x
მეტი
  • 20.01.2019
  • სტატია:85018
  • ვიდეო:335252
  • სურათი:443821
დაბადებამდე

image
სად ვარ? ეს რა არის? როგორ ბნელააა... ეს ვისი ხმაა?როგორი ტკბილი ხმა აქვს. ნეტავ მე ვინ ვარ? უი, ხელები მაქვს, ეს კიდევ ფეხები, ნეტავ გოგო ვარ თუ ბიჭი? იღიმის: გოგო ვყოფილვარ.ღმერთო ეს სად ჩამსვი?როგორ? ეს დედის მუცელია? და მე აქ რა მინდა? აა უნდა დავიბადოო? რა კარგია... ხტუნავს: დედა როგორია? მართლაა? რა კარგია? ის ჩემი ანგელოზიაა? უნდა გამზარდოს და ადამაიანდ უნდა ვიქცე? მშიააა! მშიააა! მშიააა! არ ვიტორი? როგორ არ ვიტირო როცა მშია? დედა მაჭმევს? აბა როგორ ის ხომ ვერ მხედავს? როგორ? ის შეჭამს და მეც ნაჭამი ვიქნები? ეს რა მჭირს, ეს სად მოვხვდი. ისევ ხტუნავს: რა დამაწყნარებს წამიყვანე იქ საიდანაც მოვედი!!! უფ დავნაყრდი დავიძინებ ახლა. ღმერთო რა კარგია, დედა მღერის.უფ რა ტკბილი ხმა ქონია დედაჩემს. ეს ვინ არის ხელს რომ მისმევს? მამაა? მამაც მყავს? გამოდის რომ დედაც მყავს და მამაც, მარტო არ ვყოფილვარ მაშინ არაფრის არ მეშინია, დავიძინებ. ცოტა ხანში იღვიძებს და იზმორება ფეხი რაღაცაზე მოხვდება და შეეშინდება. ეს რა არის? ფეხი რას მივარტყი? უი ჩემნაირი, ფეხიც აქვს თავიც, ხელებიც, ნეტავ ესეც გოგოა? გაიცინა: ბიჭი ყოფილა. ისევ ფეხი მიარტყა. რატომ არ ინძრევა? რა ჭირს? ძინავს? ჩემსავით მოუსვენარი არ არის? ვინ არის? ჩემი ძმააა? უი ძმაც მყოლია, გამოდის რომ დედა მყავს, მამა და კიდევ ძმა. -მოკლედ ძილი არ მაცადე რა?! ჩასახვის წუთიდან ხვანცალებ, არც დედა მოასვენე და არც მე, გოგო ხარ თუ ვინ ხარ? გაჩერდი რა!!! -მაგას მე მეუბნები? -ხო შენ გეუბნები შენ, ცოდვაა დედა მოასვენე, სულ რომ დახტიხარ, შენს გამო რამდენჯერ მივიდა ექიმთან, რამდენჯერ იტირა არ დავკარგოო. შენ კი მაინც დახტიხარ და არ ჩერდები, დედა მაინც არ გეცოდება? -შენ ვინ გკითხავს მე რას ვიზამ, მინდა ვიხტუნავებ მინდა არა!!! -როგორ თუ ვინ მკითხავს მე შენი ძმა ვარ და უნდა დამიჯერო. თუ არ გაჩერდები ვერ დაიბადები. -ვერ დავიბადები? მაშინ რისთვის მომიყვანა აქ უფალმა? რადგან მომიყვნანა კიდევაც დავიბადები, რა იცი შენ გაჩუმდი მაქ!!! -ვაიმე რა ცივიააა. -აი რომ არ გესმის დედა ისევ სავადმყოფოშია შენს გამო, ისევ ნევიულობს, არ დავკარგო ჩემი, ჯერ არ დაბადებული შვილიო. გაჩერდი რაა!!! -კარგი ხო კარგი ცოტას ვიხტუნავბე და დედას არ ვანერვიულებ. -ისე როგორ ფიქრობ აქ ჯობია თუ იქ სადაც მივდივართ? -ყველაფერს თავისი დრო აქვს, ჯერ აქ დედის მუცელში უნდა ჩამოვყალიბდეთ, მერე კი სამყაროს უნდა მოვევლინოთ და ცხოვრება შევიგრძნოთ. -ღმერთო ეს რა ხათაბალაში გამხივე, ჯერ აქ უნდა ვიყო, მერე იქ და მერე ალბათ კიდევ გამიშვებ სადმე. -დიახ, დიახ, ჯერ სიცოცხლე უნდა შევიგრძნოთ რომ იქ წასულებს უფალთან მისასვლელი პირი გვქონდეს. -შენ რა ჭკივანი ხარ! ჩემი ჭკვიანი ძმა. გაიწიე რა ცოტა ადგილი არ მყოფნის. -რა ადგილი არ გყოფნის სულ კუთხეში მიმაგდე და მთელი მუცელი შენ დაიკავე, არც საჭმელს მაჭმევ ნორმალურად, შენ კი ნახე როგორ გასუქდი. -მერე რა მე გოგო ვარ და უნდა დამითმო. -ხო გოგო ხარ და უნდა დაგითმო, მაგრამ პატივისცემაც უნდა იცოდე სხვისი და სიყვარულიც. -რატომ ფიქრობ ეგრე? გგონია არ მიყვარხარ? მიყვარხარ მაგრმა მე გოგო ვარ და ასე მინდა. მინდა - ვმეტიჩრობ... მინდა - ვჭირვეულობ... მინდა - საერთოდ არაფერი მინდა... გაიგე!!! ასე ხან ჩხუბში, ხან კიდევ ფერებაში, გავიდა ცხრა თვე. -დრო მოვიდა სამყაროს უნდა მოვევლინოთ. -ხოდა მე გამიშვი პირველი, მე უნდა წავიდე. -მოიცა რა მე წავლა, გავიგებ იქ რა ხდება და მერე წამოდი შენ. -არა, მე უნდა წავიდე პირველი გამიშვი. -გაჩერდი რაა! არ გესმის დედა როგორ ტირის, მუცელი ტკივა, შენ რომ ასე დახტიხარ, მე ბიჭი ვარ წავალ მოვევლინები სამყაროს, ვანახ იქ რა ხდება, თუ მომეწონა დავრჩები თუ არა და უკან დავბრუნდები და ვიყოთ აქ დედის მუცელში. -კარგი, ხო კარგი, წადი, ამბავი მალე შემატყობინე. -ბიჭია ბიჭი, ორი კილო და სამასი. ახალშობილი მაშინვე დედის მკერდზე დასვევ, ცოტა იტირა და როგორც კი დედის სუნი შეიგრძნო მაშინვე გაიტრუნა და დაიძინა. გოგონამ იცადა, იცადა და მისი ძმა რომ არ დაბრუნდა უკან, მიიღო გადაწყეტილება უნდა დაბადებულიყო. -გოგოა გოგო. სამი კოლო და რვაასი, დაუჩაგრია ძმა, ამას უჭამია ყველაფერი და ძმა მშიერი დაუტოვებია. გოგონამ რაც ძალი და ღონე ჰქონდა იტირა და იტირა, თან თვალებით ძმას ეძებდა, ეჩემებოდა ეს რა მიქენი როგორ მომატყვილე, იქ რაკარგად ვიყავი, როგორც კი გამოვედი მაშინვე შემცივდა და მშიაა. ცოტა ხანში გოგონაც მიასვეს დედას მკერდზე. გაისუსა და რძეს დაეწაფა, ხედავს მისი ძმაც იქ არ არის, თვალებით ეჩხუბება. -რატომ მომატყვილე და უკან არ დაბრუნდი, რა მინდა აქ?! -როგორ თუ რა გინდა ნახე დედა რა ლამაზი, იმაზე ლამზი ვიდრე წარმომედგინა, რა ტკბილი და რა საოცარია. იმას როგორ დაუშვებდი რომ არ შეგეგრძნო ის რასაც დედის სურნელება ჰქვია. -მაგას დედის მუცელშიც კი ვგრძნობდი მე. -ის სხვაა და ეს კიდევ სულ სხვა. აბა დაუკვირდი და შეიგრძენი დედის სითბო. -უფ მართლა რა საოცრებაა დედის სურნელი, მართლა რა კარგია დედა. -აი ხომ გეუბნებოდი, დღეიდან დედა იქნება ჩვენი მფარველი ანგელოზი და მის ფრთებ ქვეში ვიქნებით სულ. მიუხედავად იმისა გავიზრდებით, ზრდასრულები ვიქნებით, დამოუკიდებლად ვიცხოვრებთ, დედა მთელი ხცოვრება ილოცებს ჩვენზე, რომ ცხოვრება განვლოთ. -ჩემი ტკბილი დედიკო, მადლობა უფალო, რომ მომავლინე და დედა გამაცანი. მადლობა რომ უფლება მომეცი, შევიგრძნო სამყარო და ვიქცე ადამიანად.

0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0