x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
კოლექტივიზმი
ყოველთვის, როცა კეთილდღეობის, სრულყოფადობისა და გაიოლებისკენ მივიწევთ, ათასგზის იჩენს თავს ქართველების კოლექტივისმი და ინდივიდუალიზმი. ამიტომ, ამ სტატიაში შევეცდები ვისაუბრო კოლექტივისტურ იმ მახასიათებლების პერიპეტიებზე, რაც განაპირობებს თითოეული სუბიექტის ქცევის სტრუქტურირებას და როგორ ჩანს კოლექტიური პასუხისმგებლობა ქცევის საინტერესო მოდელებში.

როგორც მომავალ მეცნიერს და ფსიქოლოგს დამაინტერესა მე-3 კურსზე გადავწყვიტო ისეთი ჩემი აზრით გენეალოგიური გაგებით საინტერესო კულტურული, სოციალური პარადიგმა, რომელიც საზოგადოების მეტამორფოზას, პროგრესირებას, ასევე ხშირ შემთხვევაში უკან დახევას ემსაზურება.

მე შევეცდები ეს პარადიგმა ამოვხსნა და საინტერესო გავხადო ისეთი მაგალითით, როგორიც დაქორწინების გადაწყვეტისას პარტნიორის არჩევისას იჩენს თავს, ანუ ის პუნქტები, ოფციები, კრიტერიუმები თუ პარამეტრები, რომელიც აქტუალიზირდება და უწინარესი ხდება დაქორწინებამდე, პარტნიორის შერჩევის დროს, არის სიმპტომები, რომელიც უძღვის წინ საზოგადოების კოლექტივისტურ და ინდივიდუალისტურ ხასიათის ჩამოყალიბებას, რომელიც რეალიზდება ქცევაში და წარმოქმნის იმ ჩემთვის საინტერესო ქცევების მეგასტრუქტურებს, რომლებიც აშკარად შესამჩნევია დღევანდელ ქართველებში.

რატომ არის, რომ ხშირად დედა ურჩევს შვილს მომავალ მეუღლეს, მამიდა ძმისშვილს, დეიდა დისშვილს და ა.შ. ერთი შეხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქართველი დედა საკმაოდ კარგად იცნობს თავის შვილს, იცის მისი როგოც გემოვნება, ასევე აქვს პრეტენზია იცოდეს ის იდუმალი, საიდუმლო და გაუთქმელი ინდიკატორთა ჯამი, რომელიც უნდა ჰქონდეს სრულფასოვან, ნორმალურ სუბიექტს პარტნიორის არჩევის დროს. აქ ჩვენ შესაძლოა შევეჩეხოთ დედისა და შვილის სენსორულ, ტელეპათიურ ურთირთობას, მაგრამ ფსიქიკის ამ სიღრმისეულ სენსორულ განცდაზე, რომელიც არსებობს დედასა და შვილს შორის, არ არის საჭირო განსახილველად. მიმაჩნია, რომ ეს კონსტიტუციური ურთიერთობა მოდიფიცირებული სახით გვევლინება კოლექტივისტურ და ინდივიდუალისტურ ხასიათში, რომელიც ამავე სიმპტომების სახით გვეძლევა დღეს და წარმოადგენს იმ პროგრამულ ქცევას, რომელიც ცხოვრების, ადაპტაციის აკვალანგია.


ჩემი აზრით, დედისა და შვილის ეს ურთიერთობა არაცნობიერ ინტენსიურ პროცესების ტექნიკას წარმოადგენს, რომელიც დროთა განმავლობაში გაუაზრებელ ფორმას იღებს და დედისთვის დაფიქრების მნიშვნელობის მატარებელი აღარ არის, ანუ დედა აღარ ფიქრობს მიიღის თუ არა კოლექტივისტური გადაწყვეტილება ოჯახის შემქნისას, რადგან მას მიაჩნია ცნობიერების მიღმა, რომ ეს იმთავითე მისი გასაკეთებელი არჩევანია, იმიტომ რომ ემსახურება შვილის მხოლოდ კეთილდღეობას.

თუკი ჩვენს ლოგიკას მივყვებით, მგონია რომ იმ სწორ და გასაგებ დასკვნამდე მივალთ, სადაც შეგვეძლება დავინახოთ ის ენერგეტიკული მუხტი, რაც ახორციელებს და აქტუალიზაციაში მოჰყავს კოლექტიურ ქცევას.

ჩვენ გვესმის ხშირად, თუ როგორ რიგდებიან ერთმანეთში ორი სხვადასხვა მშობელი (ბიჭის და გოგოს). ხშირად ეს ერთგვარი რიტუალური ცერემონიალი ემსახურება მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებას, ასევე სტატუსის შენარჩუნებას, სახელის მოხვეჭას, რასაც ერთი სქესის წარმომადგენელი მშობლები ხედავენ მეორეში და ა.შ. გადაწყვეტილება მიიღება კოლექტიურად, რადგან ჩემი შვილისთვის უკეთესია, უმჯობესია, უპრიანია ამ ბიჭის ცოლობა/ქმრად ყოფნა, ჩემს უმუშევარ ბიჭრს გოგოს მდიდარი ოჯახი მიხედავს, რაც მე ვერ შევძელი, ან გოგო გათხოვდება კარგ ქვეყანაში, სადაც ბევრი ფული ექნება და მის ძმას განათლების შესაძლებლობას მისცემს და ა.შ. ეს დევიზები უმრავია, მაგრამ სწორედაც რომ ამ დროს გვევლინება კოლექტივიზმი მმართველი ბუნებით, ხასიათითა და აღგზნებადობით.

თუ ყველანი ვთანმხდებით, რომ დედასა და შვილს შორის ამგვარი ურთიერთობის კონსტრუქცია არსებობს ცნობიერების მიღმა ფსიქიკაში ლატენტური სახით, მაშინ ამ ენერგეტიკულ მუხტს, რაც წარმართავს კოლექტიურ პასუხისმგებლობას რომელიც ვლინდება ზემოთ მოყვანილ მაგალითებში “სიმპტომებად'', სჭირდება ზეწოლა, რომელიც ემანაციას გაუკეთებს ამ დაფარულ, გაყინულ გრძნობას, ანუ გამოაშკარავებს და მზის შუქზე გამოიტანს.

ის რომ დღეს კოლექტიური პასუხისმგებლობით ვართ აღვსილნი და გამოვირჩევით ამ ერთმანეთზე ზრუნვის ინტენსივობით, ის ზეწოლა და ერთგვარი ენერგეტიკული მუხტი ჩემი აზრით მდგომარეობს საქართველოს გასაბჭოებაში, ანუ ჩვენს, ქართველების საბჭოთა ნაწილად ქცევის, ანუ სისტემად გადაქცევის თავისებურებაში.

მე სოციალიზმის უკურნებელ სენზე ნაკლებად ვისაუბრებ და ყურადღებას გავამახვილებ ამ სისტემის მთავარ პოსტულატზე, რაც ითვალისწინებდა ერთმანეთზე ზრუნვას, განაწილებას, გაყოფასა და ქმნიდა კოლექტიურ კეთილდღეობას. ჩემი აზრით, საბჭოთა კავშირის არსებობამ ქართველებში დატოვა ის კვალი, რომელიც ამ ფორმით გამოისახება დღეს. ანუ სისტემა იმდენს შვებოდა, რომ თითოეულ მოქალაქის გონების რუკას თვითონ ქმნიდა და აიძულებდა მათ ეს კოლექტიური, ერთმანეთზე მზრუნველობითი ნარატივით ჩამოეყალიბებინათ ისეთი ეკოსისტემა, სადაც იცხოვრებდა, იურთიერთებდა, იარსებებდა უამრავი არსება, მაგრამ მათ არც აზრის, არც პოზიციის დაფიქსირების საშუალება ექნებოდა, ანუ სისტემა ერთი პრინციპით მოქმედებდა - გაიყოს და გაყოფილი იკმარე, მაგრამ შენთვის შეინახე. შესაბამისად, ეს ინტენსიური საუბარი კოლექტივზე ზრუნვის, კარგად ყოფნისა და გაუმჯობესების წარმოდგენაზე იმდენად მუშაობდა, რომ ჩემი აზრით ამან დიდი ადგილი დაიკავა ქცევისა და ადაპტაციის მნიშვნელობაზე, ანუ დღეს საბჭოთა კავშირი აღარ გვაქვს, მაგრამ იმდენად კრისტალიზებული, დალექილი არის ეს თერაპია, დღეს იმ სახით ფუნქციონირებს, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

სავჭოთა რეჟიმმა ადამიანის ცნობიერების გარდატეხილი, შეუცნობელი ნაწილი შემოგვთავაზა ქცევაში გარდაქმნილი კოლექტიური სახით, რომელიც განსხვავებულ რეაქციების ფორმით გვეძლევა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საბჭოთა ადამიანების უმრავლესობა ამჟღავნებენ ქცევის ამ მოდელს, რომელიც გულისხმობს გაუცნობიერებელი სახით შვილების კეთილდღეობის ზრუნვაში, მაგრამ განსხვავებული რეაქციის სიხშირით. ამიტომ ჩემი დაკვირვების თანახმად, ეს ყოველივე არ უნდა ჩავთვალოთ ანაქრონიზმად და აბუჩად აგდების იოლ საშუალებად იმ ინდივიდუალისტებმა, რომლებიც დასავლურ კერასა და ცივილიზაციაში ვხედავთ თავისუფლების მიღწევის ინსტრუმენტს. ანუ ვიცხოვროთ აზრის, რაციოს, გონების, იმპულსებისა და ინდივიდუალისტური წარმოდგენით და არა კოლექტიურ შედეგებზე ორიენტაციით, რომელიც მოიაზრებს ხშირად სხვების დაზარალებას საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე.

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:გიგი უგრეხელიძე
გიგი უგრეხელიძე
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0