x
მეტი
  • 20.01.2019
  • სტატია:85019
  • ვიდეო:335253
  • სურათი:443825
რიჩარდ III -უილიამ შექსპირის პიესა

image


რიჩარდ III არის ისტორიული პიესა, რომელიც დაწერილ იქნა ინგლისელი დრამატურგის, უილიამ შექსპირის მიერ.ნაწარმოები მოგვითხრობს ინგლისის მეფის, პლანტაგენეტების ბოლო წარმომადგენლის, რიჩარდ III-ის სისხლსავსე ცხოვრების ისტორიას. რიჩარდ III ინგლისის ტახტზე ავიდა 1483წ, მისი ძმის ედუარდ IV-ის გარდაცვალების შემდეგ. ყველასათვის ცნობილია, რომ რიჩარდ III-მ მოახდინა ტახტის უზურპაცია. მან ძმისშვილებს წაართვა მეფობის უფლება და სიკვდილით დასაჯა. ასევე რიჩარდ III-ემ დახოცა უამრავი უდანაშაულო ადამიანი, რათა ძალადობა ხელში ჩაეგდო. ჰენრი VI, თავისი ძმისშვილები, მარგარიტა ანჟუელი, საკუთარი ძმა ჯორჯი, ჰერცოგი კლარენსისა შეიწირა იმ სისხლიან ტახტს, რომელზედაც იმეფა 2 წელი. 1485 წლის 22 აგვისტოს ბოსუორტის ბრძოლაში უსახურ, უზურპატორ რიჩარდს ბოლო მოეღო. ამ ნაწარმოებიდან გამოგვაქვს აზრი, რომ ადამიანები ბოროტებად არ იბადებიან ბოროტები ხდებიან. დაცინვის შედეგად, ადამიანს თავში ბოროტი ზრახვები ებადება და გონება უბნელდება, რის გამოც ადამიანი ვერ აანალიზებს თავის ქმედებებს. ნუ დასცინით და ნუ ჩაგრავთ თქვენზე სუსტ ადამიანებს, რათა არ შეუწყოთ ხელი ბოროტებას.

0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ხარაიშვილი
მარიამ ხარაიშვილი
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0