x
მეტი
  • 20.01.2019
  • სტატია:85018
  • ვიდეო:335252
  • სურათი:443821
ინგლისის ისტორია ჰენრი VI-დან ჰენრი VII

image
v ჰენრი 6 გახლდათ ლანკასტერი მეფე, რომელმაც ცოლად შეირთო საფრანგეთის ჰერცოგინა მარგარიტა ანჟუელი. მათ ჰყავდათ ვაჟი სახელად ედუარდი. ლანკასტერების მმართველობა დიდი ხნით არ გაგრძელებულა და მათ მმართველობას ჩრდილი ჩამოეფარა. იორკების წარმომადგენელმა ედუარდ პლანტაგენეტმა გაიმარჯვა ვარდების ომში ლანკასტერების წინააღმდეგ. v ედუარდი გამეფდა, როგორც ედუარდ 4-ე. მისი ბიძაშვილი, რიჩარდ ნევილი, გრაფი ვვორვიკი. რიჩარდი იყო მეფეების გამმეფებელი და სწორედ მან გაამეფა ედუარდი. ნევილს ჰყავდა ორი ქალიშვილი: იზაბელა და ანა. მან ძალიან მალე ინანა, რომ გაამეფა ედუარდი, რადგანაც მას თავდავიწყებით შეუყვარდა გლეხის ასული, ელისაბედ ვუდვილი. იგი გახლდათ რივერსის ოჯახიდან. ედუარდი მზად იყო ცოლად შეერთო ვუდვილი და უარს ამბობდა ევროპის პრინცესებზე. თავად ელისაბედ ვუდვილს კი ძალიან საინტერესო ისტორია ჰქონდა. მას უწინ ქმარი ჰყავდა, რომელიც ვარდების ომში დაიღუპა და მისგან ორი ვაჟი დარჩენოდა. იმ დროს მოგეხსენებათ ჯადოქრობა აკრძალული იყო. ელისაბედი ხალხის თვალში ალქაჯი იყო, რომელმაც თავი შეაყვარა მეფეს. ელისაბედმა და ედუარდმა საიდუმლოდ იქორწინეს და ამიტომაც თვლიდნენ მათ ქორწინებას არა კანონიერს. ელისაბედი დედოფლად იკურთხა უესტმინსტერის სააბატოში. ამან კიდევ უფრო მეტად განარისხა მისი მტრები, ნევილები. მეფე ედუარდს ჰყავდა 2 ძმა : ჯორჯი და რიჩარდი. ვვორვიკს ძალიან უნდოდა ჩამოეგდო ედუარდი ტახტიდან და მის ნაცვლად ჯორჯი გაემეფებინა. ნევილმა ჯორჯი და მისი უფროსი ქალიშვილი იზაბელა შეაუღლა და საფრანგეთისაკენ გაეშურნენ რათა საფრანგეთის მეფისგან შველა ეთხოვათ და ჯორჯი გაემეფებინათ მაგრამ გრაფ ვვორვიკს ეს ყველაფერი წყალში ჩაუვარდა და ინგლისში დაბრუნდნენ. ედუარდმა ისინი დაინდო და აპატია უღირსი საქციელი, მაგრამ ვვორვიკი ვერ ისვენებდა და მალე გადაწყვიტა, რომ თავისი უმცროსი ქალიშვილი ანა, მიეთხოვებინა ლანკასტერების მემკვიდრეს ედუარდს და იორკთა დინასტიის წინააღმდეგ აღიძვრნენ. მაგრამ ამ ბრძოლაში ვვორვიკი მოკვდა და ედუარდ ლანკასტერიც. დაქვრივებული ანა ნევილი ცოლად მოიყვანა რიჩარდ პლანტაგენეტმა, მეფე ედუარდის ძმამ. მეფემ თავისი ძმები დააწინაურა და ჯორჯი გახდა ჰერცოგი კლარენსისა, ხოლო რიჩარდი კი გრაფი გლოსტერი . მეფე ედუარდს სურდა დაეპყრო საფრანგეთის ტერიტორიები და ემზადებოდა ლაშქრობისთვის, თუმცა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მშვიდობისაკენ მიდრეკილი პიროვნება იყო და ზავი გამოაცხადა. ედუარდი ზავს დათანხმდა მაგრამ თუ სანაცვლოდ ის ტერიტორიებს დათმობდა. ამ ამბავმა ძალიან განარისხა ჯორჯი იმიტომ, რომ მას მეფობის იმედი ჰქონდა საფრანგეთის ტერიტორიებზე. და მან საიდუმლო ზავი დადო საფრანგეთთან სადაც მოხსენიებულია, რომ ის მეფეს ტერიტორიებს დაუბრუნებდა და სანაცვლოდ მეფეს ევალებოდა, რომ ჯარს გამოაგზავნიდა და ჯორჯს გაამეფებდა ინგლისის მეფედ. ჯორჯის ღალატი მალე გამოაშკავდა და პარლამენტისა და მეფის გადაწყვეტილებით, ჯორჯს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს .მალე მეფე ედუარდი მოკვდება და მეფე თავის ადგილას თავის ვაჟს, ედუარდს დანიშნავს და მის ლორდ პროტექტორად რიჩარდი, მისი უმცროსი ძმა. მალე ედუარდიც გამეფდა, როგორც ედუარდ 5-ე. მაგრამ მისმა გამეფებამ აურზაური გამოიწვია და ტახტზე ავიდა რიჩარდ პლანტაგენეტი და მისი ცოლი ანა ნევილი დედოფალი გახდა. ისტორიკოსებმა არ იციან სიმართლეა თუ არა, რომ რიჩარდმა მოკლა ედუარდ 4-ის ვაჟები ტაუერში რათა თვითონ გამეფებულიყო მაგრამ, სიმართლე არავინ იცის. ბევრი ვარაუდობს, რომ იორკების ძენი ჰენრი 7-ის დედამ მარგარიტა ბოფორტმა მოკლა . სამწუხაროდ სიმართლე არავინ იცის. რიჩარდისა და ანას მმართველობას ბევრი იწუნებდა. რიჩარდს ახალი მტრები გაუჩნდა ლედი ბოფორტისა და ლორდ სტენლის სახით. დედოფალი ანა მოკვდა და დაიწყო ეგრედწოდებული ბოსუორტის ბრძოლა რიჩარდ 3-ისა და ჰენრი 7-ეს შორის. ბრძოლაში გაიმარჯვა ჰენრი 7-მ

0
19
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ხარაიშვილი
მარიამ ხარაიშვილი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0