x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
2 შეკითხვა, რომელზეც სწორად მხოლოდ შიზოფრენიკები ან გენიოსები პასუხობენ
image


შიზოფრენიკის განსხვავება ჯანმრთელი ადამიანისგან გარეგნობით, შეუძლებელია. ამიტომ ფსიქიატრები სხვადასხვა ტესტებს და მეთოდებს იყენებენ იმის მისახვედრად, თუ რა ხდება პაციენტის თავში და სჭირდება თუ არა მას დახმარება.

ამ ორ შეკითხვაზე სწორ პასუხს მხოლოდ ადამიანთა ორი კატეგორია სცემს -შიზოფრენიკები და არაორდინალური, გენიოსი ადამიანები.

შედეგების სიზუსტე იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ხედავთ სურათს . ამიტომ, გამორთეთ შეგრძნებები, აღქმის სიმძაფრე. უბრალოდ, შეხედეთ სურათს და უპასუხეთ შეკითხვებს.



1. ნიღაბზე მხოლოდ ერთ მხარესაა სახის ნაკვთები ამობურცული თუ ორივეზე?

image

2.ნიღაბი ერთი მიმართულებით მოძრაობს თუ ორი მიმართულებით?

image






სწორი პასუხები:

1.ნიღაბი მხოლოდ ერთ მხარესაა ამობურცული

2.ნიღაბი მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობს-მარჯვნივ


თუ ორივე შეკითხვაზე არასწორად უპასუხეთ, ნუ ინერვიულებთ, თქვენ აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი ხართ. და თუ სწორი პასუხები გაეცით, იქნებ დროა დაფიქრდეთ, ფსიქიატრთან ვიზიტი ხომ არ გჭირდებათ?


საქმე ისაა, რომ ჯანმრთელი ადამიანის ტვინს თვითმოტყუების უნარი გააჩნია-პირველ სურათზე ტვინი ფორმებს, ჩრდილებს სწავლობს და ჩნდება ილუზია, რომ ნიღაბი ორივე მხარეს ამობურცულია, გვინდა ეს თუ არა.

შიზოფრენიკს კი ასეთი წარმოსახვა არ გააჩნია. მისი ტვინი დეტალებს შორის კავშირს ვერ ადგენს. ანუ, ის ნიღაბს ხედავს ისეთს, როგორიც ის სინამდვილეშია, და სხვანაირად ვერ აღიქვამს. შიზოფრენიკის ტვინისთვის ნიღბის შიდა მხარე ამობურცული კი არა, ჩაზნექილია და მხოლოდ ერთი მიმართულებით ბრუნავს.

და როგორ განვასხვავოთ გენიოსი? შიზოფრენიასა და გენიალურობას შორის ძალიან ვიწრო საზღვარია, მაგრამ მათი განსხვავება მაინც შეიძლება. გენიოსები ერთდროულად ფლობენ შიზოფრენიკისა და ჯანმრთელი ადამიანის აზროვნებას. სხვებისგან განსხვავებით, მათ მომენტალურად შეუძლიათ ერთიდან მეორეზე გადაერთონ:ანუ, ისინი ხედავენ ილუზიას, ისევე როგორც ჯანმრთელი ადამიანები, მაგრამ მომენტალურად ხვდებიან, სადაა ძაღლის თავი დამარხული და მათი სურვილის შემთხვევაში, ტვინი ამ ილუზიის ბლოკირებას ახდენს.

2
4165
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
4165
  
2019, 15 იანვარი, 12:26
რა სისულელეა, გამოსახულებას აღვიქვამ ისე, როგორც არის და კიდევ მე ვარ შიზოფრენნიკი? ჯანმრთელი ადამიანები ტყუილში ცხოვრობენ ანუ? :დდ
2019, 15 იანვარი, 2:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2