ისტორია საბჭოთა ჯარში უკან დახევას უფრო დიდი სიმამაცე სჭირდება, ვიდრე წინ წასვლას 2019, 13 იანვარი, 16:16 ალბათ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ სტალინს ეს ციტატა ჰაერზე არ უსვრია. საქმე იმაში, რომ ხშირ შემთხვევაში რიგითი საბჭოთა ჯარისკაცისთვის წინ წასვლა ცოცხლად დარჩენის უფრო დიდი გარანტია იყო, ვიდრე უკან დახევა. ამ ყველაფერს "უზრუნველყოფდნენ" НКВД_ს სპეციალური დანაყოფები, რომლებიც ან ადგილზე ხვრეტდნენ მათ, ვინც უკან იხევდა ან აპატიმრებდნენ. ამ მხრივ, ყველაზე მკაფიოდ НКВД_ს დანაყოფის მუშაობა დაეტყო სტალინგრადის ბრძოლას. განსაკუთრებით სტალინის პირდაპირი ბრძანების შემდეგ "ни шагу назад!" (არცერთი ნაბიჯი უკან!), რომელიც პირდაპირი შეტყობინება იყო НКВД_ს დანაყოფებისთვის და რომელსაც ბევრი ბანალურად აღიქვამს და რეალურად სჯერა, რომ ყველა საბჭოთა ჯაროსკაცი შეტევაში სტალინის ან სსრკ_ს სიყვარულის გამო მიდიოდა. 293 2-ს მოსწონს 1-ს არა
|