x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«საშობაო ნაძვის ხე» ოკეანის სიღრმეებიდან (+ ვიდეო)

image
ეს ულამაზესი «ნაძვის ხე», სინამდვილეში, არც ნაძვის ხე არის და არც მცენარეა. შეიძლება ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ულამაზესი ქმნილება, ცოცხალი ბიოლოგიური ორგანიზმი და ჭიების ერთ-ერთი წარმომადგენელია:imageტიპი: რგოლოვანი ჭიები

კლასი: მრავალჯაგრიანები

ოჯახი: სერპულიდი (ლათ. Serpulidae)

სახეობა: გიგანტური სპირობრანჰუსი (ლათ. spirobranchus giganteus), თუმცა მას, უფრო მეტად, საშობაო ნაძვის ხის სახელით იცნობენ.


image


სერპულიდების ოჯახის წარმომადგენლები, ფაქტიურად, ყველა ოკეანეში და ყველა კლიმატურ სარტყელში გვხვდება. მაგ., Pomatoceros triqueter ბინადრობს ატლანტიკის წყლებში, ხმელთაშუა და ბალტიის ზღვის ჩრდ. და დას. ნაწილებში. Spirorbis spirorbis სახეობის გავრცელების არეალი ატლანტიკის ოკეანიდან – წყნარი ოკეანის ჩრდ. ნაწილამდე და ჩრდ. ყინულოვანი ოკეანის, როგორც სანაპირო, ისე 5000 მ. სიღრმემდე ზონა არის. რაც შეეხება Spirobranchus giganteus-ს, ის მხოლოდ ტროპიკულ რეგიონებშია გვხვდება – მარჯნების პოლიპების კოლონიებზე. გავრცელების ძირითადი რეგიონებია: მექსიკის ყურე, ტეხასის სანაპირო, ბერმუდის კუნძულების სანაპირო ზოლი, ინდოეთის და წყნარი ოკეანეების ტროპიკული ათოლები და რა თქმა უნდა, ავსტრალიის დიდ ბარიერული რიფი.

«საშობაო ნაძვის ხე» – ღია ლურჯი, ცისფერი, ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერი და კრემისფერი პატარა უხერხემლო არსებაა, რომლის სიგანე 1-2 სმ-ს არ აღემატება. ცხოვრობს კირქვის მილ-სახლებში, რომელიც პირდაპირ ცოცხალ რიფებშია ჩამონტაჟებული. აქვს კარგად განვითარებული ნერვული სისტემა. მრავლდება კვერცხით, რომლიდანაც ლარვა (დამოუკიდებლად ვითარდება, მზრუნველობის გარეშე) იჩეკება და გარკვეული პერიოდის მანძილზე, სხვა ზოოპლანქტონთან ერთად ცურავს.


image


ზრდასრული Spirobranchus giganteus-ი — მუტუალისტია (ლათ. mutual «ურთიერთი») და მარჯნულ რიფებზე სახლდება. მარჯნის და სპირობრანჰუსის ურთიერთსარგებელი იმაში გამოიხატება, რომ მარჯნები ჭიებს საკუთარ გარემოში ცხოვრების უფლებას აძლევენ, ხოლო ჭიები «მასპინძელს», თავიაანთი გრძელი საცეცეებით, მათი მტრის, – ზღვის ვარსკვლავებისგან იცავენ. გარდა ამისა, «ნაძვის ხე» წამწამებით, რომლითაც მისი საცეცეებია დაფარული, მარჯნების თავზე წყლის ნაკადის დინებას აჩქარებს და პლანქტონს მარჯნებისკენ დევნის. პლანქტონი კი, ძირითადი საკვებია, როგორც მარჯნებისთვის, ისე მასზე დასახლებული სპირობრანჰუსებისთვის.



image



imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageსაშობაო ზღაპარი
პუანსეტია – შობა-ახალი წლის მთავარი ყვავილი

საშობაო ისტორია, რომლიც მილიონობით ადამიანმა გაიზიარა

0
21
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0