x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
კიბერ უსაფრთხოება / Cyber Security

image

• რა არის კიბერ უსაფრთხოება?


21-ე საუკუნე მოისაზრება როგორც კიბერ აღზევების საუკუნე, განვითარდა ტექნოლოგები, ბიზნესი, ჩვენი ყოველდღიური საფიქრალი დაფუძნებულია მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებზე, ამ ყველაფრის განვითარებას გამოუჩნდა როგორც კარგი ისე ცუდი მხარე, საზოგადოება გაიყო ორ ნაწილად. ნაწილი რომელიც ადეკვატურად იყენებს და გააჩნია ხედვა, რაც კაცობრიობას განვითარების გზაზე დააყენებს, ხოლო მეორე ნაწილი რომელიც ამას არაადეკვატურად იყენებს, იმუშაოს არა თვითგანვითარებაზე, არამედ მიაყენოს ზიანი მის გარშემო მყოფთ, ვითარებიდან გამომდინარე მსოფლიოს მაშტაბით წამოიჭრა პრობლემა, რომელმაც გლობალური სახე მიიღო დღევანდელობაში, ეს არის კიბერ უსაფრთხოება, სისტემა-უწყება, რომელიც ზრუნავს საზოგადოების კეთილდღეობაზე და მათ უსაფრთხოებაზე, როგორც სამომავლო ისე კონფიდენციალურ საკითხებზე

მსოფლიოში ყოველ წუთს მიმდინარეობს კიბერ შეტევები, როგორც კერძო თუ სახელმწიფო უწყებებზე ისე იურიდიული და ფიზიკური პირის მიმართ, იზრდება დაზარალებულთა რიცხვი და აქტივობა, ინტერნეტში შეტევა ხორციელდება სხვადასხვა მექანიზმებით, რომელიც პრობლემას უქმნის ბიზნეს სექტორებს, სახელმწიფო უწყებების და ასე შემდეგ. გაიზარდა კიბერ კრიმინალური აქტივობა, ტერორისტული აქტები, მატერიალური თუ მორალური ზარალი, შანტაჟი და ყველა ის სხვა ფაქტორი რაც მიუღებელია როგორც კანონებში, ისე ეთიკურ ნორმებში და კაცობრიობის განვითარებისთვის. სწორედ ამ და სხვა პრობლემებმა გამოიწვიეს მშოფლიოში ჩამოყალიბებულიყო იფორმაციული უსაფრთხოების ახალი სისტემა - კიბერ უსაფრთხოება, რაც წამყვან სახელმწიფოებს გააზრებული აქვთ და ყოველდღიურად მიმდინარეობს კიბერ უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებები


საქართველოში არ არსებობს ერთიანი ორგანო, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ქვეყნის კიბერ სივრცის დაცვასა და უზრუნველყოფს კიბერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს სამინისტროებსა და უწყებებთ შორის, ორგანო რომელიც გააკონტროლებს კიბერ სივრცეში განხორციელებული საზოგადოებითვის საფრთხის შემცველ ქმედების აღკვეთას და იფიქრებს კიბერნეტიკული სამყაროს ევოლუციაზე, სიძლიერეზე, პრივატულობასა და პერსპექტიულობაზე. განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა და უშიშროების საბჭოს ალტერნატიული ორგანოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნამ გამოიწვია მოცემული საკითხის დროებით ღიად დატოვება. კერძოდ, უშიშროების საბჭომ, რომელმაც თავის დროზე შეიმუშავა კიბერ უსაფრთხოების სტრატეგია, და რომლის ფარგლებშიც უნდა ყოფილიყო კიბერ სივრცის დაცვის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია, თავისი ფუნქციები მოცემულ სფეროში გადასცა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, სადაც ჯერჯერობით ამ მიმართულებით წინსვლა არ იგრძნობა.

image


• რა არის კიბერ უსაფრთხოების ჯგუფი?

კომპანიის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება კიბერ სივრცეში მიმდინარე მოვლენებზე, სხვადასხვა ინფორმაციების დამუშავება და ტექნიკური ენიდან მარტივ ლექსიკონით ინფორმაციის გადმოცემას, რაც უზრუნველყოფს ადეკვატურ ინფორმირებას ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე მოვლენებზე, სიახლეებზე და საფრთხეზე.

image

კიბერ უსაფრთხოების ჯგუფმა არც თუ ისე დიდიხანია რაც გაუშვა ინტერნეტში სხვადასხვა პროექტები, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას მაქსიმალურად ინტერნეტში მოძრაობის ცოდნის ასამაღლებლად

CTF - Capture The Flag საშუალება გეძლევათ, დახვეწოთ ინციდენტის აღმოფხვრის და ინფორმაციის მოძიების მეთოდები სხვადასხვა საშუალებებით ეს გახლავთ ვირტუალური ლაბორატორია, სადაც მიმდინარე მოვლენები ატარებს შემეცნებით და სასწავლო ხასიათს, თითოეული დავალება დადგმული და მომზადებულია ჩვენი კიბერ უსაფრთხოების ექსპერტების მიერ.

ვებ ფორუმი FORUM, ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე და კიბერ უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ფორუმი ატარებს სასწავლო და შემეცნებით ხასიათს.

გამოვიდა ქართული ლინუქი იბერია, რომელიც დაფუძნებულია უბუნტუს ბირთვზე, ორიენტირებულია ვებ-პენტესტინგისთვის და უსაფრთხოებისთვის.
იბერია OS განახლება და დიზაინის დახვეწა მიმდინარეობს ყოველდღიურად, რაც გულისხმობს ხელსაწყოების მაქსიმალურად გამარტივებას და ოპერაციულ სისტემის სამუშაო გარემოს კომფორტულ მოწყობას.

კიბერ მედიის პორტალი SECLAB, სადაც ყოველდღიურად მიმდინარეობს სტატიების დაწერა, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მიმდინარე მოვლენებზე

სხვა ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია სოციალურ ქსელზე
https://www.facebook.com/CYBSECGROUP


1
181
1-ს მოსწონს
ავტორი:ხეთაგური
ხეთაგური
181
  
2019, 15 იანვარი, 2:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1