x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პროფესორ პერნკოპფის ეშმაკის ატლასი
ექიმებმა მეოცე საუკუნეში წარმოუდგენელი თავისუფლება მიიღეს ადამიანის ორგანიზმის კვლევის სფეროში. ბევრ ქვეყანაში მიცვალებულთა სხეულების გაკვეთა ჩვეულებრივ საქმიანობად ითვლებოდა და აღარც ანატომებს სჯიდნენ ჯადოქრობის და ეშმაკის მსახურების ბრალდებით.

imageროცა ნაცისტი ექიმების შესახებაა საუბარი, პირველ რიგში ყველას მენგელი ახსენდება, რომელსაც სიკვდილის ანგელოზსაც უწოდებდნენ. აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკებში ის არაადამიანურ და საშინელ ექსპარიმენტებს ატარებდა ტყვეებზე. თუმცა, ისტორიამ კიდევ ერთი ასეთი “ანგელოზის" სახელი შემოინახა.

ედუარდ პერნკოპფი ავსტრიაში დაიბადა, სოფლის ექიმის ოჯახში. ბავშვობაში მუსიკით იყო გატაცებული და თავში აზრადაც არ მოსდიოდა, რომ მედიცინას გაჰყოლოდა. ყველაფერი 1903 წელს შეიცვალა, როცა მამამისი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ედუარდი მამას დაჰპირდა, რომ ექიმი გახდებოდა და მართლაც, ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მოეწყო.

პერნკოპფი 9 წლის განმავლობაში სწავლობდა და 1912 წელს თავისი პირველი სამეცნიერო ხარისხი-მედიცინის დოქტორის წოდება მიიღო. 1933 წელს ის ნაცისტური პარტიის რიგებს შეუერთდა და ამ გზით სამედიცინო სკოლის დეკანის წოდებაც მოიპოვა.


ეს მხოლოდ დასაწყისი გახლდათ. 1938 წელს ედუარდმა ერთგულება შეჰფიცა ჰიტლერს და იმ “სწავლულთა " რიგებს შეუერთდა, რომლებიც არიული რასის უპირატესობას ამტკიცებდნენ.

პერნკოპფი უფრო შორს წავიდა, მან ჰიტლერისადმი არალოიალურად განწყობილი კოლეგების სია შეადგინა და მალე ვენის უნივერსიტეტის პროფესორთა 77% ქუჩაში აღმოჩნდა. მათ შორის სამნი-ნობელის პრემიის ლაურეატები.

გარდა კარიერული და პარტიული საქმიანობისა, ედუარდი ერთი რაღაცითაც იყო დაკავებული. საქმე ის გახლდათ, რომ ის სტუდენტობიდა ოცნებობდა წიგნი დაეწერა. ეს უნდა ყოფილიყო სამედიცინო ატლასი, სქემებისა და ილუსტრაციების სრული კომპლექტით. ყველაზე რეალისტური და დეტალური ატლასი.

ამ წიგნზე მუშაობა მან 1933 წელს დაიწყო. მასზე მუშაობის დროს დილის ხუთ საათზე დგებოდა. დეკანის მოვალეობების შესრულება სხვას გადააბარა და დამხმარეებად საუკეთესო სტუდენტები შემოიკრიბა.

imageხელნაწერ ტექსტებს პერნკოპფი თავის მეუღლეს აძლევდა, რომელსაც შესწორებები შეჰქონდა და საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდა. ექიმის ასისტენტები იყვნენ გერმანიისა და ავსტრიის საუკეთესო მხატვრები:ერიხ ლეპირი, ლუდვიგ შროტი, კარლ ენდტრესერი და ფრანც ბატკე.ილუსტრაციების გასაფორმებლად აკვარელის განსაკუთრებული ტექნიკაც კი შეიმუშავეს, რომ ორგანოების ფერები უფრო გამოკვეთილი ყოფილიყო.image1937 წელს ატლასის პირველი ტომი გამოვიდა, 1941-ში კი მეორე. 1943 წლიდან პერნკოპფი ვენის უნივერსიტეტს ხელმძღვანელობდა 2 წლის განმავლობაში. 1945 წელს ის, როგორც ნაცისტები მხარდამჭერი, ამერიკელების მიერ იქნა დატყვევებული.imageგათავისუფლების შემდეგ მან თავისი საქმიანობა გააგრძელა და წიგნის მე-3 ტომი გამოსცა 1953 წელს. წიგნის ბოლო, მეოთხე ტომი პერნკოპფის სიკვდილის შემდეგ, 1960 წელს გამოიცა.


უნდა აღინიშნოს, რომ წიგნის ბოლო ორი ტომი ძალიან განსხვავდებოდა მანამდე გამოცემული ორი ტომისგან.

imageბევრი ამას ილუსტრაციების ცვლილებას უკავშირებდა, მაგრამ ამ კითხვას პასუხი მხოლოდ 1996 წელს გაეცა. ექიმმა ჰოვარდ ისრაელმა, კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, საინტერესო რამ აღმოაჩინა: წიგნის პირველი ტომების შესწავლისას, მან ნაცისტური სიმბოლოები და რუნები აღმოაჩინა, რომლებიც ილუსტრაციებში იყო ჩამალული, მაგრამ წინ კიდევ უფრო საშინელი აღმოჩენა ელოდა.

imageგესტაპოს არქივებში არსებული ფოტოების შესწავლის შედეგად, ისრაელმა აღმოაჩინა, რომ ყველა ის ადამიანი, რომლებიც ატლასის ბოლო ორ გამოცემაში იყვნენ ილუსტრაციებში, საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეები იყვნენ და თავის მოკვეთის შედეგად გარდაიცვალნენ. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო. ჰოვარდმა ნაცისტების დანაშაულის კვლევების ცენტრს მიმართა და საქმეში საუკეთესო ექსპერტები ჩაერთვნენ.

imageკვლევის შედეგები შემაძრწუნებელი იყო. როგორც გაირკვა, ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიურ თეატრში 1938-1945 წლებში 1377 ადამიანი გამოიგზავნა ავსტრიისა თუ გერმანიის ბანაკებიდან. ამ საქმეში ფიგურირებდა ვენის სასამართლოც, რომელიც უნივერსიტეტის გვერდით მდებარეობდა. “მართლმსაჯულების სასახლეში" ნაცისტური რეჟიმის მოწინააღმდეგეების მიმართ დაჩქარებული წესით გამოჰქონდათ განაჩენი-სიკვდილი.

ასევე დაჩქარებული ტემპით ხდებოდა მათი დასჯა. ამ დროს კი, “შავ შესასვლელთან" პერნკოპფის თანაშემწეები იცდიდნენ, მორგის საკაცეებით, რომ სხეული წაეღოთ.

დასჯილთა უმრავლესობას თავი ჰქონდა მოკვეთილი. გილიოტონა, როგორც სწრაფი და ზუსტი საშუალება, ნაცისტებს უფრო უყვარდათ, ვიდრე ფრანგებს.

imageარქივების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ზოგჯერ სიკვდილით დასჯა შეკვეთითაც კი ხდებოდა და ამ შემთხვევაში გილიოტინა შეუჩერებლად მუშაობდა დღის განმავლობაში, გვამები კი ისე, რომ გაციებასაც ვერ ასწრებდნენ, ანატომიურ განყოფილებაში გადაჰქონდათ. ამ საშინელი აღმოჩენით დადგინდა, თუ რატომ იყო ატლასი უზუსტესი, ილუსტრაციები კი რეალისტური. პერნკოპფის ამბიციებს ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


imageვენის სამედიცინო უნივერსიტეტი


ამ აღმოჩენის შემდეგ, საპროტესტო ტალღამ მოიცვა მსოფლიოს სამედიცინო უნივერსიტეტები. სტუდენტები უარს ამბობდნენ ამ წიგნის გამოყენებაზე და სახალხოდ წვავდნენ მას.

სამწუხაროდ, სისხლიანი ისტორია ამით არ დასრულებულა. 1996-98 წლებში, სასწავლო სამეცნიერო საშუალებებს შორის, რომელთაც ვენის უნივერსიტეტის არაერთი თაობა იყენებდა ადამიანის ანატომიის შესასწავლად, აღმოჩენილი იქნა რამდენიმე ადამიანის ნეშტი და ათეულობით ორგანო, რომლებიც პროფესორ პერნკოპფის მიერ გახლდათ საგულდაგულოდ დამუშავებული, სწავლისთვის. ნეშტები და ორგანოები მიწას მიაბარეს და ნახევარი საუკუნის შემდეგ, გესტაპოსა და სიკვდილის ბანაკ მაუთჰაუზენის მსხვერპლებმა სიმშვიდე ჰპოვეს.

image

1
281
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
281
  
0 1 1