x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ამიტივილის ტრაგედია-შემზარავი ამბავი, რომელიც დღემდე საიდუმლოებით არის მოცული

image

ტრაგედია, რომლის შესახებაც უამრავი ჰოლივუდური ფილმი გვიყვება და რომლის გარშემოც მრავალი არაერთგვაროვანი მოსაზრება არსებობს.

ამიტივილის მკლვლელობების სერია ერთ-ერთი გახმაურებული და ამოუხსნელია მოვლენაა მსოფლიოში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებს შორის.

ალბათ, მრავალ თქვენგანს უნახავს ფილმები სახელწოდებით "ამიტივილის საშნელება". მათ შორის ყველაზე პოპულარული 2006 წელს გადაღებული ფილმია.

რა უდევს საფუძვლად საშინელებათა ფილმების სერიას, რომელი მოვლენა შეესაბამება რეალობას და რომელია რეჟისორის ფანტაზია, ამის შესახებ სტატიაში მოგითხობთ.
image

ამიტივილი პატარა, ლამაზი დასახლებაა, რომელიც ნიუ-იორკიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. დასახლება ორიგინალური არქიტექტურული ნაგებობებით და ულამაზესი გამწვანებით გამოირჩევა. ამის მიუხედავად ამიტივილში სტუმრობას ბევრი ტურისტი ერიდება, მიზეზი ცხადია. ქალაქი შემზარავ ისტორიას ინახავს.

ოუშენ ავენიუს 112 ნომერში მდებარე მდიდრული სახლი სხვა ვილებისგან ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა.
იდუმალებით მოცული ვილა თითქმის ერთი საუკუნის წინ, 1924 წელს ჰოლანდიელი კოლონისტების ოჯახმა ააშენა და 1960 წლამდე მშვიდად და უხმაუროდ ცხოვრობდნენ.

image

1960 წელს, ვილის მფლობელის გარდაცვალების შემდეგ სახლი გაიყიდა. ის ახალგაზრდა წყვილმა შეიძინა და 5 წელიწადში უცნობი მიზეზის გამო სასწრაფოდ, ძალიან იაფად გაყიდა.
წვყვილისგან სახლი 1965 წლის ივნისში, დე ფეოების ოჯახმა შეიძინა. 7 წელი ოჯახი მშვიდად ცხოვრობდა. მისტიკური ტრაგედიების ჯაჭვი 1974 წლის 13 ნოემბერს იწყება.
image

ამ დღეს ამიტივილის პოლიციის განყოფილებაში ზარი გაისმა. მოქალაქემ პოლიციას აცნობა, რომ მეზობელი სახლიდან, ოუშენ ავენიუს 112 ნომრიდან მრავალჯერადი გასროლის ხმა გაიგო.

ადგილზე მისულმა პოლიციის ეკიპაჟმა სახლში მცხოვრები ექვსივე წევრი დახოცილი, საკუთარ ლოგინში ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილული იპოვა.
ცოცხალი მხოლოდ ოჯახის ერთი წვერი, უმცროსი ვაჟი, როლანდ დე ფეო დახვდათ.
image

როლანდი თავდაპირველად ჩვენების მიცემაზე უარს აცხდებდა. თუმცა, შემგომ აღიარა ოჯახის წევრების მკვლელობა. სასამართლო პროცესზე კი ამტკიცებდა, რომ ოჯახის წევრების დახოცვა სახლში ჩასახლებულმა ბოროტმა ძალებმა აიძულეს, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ ეს ჩაედინა.
მისი ეს ჩვენება სერიოზულად არავინ მიიჩნია და როლანდ დე ფეოს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.


image როლანდ დე ფეო



შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა და ეს ამბავიც ამიტივილის მოსახლეობამ გარკვეულწილად მიივიწყა.

სწორედ ამ დროს იწყება ლუტცების ოჯახის ამბავი, რომლის შესახებაც ცნობილი ჰოლივუდური ფილმი გვიამბობს.

ჯორჯ და ქეით ლუტცები მოიხიბლდნენ სახლის არარეალურად დაბალი ფასით და რატომღაც არ გამოიძიეს ყურმოკრული ამბავი სახლში მომხდარი ტრაგედიის შესახებ.
image ლუთცების რეალური ფოტო



წყვილის და მათი მცირეწლოვანი შვილების ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა. სახლში აუტანელი შმორის სუნი და კარ-ფანჯრის ჯახა-ჯუხი მათ მოსვენებას არ აძლევდა.
ჯორჯს ყოველ ღამით 3:15 საათზე აუხსნელი მიზეზით ეღვიძებოდა, ეს ის დროა, როცა დე ფეოების ოჯახი ამოხოცეს.

კედლებიდან უამრავი მწერი ძვრებოდა, კერამიკის და თიხის ნივთები შავდებოდა. წყვილმა გადაწყვიტა ეს ყველაფერი სასულიერო პირისთვის მოეთხრო. სახლში მისულმა მამა რაფაელმა ვილა სასწრაფოდ დატოვა, თუმცა წასვლის მიზეზი ვერ ახსნა.

როცა წვილის უმცროსმა შვილმა მესიმ მშობლებს სახლში მცხოვრები გოგონას, ჯოდის შესახებ უამბო, წყვილმა სახლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ჯოდი დე ფაუების ოჯახის წევრი იყო, რომელიც ძმამ საკუთარ ლოგინში ჩაცხრილა.
დღესდღეობით სახლში მომხდარ იდუმალ მოვლენებს სხვადასხვაგავარად ხსნიან. აღმოჩენილია ფოტო, რომელიც ჯორჯ და ქეით ლუტცებმა ფარული კამერით გადაიღეს და მასში პატარა ბიჭის მოჩვენება გარკვევით ჩანს. ის ძალიან ჰგავს 1974 წლის 13 ნოემბერს როლანდ დე ფეოსგან მოკლულ ბავშვს, ჯონს.

image



მას შემდეგ სახლის ირგვლივ უამრავმა მოარულმა აზრმა გაიჟღერა. პარაფსიქოლოგთა ასოციაცია კატეგორიულად უარყოფდა ვილაში მომხდარი მისტიკური ამბების რეალურობას და ყველაფერს ადამიანების ფანტაზიას მიაწერდა.

ამბობენ, რომ სახლში მისტიკური ამბები იმ ბოროტი ძალების მეშვეობით ხდებოდა, რომელიც სახლში მიმდინარე სპირიტუალური რიტუალების დროს ჩასახლდნენ.
ვინ და რატომ ატარებდა რიტუალებს, უცნობია.

სახლი 2010 წელს აუქციონზე გაიყიდა და უცნობმა პიროვნებამ, როგორც ცნობილია მასში მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა.

ამიტივილის ტრაგედიის შესახებ 21 ფილმია გადაღებული . დაიწერა რამდენიმე წიგნიც.

image







1
364
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
364
  
2019, 15 ნოემბერი, 12:25
ზედმეტად სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, პარანორმალურის გამორიცხვა მაინც არ მინდა.
0 1 1