ქალი და მამაკაცი ის, თუ როგორ გკოცნით პარტნიორი, თქვენდამი მის სიყვარულს აღნიშნავს- შეამოწმეთ უყვარხართ თუ არა! 2019, 22 იანვარი, 12:38 ემოციის გამოსახატად ყველას თავისი, საკუთარი გზა აქვს. ზოგჯერ მამაკაცებს არ შეუძლიათ საკუთარ გრძნობებზე ხმამაღლა საუბარი, ან გამოხატვის კომპლექსი აქვთ, მაგრამ მათი ჩვევების მიუხედავად, ქალები მათგან ბევრ ყურადღებასა და მზრუნველობას ითხოვენ.
თურმე, ფაქტს, თუ როგორ გკოცნით საყვარელი მამაკაცი, მისი გრძნობების გამჟღავნება შეუძლია. მოდით, შევამოწმოთ, რას გრძნობს პარტნიორი თქვენს მიმართ? ამოიკითხეთ კოცნის ის მახასიათებელი, რომელიც თქვენს პარტნიორს ასახავს. 1. ერთი ტუჩით კოცნა. ამ ტიპის კოცნა ჭეშმარიტი სიყვარულის გამოვლინებად ითვლება, მეორენაირად კი მას "ბედნიერი წყვილების კოცნას" ეძახიან. 2. ლოყაზე კოცნა. მსგავსი კოცნა ურთიერთმიჯაჭვულობასა და ორ მეგობარ სულს აღნიშნავს. მასში უფრო მეტი მეგობრობაა, ვიდრე რომანტიკული ურთიერთობა. 3. დახურული პირით კოცნა. ამ ტიპის კოცნა ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ გაქვთ ერთმანეთის მიმართ ნდობა და სხვა საყრდენებს იყენებთ. ასევე ცდილობთ საკუთარი "ტერიტორიების დაცვას". 4. ფრანგული კოცნა. მსგავსი ტიპის კოცნა გასცემს პარტნიორის სურვილებს, რომ მას სურს უფრო მეტი იცოდეს თქვენს შესახებ. გატაცება თუ უფრო გააქტიურდება, ის შეიძლება უფრო სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. 5. ადამიანი ობობას კოცნა. ეს სპონტანური კოცნა აღნიშნავს, რომ თქვენს ურთიერთობებში ბევრი სიახლე და სიურპრიზებია. 6. ფრთხილი კბენა. ამ ტიპის კოცნა მიუთითებს, რომ პარტნიორი ან გაღიზიანებული და გაბრაზებულია, ან აქვს დაუოკებელი სურვილი. 7. ნაზი, მსუბუქი კოცნა. ამ ტიპის კოცნა ამბობს, რომ ორივე ხართ მყუდრო, მოგწონთ ერთად ყოფნა და თქვენი ცხოვრება ერთმანეთის გარეშე კომფორტული ვერ იქნება. თუ მსგავსი კოცნა ხშირია, ნიშნავს, რომ სწორედ ის მეორე ნახევარი იპოვეთ, რაც გჭირდებოდათ. 8. ანგელოზის კოცნა. ამ ტიპის კოცნა ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთზე ზრუნვა და ყურადღება თქვენს ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია და გაქვთ ერთმანეთის ძლიერი ნდობა. 903 10-ს მოსწონს
|