ლი წიგ­ნი სრუ­ლი­ად თავ­და­ყი­რა და­მი­ყე­ნებს ამ წარ­მოდ­გე­ნებს. თუმ­ცა, ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩემი აზ­როვ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე სწორ გზა­ზე უფრო ნო­დარ დუმ­ბა­ძემ და ას­ტრიდ ლინდგრენ­მა და­ა­ყე­ნეს.


0
38
6-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0