x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
6 შეცდომა ხანდაზმულ მშობლებთან ურთიერთობისას, რომლებიც მათ ტკივილს აყენებენ
მშობლები ყოველთვის მშობლებად რჩებიან, მაგრამ როცა ისინი ბერდებიან, როლები იცვლება. როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენს საყვარელ, ხანდაზმულ მშობლებს ამ დროს ტკივილი არ მივაყენოთ? იმისთვის, რომ მათ გული არ ვატკინოთ, მათი ასაკის თავისებურებები უნდა გავითვალისწინოთ:


გამუდმებით უყვებით თქვენი პრობლემების შესახებ

imageთუ ბავშვობაში დედ-მამა ჩვენს პრობლემებს წყვეტდნენ და თავად უმკლავდებოდნენ მათ, ამჯერად სიტუაცია სულ სხვანაირია. ასაკის მატებასთან ერთად, მათ ჩვენი დახმარებაც უძნელდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი კვლავ აქვთ. ანუ, გამოდის, რომ ჩვენი მორიგი პრობლემის გაგების შემდეგ, მშობლები მხოლოდ წუხილს და საკუთარ უმწეობის გრძნობას განიცდიან.

შეეცადეთ, ინფორმაცია დოზირებულად მიაწოდოთ. ნუ მოატყუებთ, უბრალოდ, სიტუაცია შეარბილეთ და თუ შესაძლებელია-ნეგატიურ სიახლეს მოარიდეთ.



ეუხეშებით, როცა თქვენით მანიპულირებას ცდილობენ

imageროგორ მოვიქცეთ, როცა ჩვენი ხანდაზმული მშობლების მხრიდან მანიპულირების მცდელობას აქვს ადგილი?

პირველ რიგში, შანტაჟს ნუ წამოეგებით. როცა რაღაც ისეთის გაკეთებას აპირებთ, რაც თქვენს მშობლებს არ მოსწონთ, მათ მაშინვე წნევა უწევთ, ინფარქტი და ინსულტი “ემართებათ". თუ გრძნობთ, რომ თქვენით მანიპულირებენ, გამონახეთ დრო და გულახდილად დაელაპარაკეთ მშობლებს. იქნებ, მათ თქვენი ყურადღება აკლიათ და სხვა არაფერი? აუხსენით მათ, რომ თქვენ თქვენი ცხოვრება გაქვთ და შეეცადეთ კომპრომისი გამონახოთ. მანიპულირების ნებისმიერი მცდელობის მიღმა რაღაც სერიოზული გრძნობა ან არარეალიზებული მოთხოვნილებები იმალება.

თქვენი ამოცანაა-გაიგოთ, რა სურთ თქვენს მშობლებს სინამდვილეში, ასეთი საქციელით.


უარს ამბობთ თქვენს მიმართ გამოჩენილ ზრუნვაზე

imageმშობლები მთელი სიცოცხლე თქვენზე ზრუნავენ. მათთვის რთული აღსაქმელია, რომ თქვენ უკვე გაიზარდეთ. როცა მშობლების სურვილზე, დაგეხმარონ, უარს ამბობთ, ისინი თავს უარყოფილად და ზედმეტად თვლიან.

თუ სწორედ ასეთი შემთხვევა გაქვთ, ეცადეთ თქვენი დამოკიდებულება შეცვალოთ. გაიხსენეთ, რომ ოდესღაც მათი დახმარება თქვენთვის შეუფასებელი იყო. გამოუნახეთ საქმე, რითაც ისინი თავს ისევ მნიშვნელოვან ადამიანებად იგრძნობენ. მაგ: სთხოვეთ შვილიშვილების ბაღიდან გამოყვანა, სადილის მომზადება და ა.შ.

მთავარია, ეს მათაც უნდოდეთ და სიამოვნებდეთ.



ცდილობთ მათ შეცვლას. თავს ახვევთ თქვენს შეხედულებებს

imageდაიმახსოვრეთ-მათ გადარწმუნებას ვერ შეძლებთ, გაბრაზებას და განაწყენებას-კი. თქვენი სიჯიუტით მხოლოდ ურთიერთობას გააფუჭებთ, ამიტომ, იყავით უფრო რბილი.

დედას ყავის საფქვავი არ უნდა და საზიზღარი გემოს სხნადი ყავა ურჩევნია?-ასე იყოს! მთავარია, მშობლების სურვილები მხოლოდ მათ ეხებოდეთ და მათ ჯანმრთელობას არ ვნებდნენ.




განიხილავთ და წყვეტთ მნიშვნელოვან საკითხებს მათ გარეშე

imageასაკის დადებითი მხარე-წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და სიბრძნეა, ამიტომ, შეცდომას ვუშვებთ, როცა უფროსებს რჩევას არ ვეკითხებით. ოჯახურ თათბირებზე სიტყვა მშობლებსაც მიეცით, ასე თქვენს პატივისცემას და ყურადღებას გამოხატავთ მათ მიმართ და ამავდროულად, ეს თქვენი შვილებისთვისაც კარგი მაგალითი იქნება.

შეგრძნება, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, თქვენს მშობლებს გაამხნევებს და დაცულობის შეგრძნებასაც გაუჩენს.



ბრაზობთ მათზე

imageასაკის მატებასთან ერთად ცხოვრების ხარისხიც იკლებს. და მიუხედავად იმისა, რომ დღეს მედიცინა ძალიანაა განვითარებული, ისეთმა პრობლემებმა მაინც შეიძლება იჩინონ თავი, როგორიცაა უძილობა, მეხსიერების პრობლემები, გაღიზიანება, აქტიური ცხოვრების წესის დაკარგვა და ა.შ.

გახსოვდეთ, ხანშიშესულ ადამიანებს უამრავი შიში უჩნდებათ:უმწეობის, ავადმყოფობის, მიტოვების, სიკვდილის...

დაელაპარაკეთ მშობლებს და მაქსიმალურად შეეცადეთ კომფორტული პირობები შეუქმნათ. არ ეჩხუბოთ დედას, თუ წამლის დალევა დაავიწყდა. ამის მაგივრად სამედიცინო ბლოკნოტი შეგიძლიათ აჩუქოთ, სადაც ის თავის წამლებს დაა მათი მიღების დროს ჩაინიშნავს.



ბონუსი:შეუნახეთ მშობლების ისტორიები მომავალ თაობას

imageჩვენს ეპოქაში ამის გაკეთება ძალიან ადვილია. ჩართეთ კამერა და სთხოვეთ მშობლებს, რომ საინტერესო ისტორიები გაიხსენონ თავისი ცხოვრებიდან. თუ კამერებთან ამის მოყოლა უჭირთ, სთხოვეთ, რომ დაწერონ. მთავარია, მათი ისტორიები მომავალ თაობებს შემოუნახოთ.

0
189
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0