x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რას აკეთებენ "სტიუარდესები" მანამ, სანამ ჩვენ ავალთ თვითმფრინავში?
თვითმფრინავი - ყველამ კარგად ვიცით, რომ სხვადასხვა ქვეყნებში სწრაფად გადაადგილების საჰაერო ტრანსპორტია. ძალოვანი დანადგარის და უძრავი ფრთის დახმარებით ქმნის აეროდინამიკურ ამწევ ძალას. მისი მოძვლებული სახელია აეროპლანი. განასხვავებენ სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებს; ხრახნიანს და რეაქტიულს; ბგერამდელს, ზებგერითსა და ჰიპერბგერითს; სახმელეთო და სახომალდო ბაზირების ჰიდროთვითმფრინავებს და თვითმფრინავ-ამფიბიებს.


თანამედროვე თვითმფრინავები საწყისს იღებენ ძმები რაიტების გამოგონებიდან, რომლებიც ავიაციის საერთშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულნი არიან სტანდარტების დამდგენებად და რეკორდების დამმყარებელნად ავიაციაში. 1905 წელს მათ მიერ შექმნილმა Wright Flyer III-მა შეძლო სრულად კონტროლირებადი, სტაბილური ფრენა დროის მნიშვნელოვანი ხანგრძლივობით. 1906 წელს უკვე აეროპლანის წარმოება ლეგალური გახადეს აშშ-ის პატენტით- ნომერი 821, 393.




image



ალბათ ბევრ თქვენგანს გქონიათ თვითმფრინავით მგზავრობის ბედნიერება და გიფრენიათ ღრუბლებს მაღლა, შეხებიხართ მზის სხივს და სამყარო სულ სხვა რაკურსით შეგიმეცნიათ, ხოლო უმეტესობისთვის კი მისით მგზავრობა ერთ-ერთი ოცნებაა ალბათ. გიფრენიათ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს ამ მომენტისთვის, უბრალოდ გეტყვით, რომ ყველა აფრენის წინ თვითმფრინავი გადის სპეციალურ შემოწმებას, გამართულია თუ არა ყველა სისტემა და ძრავი. მგზავრების კეთილდღეობაზე კი ლამაზმანი გამცილებელი გოგონები - სტიუარდესები ზრუნავენ. ზოგჯერ ფრენები არის მიბმული და მათ ძალიან მცირე დრო რჩებათ გამოსაძინებლად და დასასვენებლად, თუმცა არსებულ ნახევარ საათიან ინტერვალში, ცოტა ცელქობებსა და მოთელვას, მაინც ახერხებენ.




მოდით, ერთად ვნახოთ ფოტოები, სადაც მგზავრების ასვლამდე სტიუარდესების ცელქობებია გადაღებული თითმფრინავში.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage








იხილეთ აგრეთვე:



თვითმფრინავის საიდუმლო ოთახი, რომლის შესახებ აქამდე არ იცოდითimage

6
3824
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3824
  
2019, 16 იანვარი, 23:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 15 იანვარი, 1:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 14 იანვარი, 17:07
გაიხარე ;)
2019, 14 იანვარი, 16:52
არაფერია მაკა საშიში, მინიმუმ 100-ჯერ მაინც ვმჯდარვარ, მაქსიმუმ პირველი აფრენისას ყურები დაგიგუბდეს.
არაფერია საშიში, ბედნიერ მგზავრობას გისურვებ.
2019, 14 იანვარი, 16:43
არასდროს ვმჯდარვარ თვითმფრინავში, მეშინია :) არადა შეიძლება მომიწიოს რამდენიმე თვეში და მხოლოდ იმიტომ ვიზამ, რომ მეუღლესთან წასვლა მინდა :)
2019, 14 იანვარი, 16:33
ბორისპოლი-თბილისის რეისზე რამდენიმე წლის წინ ჩემი სკოლელი უკრაინელი სტიუარდესა შემხვდა, პილოტების კაბინაც დამათვალიერებინეს მისი ხათრით. :)
0 1 6