x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ქვეყნის დატოვებისა და მოგზაურობის ძალიან რთული ნაწილი - ამაზე არავინ საუბრობს!
ფიქრების კატალოგში მოგზაურობის შესახებ საინტერესო სტატიას წავაწყდი, ავტორი, კელი დონელი, აღნიშნულ სტატიაში მოგზაურობის ყველაზე რთულ მომენტებზე საუბრობს.

image


კელი წერს, რომ როცა მოგზაურობას იწყებ, შენი თვალსაწიერი იზრდება და ისეთი აღარ ხარ, როგორიც უწინ და რომ სწორედ ამის გათვიცნობიერება უბიძგებს ყოველ მოგზაურს დაუსრულებლად მოგზაურობაზე.

ზოგადად, ქვეყნის დატოვებამ, რამდენიმე თვითაც კი, შეიძლება ძალიან ბევრი რამე შეცვალოს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ეს თემა განმეხილა.


ხშირად, როცა მოგზაურობაზე ვფიქრობთ, თვალწინ წარმოგვიდგება დაუვიწყარი თავგადასავალი, მშვენიერი ადგილები და დასვენება, თუმცა ეს ყველაფერი პირველი შთაბეჭდილებაა. როდესაც სამშობლოს გულანთებული ტოვებ, არ აქვს მნიშვნელობა რატომ მიდიხარ, სასწავლებლად, გაცვლითი პროგრამით, ოჯახის სარჩენად თუ სხვა მიზეზით, წინ ყველაფერი მაინც იმედიანად გესახება.

ჩემი მიზანი არაა ოჯახური საკითხებისა და სოციალური პრობლემების განხილვა, ვსაუბრობ იმაზე, თუ რა იცვლება ქვეყნის დატოვების შემდეგ ჩვენში და ჩვენ ირგვლივ.



მოგზაურობის დადებით და აღმაფრთოვანებელ მხარეზე ზემოთ ისედაც ვახსენე:


1. ნახულობ ახალ სამყაროს

2. სწავლობ დამოუკიდებლად ისეთი რაღაცების კეთებას, რომლებიც მანამდე არ გჭირდებოდა.

3. ხვდები ახალ ადამიანებს

4. გიყვარდება

5. სტუმრობ ულამაზეს ადგილებს

6. ეცნობი სხვადასხვა კულტურასა და ტრადიციას


თუმცა, ქვეყნის დატოვებასა და მოგზაურობას, ბუნებრივად ახლავს შინდაბრუნება.


რა ხდება, როცა სახლში ვბრუნდებით?

სწორედ ესაა რთული მომენტი:


არ აქვს მნიშვნელობა, რა დრო დაყავი ამა თუ იმ ადგილას, გიჭირს დამშვიდობება, მაგრამ იცი, რომ სევდიანი განშორება მონატრებულ ოჯახთან და მეგობრებთან შეხვედრებით გადაიფარება.

ბრუნდები სახლში, პირველ ორ კვირას ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში ატარებ, ყვები ისტორიებს, მოგონებებს და ა.შ.

ასეთ დროს ნაკლებად ვსაუბრობთ რთულ მომენტებზე, დამყარებულ იმედებსა და გაცრუებულ ნდობაზე, დაკარგულ მეგობრებზე, სოშორემ და დრომ თუ რა დაგვანახვა, ნაკლებად ვსაუბრობთ ახალ სოციალურ ნორმებზე, რომლებთან შეგუებაც მოგვიხდა,

პირველ დღეებში ყველაფერი ახალი და ამაღლვებელია, მერე ყველაფერი ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

ყველაზე სევდიანი და რთული ნაწილი კი მაშინ იწყება, როცა შენ უკვე სავალდებულო ვიზიტები მოიმთავრე, ზიხარ სახლში, სადაც მთელი ბავშვობა გაქვს გატარებული და აცნობიერებ, რომ არაფერი შეცვლილა.


რა თქმა უნდა, შენს უბანში ზოგი დაინიშნა, ზოგს ახალ სამსახურთან ერთად ახალი შეყვარებული ჰყავს, შესაძლოა, ახალი რესტორანი გაიხსნა ანდა შენი ყოფილი სკოლა გარემონტდა, მაგრამ მაინც ადამიანები და გარემო იგივეა, ზიხარ და ფიქრობ, აბა, რა შეიცვალა?

ბოლოს მიდიხარ დასკვნამდე, რომ ყველაფერი თითქმის იგივეა და ერთადერთი - შენ შეიცვალე.

შინაგანი "მე" ჩუმად ყვირის, ვერ ხედავთ როგორ შევიცვალე?

ამაში კი საერთოდ არ იგულისხმება თმა, წონა, ჩაცმულობა ან სხვა ნებისმიერი გარეგნული რამ.

აი, ეს არის ქვეყნის დატოვებისა და მოგზაურობის შემდეგ ყველაზე რთულად გასაცნობიერებელი და ასაღიარებელი ნაწილი, თუ როგორ შეიცვალე შინაგანად:



1. მეტნაკლებად შეიცვალა შენი გული და გონება.

2. შეიცვალა შენი აზროვენბის უნარი

3. ოცნებები

4. ადამიანებისა და რეალობის აღქმა

5. ზოგიაერთი ჩვევა გიხარია, რომ დაკარგე და

6. ზოგიერთი კი - გიხარია, რომ შეიძინე და რომელიც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სხვებისთვის გაუგებარი.

შენ გინდა, რომ ეს ყველამ შეამჩნიონ, შენ გინდა, რომ გაუზიარო და მათთან ერთად იმსჯელო, აღწერო და გააგებინო, თუ როგორ ვითარდება შენი სული, როცა ყველაფერს უკან მოიტოვებ, მიდიხარ ახალი სამყაროს აღმოსაჩენად და ძალისხმევას არ იშურებ, გაუმკლავდე დაბრკოლებებს, გამოიყენო და მაქსიმალურად ამოწურო საკუთარი შესაძლებლობები, გინდა აუხსნა, თუმცა ეს არც თუ ისე მარტივია.


ეს არ ჰგავს სკოლაში დასაწერ ტესტებს ან უნივერსიტეტში ჩასაბარებელ გამოცდებს.


შენ იცი, რომ უკვე განსხვავებულად ფიქრობ, რადგან შენი გამოცდილება ყოველი დღის ყოველი წამით იზომება.

ბრაზობ, რომ ასე დაშორდი შენს თავს და სხვებსაც და ხანდახან დაკარგულად მიგაჩნია ეს დრო, დაკარგულად მიგაჩნია საკუთარი თავიც, მაგრამ მაინც იცი, რომ რაც შენ გააკეთე მნიშვნელოვანია, რაგდგან ამან შეგვცვალა და პიროვნულად გაგზარდა.


მოგზაურობა კი გზაა დაბრუნდე იმ ადგილას, სადაც შეხვდები ისეთ ადამიანებს, რომლებიც შენს ენაზე ლაპარაკობენ და ეს არ არის არც ქართული არც ინგლისური, არც ესპანური და არც პორტუგალიური, ესაა ენა, სადაც სხვებმა იციან, რას ნიშნავს დატოვო, შეიცვალო, გაიზარდო, გამოსცადო, ისწავლო...


შემდეგ კი შენ ისევ წახვალ მონატრებულ მშობლიურ ქალაქსა თუ სოფელში, იმისათვის რომ ხელახლა დაიკარგო.




სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი

2
141
4-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
141
  
2019, 12 იანვარი, 23:04
0 1 2