x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
მათთვის, ვინც თამაშობს
image

აზარტულ თამაშებში გამარჯვებული წინასწარ ცნობილია და ის შენ ნამდვილად არ ხარ.

ნუ დაუჯერებ რეკლამებს, სინამდვილეში, არც იღბლის მართვა შეგიძლია, წაგებულ თანხასაც ვერ დაიბრუნებ და საერთოდაც, ბეთმენები არ არსებობენ!

რადგან ეს პოსტი გახსენი, ალბათ უკვე გრძნობ, რომ აზარტულ თამაშებთან თამაში არ შეიძლება.


აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ლაბირინთში ყოფნას ჰგავს. თავიდან შეიძლება გეგონოს, რომ როცა მოისურვებ მაშინ მიაგნებ გამოსასვლელს, მაგრამ, რაც უფრო შორს შედიხარ, ხვდები, რომ ვერც უკან ბრუნდები და ვერც გასასვლელს პოულობ. თითქოს წრეზე დადიხარ. სულ ერთი და იგივე პრობლემები გხვდება, თამაში, ვალები, უფულობა, თამაში, ვალები, უფულობა, თამაში… არსებობს მომენტები, როცა შეიძლება გეგონოს, რომ ჩაიკეტე და გამოსვლას ვეღარ მოახერხებ.

აზარტული თამაშების ლაბირინთიდან გასასვლელი არსებობს! თუმცა შენ მიერ დადებული თითეული ფსონი, თუნდაც წარმატებული, ამ ლაბირინთის ბილიკებს კიდევ უფრო ხლართავს და შიგ გიმწყვდევს. რამდენიმე რჩევა შეიძლება თავის გამოხსნაში დაგეხმაროს.

  • თუკი საკუთარ თავს უკვე გამოუტყდი, რომ შენი თამაში კარგა ხანია გასცდა გართობის სტადიას და პრობლემად გადაიქცა, იცოდე, რომ ეს თამაშის ლაბირინთიდან თავის დასაღწევად პირველი სწორი და ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.
  • ვერ მოგატყუებ, ამ ლაბირინთიდან გამოსვლა არც ისე მარტივია. მით უფრო, თუ შენ გარდა არავინ იცის, რომ იქ ხარ. თეზევსიც კი ვერ დააღწევდა თავს ლაბირინთს, რომ არა არიადნეს ძაფი. ამიტომ გაამხილე, დაელაპარაკე ვინმეს, ვისაც ენდობი, ოჯახის წევრს, მეგობარს, ფსიქოლოგს.
  • დაფიქრდი, რატომ და რა დროს თამაშობ. ეცადე, თამაშის ყველა შესაძლო გამომწვევი მიზეზი აირიდო.
  • ფულთან კონტაქტი შეზღუდე, არ ატარო დიდი რაოდენობის თანხა, ფინანსების მართვაში დაიხმარე სანდო ადამიანი, რომელიც გაგიკონტროლებს ხარჯებს (ჩააბარე საკრედიტო ბარათები, ონლაინ ბანკის პაროლი და ა.შ)
  • თამაშზე ფიქრის დაწყებისთანავე უთხარი შენს მხარდამჭერს.
  • გააკეთე საკუთარი კალენდარი, მკაფიოდ მონიშნე ყველა დღე, რომელიც თამაშის გარეშე გაატარებ.
  • ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები შეიძლება ძალიან ზოგადია, თუმცა დასაწყისისთვის გამოდგება. სამწუხაროდ, აზარტული თამაშებისთვის თავის დაღწევის ერთი კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს და ამ გზაზე შეიძლება პროფესიონალების დახმარებაც დაგჭირდეს. მართალია, საქართველოში სანთლით საძებარია პროგრამები თუ პროფესიონალები, რომლებიც აზარტული თამაშების დამოკიდებულებაზე იმუშავებენ, მაგრამ მათი პოვნა მაინც შეგიძლია თუნდაც ფსიქოთერაპიის სახლში - კამარა.

    კამარა, ოქროყანის ქუჩა 17
    Call 0322 98 21 95
    წარმატებები!

    1
    179
    შეფასება არ არის
    ავტორი:სოციალური შუქნიშანი
    სოციალური შუქნიშანი
    179
      
    2019, 15 იანვარი, 2:05
    კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

    0 1 1