x
მეტი
  • 20.01.2019
  • სტატია:85021
  • ვიდეო:335253
  • სურათი:443829
საქართველო სხვადასხვა იდეოლოგიებით

imageსაქართველოში ბევრს შეგვინიშნავს თბილისში - ფაშისტების მსვლელობა, გორში - სტალინელ კომუნისტების, ცალკე ქართული მარში და ეკლესიური მართვის (თეოკრატიის) მომხრეები. ვისთვის საბედნიეროდ და ვისთვის სავალალოთ, ეს ჯგუფები და ორგანიზაციები უმცირესობაშ არიან. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რა მოხდება თუ საქართველოში გაიმარჯვა; 1-ლი ფაშიზმ-ნაციზმმა, მე-2 კომუნიზმმა, მე-3 თეოკრატიამ, მე-4 პარტია ცენტრისტებმა (ყველაზე უკიდურესი შემთხვევა)

გაფრთხილებთ! ეს არის ჩემი გადმოსახედიდან რაც შეიძლება მოხდეს, მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი ზუსტად ესე მოხდება.

1-ლი საქართველოში გაიმარჯვეს ფაშისტებმა

იტალიური,  გერმანული და ქართული ფაშიზმისაქართველოში ფაშისტებმა, რომ გაიმარჯვონ პირველ რიგში, რაც მათივე მოთხოვნებიდან ისმის, აუცილებლად დადგება ტოტალიტარული რეჟიმი, სამხედრო დიქტატურა. დაიწყება უცხო ეროვნებების დევნა საქართველოდან, განსაკუთრებით თურქების, აზერების და სომხების. დაიწყება ეკონომიკის ვარდნა, გაუფასურდება ლარი, მაგრამ ამს ჩვენ ვერ გავიგებთ, რადგან მედიას სრულად გააკონტროლოებს სპეციალური, პროპაგანდის სამინისტრო. ეკონომიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად, ფაშისტური მთავრობა დაიწყებს დიდი რაოდენობით ფულის ბეჭდვას, რაც გამოიწვევს ინფლაციას და გაკოტრდება ყველა სამთავრობო დაწესებულება. ხალხი კი დიდ შიმშილში იქნება, მაგრამ ხმას ვერავინ ამოიღებს. გაუქმდება ინტერნეტი და ჩაიკეტება საზღვრები, გაუქმდება ყველა უცოური ფონდი (ღია საზოგადოება საქართველო, იუესედი და ა.შ) რომელიც მოღვაწეობს საქართველოში რადგან ფაშისტები საკუთარ ერს "გაუფრთხილდნენ" უცხოური ზეგავლენისაგან. სასტიკად დასჯილნი იქნებიან ყველა ლიბერალები, დემოკრატები და მოხდება ყველა ოპოზიციური პარტიის ფიზიკური ლიკვიდაცია. ტელევიზორში გაუქმდება ყველა ტელეარხი და შეიქმნება მხოლოდ ერთი სამთავრობო ტელარხი სადაც მუდმივად მთავრობის პროპაგანდა გავა. შეიქმნება სს-ის და გესტაპოს მსგავსი სამსახურები. ფაშისტურმა რეჟიმმა საქართველოში შეიძლება მხოლოდ 8-10 წელი იარსებოს, ბოლოს კი რუსეთი აიღებს ჩვენზე პროტექტორატს და არგუმენტად კი ფაშისტურ რეჟიმს დაასახელებს, ხოლო თავის თავს რეგიონში მშვიდობისმყოფელად გამოიყვანს და მისი სამხედრო ბაზები კიდევ დიდი ხნის განმავლობაშ დარჩება ჩვენთან.

მე-2 საქართველოში გაიმარჯვეს კომუნისტებმა

კომუნიზმის გამარჯვების შემთხვევაში დამყარდება სამხედრო დიქტატურა. სტალინი შეირაცხება როგორც ზეკაცი და ყველა ოთახსა და კაბინეტში დაიკიდება მისი სურათი. რა თქმა უნდა შეიქმნება საქართველოს კომუნისტური პარტია ანუ საქკომპა. imageეს ჩემი შემუშავებული ემბლემაა, ავიღე ნამგალი და ურო როგორც სოციალიზმის ამსახველი ორი განუყოფელი ნიშანი და ავიღე ვაზი რომელიც ადრე კომუნისტური საქართველოს გერბზე იყო. ეს ყველაფერი კი გავაერთიანე ჩრდ. კორეის კომუნისტური მთავრობის გერბზე. შესაძლებელია ასეთი იყოს თანამედროვე კომუნისტური პარტიის ლოგო.

ეჭვიც არ შეგვეპაროს პირველივე თვიდან დაიწყება კოლექტიური მეურნეობების ანუ კოლმეურნეობების შექმნა. მოხდება ურბანიზაციის ძალდატანებითი შემცირება ანუ სახელმწიფოში ძალით ერთი ადგილიდან მეორეში გადასახლება. კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ კი ვინც წავა ყველას მიესაჯება სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა. დაწესდება ცენზურა ყველა გაზეთსა და ტელევიზიაზე. ამავდროულად ყველა გაკონტროლდება მთავრობის მიერ. რა თქმა უნდა გაუქმდება ინტერნეტი, როგორც ყველა სოციალისტურ და კომუნისტურ სახელმწიფოებში რათა უცხოურმა ქვეყნებმა გონება არ "მოუწამლოს" კომუნისტ მოქალაქეს. გაყალბდება ისტორია, რუსეთი გამოვა როგორც მეგობარი რომელმაც ყველაფრისგან გადაგვარჩინა და ამერიკა და დავლეთ ევროპა როგორც მოსისხლე მტრები. საპასუხოდ მოხდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. საბოლოოდ კომუნისტურმა რეჟიმმა შეიძლება იარსებოს 55-60 წელი ხოლო შემდეგ კი რევოლუციამ გადააგდოს.

მე-3 საქართველოში გაიმარჯვეს თეოკრატებმა

დამყარდება სასულიერო მმართველობა და ეკლესია "ცოდვილებისაგან" განსაწმენდად შემოიღებს სიკვდილით დასჯას. შეიქმნება თეოკრატთა პარტიაც.

imageესეც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. როგორც ზემოთ ვახსენე თეოკრატთა პარტიის (გამოგონილი) ლოგო

დაიწყება სხვადასხვა რელიგიების ხალხის მიმართ დევნა, რაც უფლის სახელით გაკეთდება. გაჩნდება დისკრიმინაცია. ქალებს აეკრძალებათ სხვადასხვა ტანსაცმელის ჩაცმა და მათ მოუწევთ ისე ჩაცმა, როგორც დედაოებს აცვიათ. ანუ შავებში (თავიდან ფეხებამდე). დაწესდება ცენზურა ტელევიზიებშ, გაზეთებში. გაუქმდება ინტერნეტი, როგორც უხამსობისა და უცენზურობის წყარო. აიკრძალება ყველა პოლიტიკური პარტია და ევროპის ან ამერიკის პროპაგანდა.

მე-4 საქართველოში გაიმარჯვეს "ცენტრისტებმა"

ახლა როდესაც მოუსმინეთ "ცენტრისტების" წინასაარჩევნო კლიპს იმედია მიხვდით თუ რა მოუვა საქართველოს იმ შემთხვევაში თუ ამათ გაიმარჯვეს. მოხდება რუსული ოცნების ასრულება "გრუზია ბეზ გრუზინავ"

წერს ერთ-ერთი ბლოგერი

5
133
შეფასება არ არის
ავტორი:ქიმიკოსი
ქიმიკოსი
133
  
13 იანვარი, 13:59
ასე კიდევ შეიძლება D არ გეწყინოს ;)
13 იანვარი, 0:35
გაიმარჯვეს ,,თეოკრატებმა,,....შემოიღებენ სიკვდილით დასჯას?????.......მართლა ყლე რომ ხარ ყველას კი არ უნდა გააგებინო.....
საინტერესოა. იმედია აქ ჩამოთვლილთაგან საქართველოშ არც ერთი არ გაიდგამს ფეხს
12 იანვარი, 18:03
ჩემო კარგო, მე ვნახე სხვადასხვა იდეოლოგიებიდან https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94_%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%98 , https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90 , https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98 და ამისდა მიხედვით გამოვიტანე დასკვნა თუ როგორ შეიძლება წარმართულიყო ამ იდეოლოგიების განვითარება საქართველოში.
12 იანვარი, 17:41
ცოტა ზედმეტი წარმოდგენა ხომ არა გაქვს შენს თავზე?...
0 1 5