x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გვალვა, პურის ბზუალა და მღრღნელი დედოფლისწყაროში მარცვლეულის მოსავალს ანადგურებს
image


მოსავლისთვის არასახარბიელო ამინდი გრძელდება დედოფლისწყაროში. გვალვა კი იმის წინაპირობაა, რომ შესაძლოა, გასული წლებისგან განსხვავებით, ყანები დაზიანდეს და წელს ცუდი მოსავალი მოვიდეს. ზამთრის სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის შედეგად მომრავლდა მღრღნელიც, რომლებიც ყანებში მარცვალსაც ანადგურებს და ჯეჯილსაც ძოვს. ამასთან, მოდებულია პურის ბზუალაც. 1 იანვარს დედოფლისწყაროში 5 გრადუსი სითბო დაფიქსირდა, 4 იანვარს 7 გრადუსი, 5 იანვარს 6, შემდეგ კი ისევ 5 გრადუსი. სპეციალისტების შეფასებით, არ არის სასურველი, როცა იანვარში ასე მაღალი ტემპერატურა აღინიშნება და ზოგჯერ ის 7-10 გრადუსს აღწევდა. მათი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, მიწათმოქმედები წელს მოსავლის გარეშე დარჩებიან.


პურის ბზუალა მარცვლოვანი კულტურების სპეციფიკურ მავნებელთა შორის ერთ-ერთი მთავარი მავნებელია. იგი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. ტემპერატურის ნაადრევი მატება ამ მავნებლის გააქტიურებას იწვევს. მავნებელი უფრო აქტიური ხდება გაზაფხულზე, დაჭუპრებას იწყებს მაისში, ზოგჯერ ივნისშიც.


ბზუალა მატლის ფაზაში იკვებება და აზიანებს როგორც კულტურულ მარცვლოვნებს – ხორბალს, ქერს, ჭვავს და სხვა, ასევე ველურ მცენარეებსაც. ბზუალა უმთავრესად ნიადაგში იზამთრებს, მატლის ფაზაში. გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა 11-12 გრადუსს მიაღწევს, გამოზამთრებული მატლები კვებას იწყებენ შებინდებიდან დილამდე: თავიანთ სოროებში აგროვებენ ჯეჯილის ფოთლებს, ძენძავენ, რის გამოც ფოთლებისგანაც მხოლოდ ძარღვებიღა რჩება. თუ მავნებლის დასახლების სიხშირე დიდია, ყანაში კალო-კალო შიშველი ლაქები წარმოიშობა, რის გამოც მატლი ახალ ხვრელს რამდენჯერმე იკეთებს. მართალია, აღებისას პურეული მცენარეები ბზუალას მატლების მიმართ უფრო გამძლენი ხდებიან, მაგრამ მცენარე ქვედა და შუა იარუსის ფოთლების დაზიანების გამო მაინც სუსტდება, მისი განვითარება ნელდება და მარცვლის სიმწიფე გვიანდება.



რაც შეეხება მინდვრის თაგვს, მღრღნელის მომრავლება შირაქისა და ტარიბანის ველებზე შეინიშნება, პრობლემა არ არის ე.წ. „ბალკაზე“ მდებარე ნაკვეთებში. თუმცა, გასული წლებისგან განსხვავებით დანარჩენ ტერიტორიებზე მღრღელი ზედმეტად მომრავლებულია.


1
115
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
115
  
2019, 15 იანვარი, 2:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1