x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
5 საიდუმლოებით მოცული საგანძური, რომელიც დღემდე არ არის ნაპოვნი
image



ძვირფასეულობა ბიბლიიდან, ინგლისის ხაზინა და სამი სხვა ცნობილი საგანძური არ ასვენებს არქეოლოგებს და უბრალო ავანტიურისტებს, რადგან ისინი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი.

!. გამოცხადების კიდობანის საგანძური ნახსენებია ბიბლიაში - ეს არის ებრაული ხალხის უდიდესი სიწმინდე. როგორც ჩანს, ამ ყუთში პაქტის ქვის ტაბლეტები ათი მცნება ინახება. გარდა ამისა, იქ ინახება ღვთის სახელი, რაც დღემდე ჯერ კიდევ უცნობია. ღვთის სახელს იუდაიზმში ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.


image


კიდობანი აკაციის ხისგან არის დამზადებული - ეს ხე წითელი ზღვის გარშემო ფართოდ არის გავრცელებული. მაგრამ ყუთის სახურავი ოქროთი იყო დამზადებული. ლეგენდის მიხედვით, მისი სისქე - ოთხი თითის სისქეა. კიდობანი ჩვენს ერამდე 607 წელს გაქრა. ის ბაბილონელებმა ჩაიგდეს ხელში და დღემდე უცნობია ის ადგილი, სადაც დამალეს. ეს არის მთავარი მსოფლიო საგანძური. კიდობნის ძიება კვლავ გრძელდება.

@. იოან ლაკლანდის განძი. ამ სიმდიდრის პოვნის შანსები, ალბათ, ყველაზე დიდია.

ეს იყო ინგლისის მეფე, რომელიც მე -12 საუკუნეში მართავდა ქვეყანას. მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სულელი მეფეა, რომელმაც დაკარგა ყველაფერი.

მას ჰქონდა შესანიშნავი გენეტიკა - ის იყო რიჩარდ ლომგულის ძმა, რომელსაც პატივს სცემდნენ. მაგრამ ეს არ უშლიდა ხელს მას ინტრიგები ეხლართა ძმის წინააღმდეგ, როდესაც რიჩარდ ლომგული ჯვაროსნების ომში წავიდა.


image


იოან ლაკლანდი გახდა ინგლისის მეფე, ნახევარი მიწები საფრანგეთთან და ნახევარი ინგლისურ ბარონებთან ბრძოლაში დაკარგა. ამის შემდეგ, სამხედრო წარუმატებლობისთვის იონეს მეტსახელად რბილი ხმალი შეარქვეს.

მეფე ბრძოლაში უკან დახევისას იძულებული გახდა დაეტოვებინა მთელი სახაზინო განძი ჭაობიან ადგილას, ხაზინის ოქრო და ძვირფასი ქვები ჭაობში დაიკარგა.

ისტორიკოსები და ავანტიურები დღმდე ეძებენ იმ ადგილებში განძს, მაგრამ დღემდე კვალს ვერ მიაკვლიეს.


3. ხანის ოქროს ცხენები ერთადერთი რუსული საგანძურია. ხანს გარდაეცვალა საყვარელი არაბული ცხენი და მან გადაწყვიტა შეექმნა მისი ასლი ოქროს სახით. მთელი შეგროვებული წლის ხარკი ყვითელ ძვირფასი ლითონში გადაიხადა, კიევიდან გამოცდილი ოსტატი მოიწვიეს და მან 15 ტონიანი ქანდაკება გააკეთა! ერთი წლის შემდეგ, აშენდა მეორე ასეთი ასლი, ასევე, დამზადებული ოქროთი. ეს ოქროს ცხენები დედაქალაქის შესასვლელს ამშვენებდნენ.image

იმ დროს დედაქალაქი იყო სარაი-ბერკე, რომელიც მდებარეობს ვოლგოგრადის რეგიონის ტერიტორიაზე. ოქროს ცხენის აღწერა რამდენიმე ძველ ხელნაწერში შემორჩა, მაგრამ ქანდაკებები გაქრა. არქეოლოგებმა მიიჩნიეს, რომ ცხენები ერთერთ ერთერთ ყორღანშია დაკრძალული მონღოლეთში, რომელიც სარაი-ბათუს ნაშთებთან ახლოს მდებარეობს.


4. აცტეკების საგანძური. აცტეკი - ინდიელთა უმდიდრესი იმპერია, რომელიც თანამედროვე მექსიკაში მდებარეობდა. მათ დაიპყრეს ყველა მიმდებარე ქვეყანა, მათ მფლობელობაში იყო უამრავი ოქრო და ძვირფასეული ქვები. წლების მანძილზე მათ უამრავი სიმდიდრე დააგროვეს.


image

თავდაპირველად აცტეკის მმართველს მონტესუმას უნდოდა მცირე ნაწილი გამოეყენებინა ესპანელებისგან გამოსასყიდად. მაგრამ შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იყო - ესპანელებს დიდი მადა აღმოაჩნდათ და ომი გაგრძელდა.

ბრძოლის წინა დღეს მონტესუმამ მოახერხა საგანძურით დატვირთული ქარავანი გაეგზავნა მთისკენ - მექსიკის ჩრდილოეთით. ადგილობრივი ინდიელები მოგვიანებით ამბობდნენ, რომ მათ დაინახეს ქარავანი ასობით მებრძოლებით, რომლებიც მთაში მიდიოდნენ. მაგრამ უკან არავინ დაბრუნებულა.

ქარავნის ბედი უცნობია, ესპანელებმა, ასევე, ვერ მოახერხეს ინფორმაცია მიეღოთ მონტესუმასაგან და მისი ქვეშერდომებისგან.


5. ტამპლიერების საგანძური. ტამპლიერთა რაინდების უამრავ სიმდიდრეზე უამრავი ლეგენდები იწერებოდა.


image

საიდან მოდის ეს ხმები ტამპლიერების სიმდიდრეზე? ტამპლიერები, ზოგადად, ძალიან მოკრძალებულად ჩაცმული იყვნენ. ფაქტია, რომ ტამპლიერებმა დააფინანსეს გოთური ტაძრების მშენებლობა ევროპის მასშტაბით. გოთური ტაძრების უზარმაზარი არქიტექტურული კომპლექსი ორიგინალურია ლამაზი დიზაინით, დეკორაციით. გოთური ტაძრების ხარჯების ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნივთები - ვიტრაჟებია, რომელთაგან თითოეულის ღირებულება, დიდი სავაჭრო სახლის ღირებულების ტოლფასია. ეს ძალზედ ძვირფასო სიამოვნებაა, მეფეებსა და ჰერცოგებს არ ჰქონდათ საკმარისი ფული ამის ასაშენებლად, ხოლო, ტამპლიერებს საიდან ქონდათ, დღმდე უცნობია.


image


ტამპლიერი რაინდების დამარცხების შემდეგ საგანძური ვერ მოიძებნა. ბრალდებულებმა რაინდებმაც არ გაამხილეს საიდუმლო. აქედან გამომდინარე, ისტორიკოსებს ჯერ კიდევ აინტერესებს - საიდან ქონდათ ტამპლიერებს ფული და სად გაქრა იგი?



0
434
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0