x
მეტი
  • 20.03.2019
  • სტატია:87566
  • ვიდეო:337782
  • სურათი:448920
რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში გრიპით ბოლო 10 წელიწადში?

imageდაავადებათა კონსტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს ბოლო 10 წლის სტატისტიკურ მონაცემებს და თან ასეთი სახის ინფორმაციული ანოტაცია ახლავს.



"გრიპი ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარე დაავადებაა და უმეტესად ახასიათებს სწრაფი გამოჯანმრთელება. მიუხედავად ამისა, ეს გადამდები რესპირატორული დაავადება, რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსით, ზოგჯერ შესაძლოა გახდეს მძიმე დაავადებისა და სიკვდილის მიზეზი. სეზონურმა გრიპმა მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად შესაძლოა გამოიწვიოს 3-5 მილონი მძიმე დაავადების შემთხვევა და 290 000-დან 650 000-მდე სიკვდილი.

არ აგერიოთ ერთმანეთში გრიპი და უბრალო გაციება. გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევაში უყურადღებობას შესაძლოა მოჰყვეს გართულებები და ლეტალური შედეგიც კი, ამიტომ ავადმყოფმა სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს."

image

შემდეგ არის საუბარი ვაქცინაციაზე და პრევენციაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ გრიპის ვირუსისგან, ბოლოს კი გამოქვეყნებულია ბოლო 10 წლის სტატისტიკა:


2009-2010 წლები - დომინანტი ვირუსი H1N1, პიკური მაჩვენებელი 1550, ლეტალური შემთხვევა - 33



2010-2011 წლები - დომინანტი H1N1, პიკური მაჩვენებელი - 1995, ლეტალური შემთხვევა - 53



2011-2012 წლები - დომინანტი H3N2, პიკური მაჩვენებელი - 490, ლეტალური შემთხვევა - 5



2012-2013 წლები - დომინანტი H1N1, პიკური მაჩვენებელი - 384. ლეტალური შემთხვევა - 23



2013-2014 წლები - დომინანტი H3N2, პიკური მაჩვენებელი - 479, ლეტალური შემთხვევა - 9



2014-2015 წლები - დომინანტი B, პიკური მაჩვენებელი - 485, ლეტალური შემთხვევა - 10



2015-2016 წლები - დომინანტი H1N1, პიკური მაჩვენებელი - 357, ლეტალური შემთხვევა - 50



2016-2017 წლები - დომინანტი H3N2, პიკური მაჩვენებელი - 400, ლეტალური შემთხვევა - 6



2017-2018 წლები - დომინანტი B, პიკური მაჩვენებელი - 195, ლეტალური შემთხვევა - 2



2018-2019 წლები - დომინანტი H1N1, პიკური მაჩვენებელი - 276, ლეტალური შემთხვევა - 10.



image

გრიპისმაგვარი დაავადების (ILI) ინციდენტობა (100 000 მოსახლეზე) წლების მიხედვით, 2009-2018

image

მაჩვენებელმა პიკს მიაღწია პანდემიურ (2009-2010) და პოსტ-პანდემიურ (2010-2011) წლებში. დანარჩენ წლებში, ინციდენტობა 450-ს გადასცდა შემდეგ სეზონებზე:

  • 2011-2012 (H3N2);

  • 2013-2014 (H3N2);

  • 2014-2015 წლის სეზონზე (RSV).

მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციების (SARI) მიმართვიანობა (პროცენტული მაჩვენებელი) წლების მიხედვით, 2009-2018

image

გრიპის ქვეტიპები სეზონების მიხედვით (დომინანტი ტიპი/ქვეტიპი ნაჩვენებია მუქ ფრად):

2009-2010 – A (H1N1)

2010-2011 – A (H1N1)

2011-2012 – A (H3N2), A (H1N1), B

2012-2013 – A (H1N1), B

2013-2014 – A (H3N2), B

2014-2015 – A (H3N2), A (H1N1), B

2015-2016 – A (H3N2), A (H1N1), B

2016-2017 – A (H3N2), B

2017-2018 – A (H1N1), B

2018-2019 – A (H1N1), A (H3N2)


1
196
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
196
  
15 იანვარი, 2:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1