საზოგადოება "-გინდოდათ ლამაზი და განათლებული მისი? -მიიღეთ."-ნანუკა გოგიჩაიშვილი საზოგადოების კრიტიკას ეხმაურება 2019, 13 იანვარი, 20:40
"-ვულოცავ საქართველოს ახალ მისს. ჩვენ აქამდეც გააზრებული გვქონდა მონაწილეობას, ან ყველაზე კარგ შემთხვევაში გამარჯვებას, რა თანმხლები ეტაპები მოყვება. ასე რომ, გინდოდათ ლამაზი და განათლებული მისი?- მიიღეთ.
პს. გერმანული, ინგლისური, რუსული, იტალიური. (ამჟამად სწავლის პროცესში.)
იყოს ეს მცირე ინფორმაციაც აქ. "
წერს სოციალურ ქსელში "მის საქართველო 2018" ნინი გოგიჩაიშვილის და, ნანუკა გოგიჩაიშვილი. შეგახსენებთ, რომ ნანუკა საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც კონკურსის შედეგებმა გამოიწვია. "რუსთავის ორის" ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე განთავსებულ კონკურსის ფინალის ვიდეოს ათასამდე კომენტარი მოჰყვა, რომელშიც სოციალური ქსელის მომხმარებლები კონკურსის ორგანიზატორს არაობიექტურობაში ადანაშაულებდნენ და კონკურსის გამარჯვებულს აკრიტიკებდნენ. 1357 2-ს მოსწონს
|