x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბედნიერება მარტო ფულში არ მოიპოვება-ისტორია,რომელსაც მთელ ამერიკაში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა
image

ამერიკელმა ჯეკი უიტაკერმა 2002 წელს ლატარეა Powerball-ში 314 მილიონი დოლარი, მაგრამ დიდმა ფულმა არა მარტო ჯეკიც ცხოვრება დაანგრია, არამედ დააზარალა ლატარიის ბილეთების გამყიდველი ქალიც, თუმცა შემდეგ დატრიალდა ტრაგედიები, რამაც ყველა უსიამოვნობა ერთბაშად გადაფარა.


ჯეკი უიტაკერის ისტორია "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა და მაშინვე უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა მკითხველების მხრიდან, როგორც ირკვევა, ბედნიერება მარტო ფულში არ დევს.


39 წლის ბრენდა ბენზინგასამართი სადგურის სიახლოვეს პატარა მაღაზია C&L Super Serve-ში მუშაობდა, ახალგაზრდა ქალს არც საკუთარი ბინა ჰქონდა, არც ავტომობილი და საათში 6 დოლარი ხელფასით არც ზღაპრული შობა-ახალი წელი ელოდა წინ.



ბრენდას ერთ-ერთი მუდმივი კლიენტი იყო შუახნის მამაკაცი კოვბოური ქუდით, რომელიც მუდამ ხუმრობით ესაუბრებოდა ბრენდას, არა და მისი სახელიც კი არ იცოდა.

იმ დღესაც შეიარა მაღაზიაში ჯეკი უიტაკერმა, იყიდა ბუტერბროდი და ლატარიის ბილეთი, სულ მალე 2002 წლის შობა ახლოვდებოდა.


შობის წინა საღამოს ჯეკმა ტელევიზორი ჩართო, გამოაცხადეს ნომრები, ხუთიდან ოთხი დაემთხვა, მამაკაცს ძალზე გაეხარდა, მოგებული თანხა ნამდვილად სოლიდური იქნებოდა.

image

დილით ჯეკი ჩვეულებრივ ადგა და სამსახურში წასასვლელად მოემზადა, უკვე 14 წელია მშენებლობაზე მუშაობდა და არც თუ ურიგო ცხოვრება მოიწყო:ოჯახი, აგურის კერძო სახლი, წყალსადენის მილების ფირმა სადაც 100 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული.


სამუშაოზე წასვლის წინ ტელევიზორი ჩართო, ეკრანიდან დიქტორი ამბობდა, რომ მომგებიანი ბილეთი მაღაზია C&L Super Serve-ში იყიდა ბედნიერმა მფლობელმა, გაუკვირდა, "უცნაურია როგორ დაემთხვა ასე, რომ ორი მომგებიანი ბილეთი ერთ პატარა მაღაზიაში გაიყიდა?", თუმცა მალე ყველაფერი გაირკვა, წინა საღამოს დიქტორმა ერთი ნომერი შეცდომით გამოაცხადა, ჯეკმა 5-ივე ნომერი გამოიცნო და 314 მილიონი დოლარი მოიგო.


გზად ბრენდასთან მაღაზიაში შეიარა და ახალგაზრდა ქალს 100 დოლარიანი კუპიურა გაუწოდა და უთხრა ეს ჩემგან:


"მან 100 დოლარი გამომიწოდა-იხსენებს ბრენდა-"მე უარზე ვიყავი, ო არა, არა, არ ავიღებ" მან კი მიპასუხა: "კარგით რა, აიღეთ".


აი, მერე დავიდა ჩემამდე:

"მოიგეთ?"

ჯეკმა თავი დამიქნია და გაიღიმა."


image

მოვა დრო და დასავლეთ ვირჯინიის მაცხოვრებლები ჯეკის მოგების ისტორიას ტანში ჟრუანტელის დავლით გაიხსენებენ, მანამდე კი ყველა იმ საშობაო სასწაულზე ლაპარაკობდა.


ჯეკმა გადაწყვიტა თანხა ნაწილ-ნაწილ კი არა, ერთბაშად გამოეტანა, საბოლოოდ პროცენტების ჩამოჭრის და საშემოსავლოს გადახდის შემდეგ ხელზე დარჩა 113 მილიონი დოლარი.


შობის შემდეგ მე-5 დღეს ახალი წლის წინადღეს ახალგამომცხვარი მილიონერი შევიდა სტრიპტიზ-ბარში "ვარდისფერი პონი" და დახლზე 50 000 დოლარი დააგდო.


"საღეჭი რეზინა გადამეყლაპა-იხსნებს ბარის მენეჯერი მაიკლ დანი-ასეთი ფულის გამომზეურება იყო სიბრიყვე, ამ სამყაროში არიან ადამიანები, რომლებიც 5 დოლარის გამო თავში რაღაცას ჩაგცხებენ..ამის გარდა მართლაც კოშმარი იქნებოდა, შემდეგ დაეწერათ გაზეთში, რომ ჯეკი "ვარდისფერ პონში" ერთობოდა, მე ვუთხარი-მოაშორეთ ეგ!"


ჯეკმა ფული ჩაიდო, მაგრამ ისე დათვრა ბარში, რომ შემდეგ მანქანის მართვაც კი ვერ შეძლო.

შტატის ყველა მაცხოვრებელს საკუთარი აზრი ჰქონდა როგორ უნდა დაეხარჯა მოგებული ფული ჯეკს:მაგალითად ბიბლიოთეკას ახალი სახურავი სჭირდებოდა, მაწანწალა კატებს სტერილიზაცია ან შტატის ყოველ ბავშვს გასაფერადებელი წიგნი საჩუქრად.


ჯეკი მართლაც ამბობდა, რომ აპირებს მოგებული თანხის დიდი ნაწილი ხალხს დაურიგოს, თუმცა ბევრმა ეს პირდაპირ გაიგო და ჯეკს S&L Super Serve-ს მაღაზიასთან უსაფრდებოდნენ, დაინახავდნენ თუ არა მივარდებოდნენ და თავხედურად ფულს სთხოვდენ:'ეი მომე რა ფული, სამუშაო მინდა დავიწყო", ვიღაცას კიბო ჰქონდა, ვირაცას ბავშვი ჰყავდა ცუდად და ა.შ.


ამის შემდეგ ჯეკმა გადაწყვიტა ბრენდას მაღაზიაში აღარ ეყიდა ბუტერბროდები, თუმცა ჯეკის ამჯერად უკვე სახლში აკითხავდნენ და ფულს სთხოვდნენ, მეტიც ემუქრებოდნენ კიდეც.


"არ ვიცი ჩემი ცხოვრება ოდესემ გახდება ისევ ნორმალური?"-დაიჩივლა ჯეკმა მაშინ ერთ-ერთ რეპორტიორთან.


რახან ბრენდა ვახსენეთ, არ გეგონოთ რომ ჯეკმა დაივიწყა ახალგაზრდა ქალი, რომლისგანაც ბედნიერი ბილეთი შეიძინა, უყიდა მანქანა, ბინა 123 ათას დოლარად და კიდევ პირად ანგარიშზე 44 000 დოლარი ჩაურიცხა.


"ეს იყო დიდი სიხარული"-იხენებს ბრენდა, რომელიც გაიზარდა მრავალშვილიან ოჯახში სადაც შვიდი სული იზრდებოდა და სოციალურ კმაყოფაზე იყო.


თუმცა ეს ყველაფერი ბრენდას ჩაშხამდა, ბრენდას ქალიშვილმა დაინახა, რა დედა გამდიდრდა, მოთხოვა ტრაილერი და ახალი მანქანა, ბრენდამ უყიდა.


ფული სთხოვეს ნათესავებმაც, საქმე იქამდე მივიდა, რომ ბრენდა და მისი და ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენ.


ჯეკსაც მოსვენება არ ჰქონდა, მოდიოდა უამრავი წერილები ფულის თხოვნით, ბოლოს იძულებული გახდა აეყვანა სამი კერძო დეტექტივი, დაედგინათ მართლა ჰყავდათ თუ არა ავადმყოფი ბავშვები, ვინც ფულს ითხოვდა.


ბოლო-ბოლო ჯეკი იძულებილი გახდა სახლში აღარ გაეთენებინა.


შემდეგ ქალაქ კრონს-ლეინსის კაზინოში მოხდა ინციდენტი, რის გამოც ჯეკ უიტეკერი დააკავეს, ჯეკი ავტომატებზე თამაშობდა რა დროსაც ერთ-ერთ თანამშრომელს მკერდზე ხელი წაავლო და გახდა დაუპირა, ხოლო მეორეს უკანალზე წაავლო ხელი.


ჯეკი "ვარდისფერი პონის" მუდმივი კლიენტიც გახდა, ბევრმა ფულმა მისი ხასიათი სრულად შეცვალა, კლუბის თანამშრომლებმა ისიც შეატყვეს, რომ ჯეკი ხშირად მოუვლელი, მაწანწალასავით ჩაცმული მოდიოდა ბარში, გაქუცული ხალათით, ჭუჭყიანი ქუდით და წვერგაუპარსავი, თუ თავიდან ამბობდა " მე მოვიგე ბევრი ფული და მომილოცეთ", შემდეგ დროთა განმავლობაში ბარში შესული ღრიალებდა:" იმას გააკეთებთ რასაც მე გიბრძანებთ!, მე უფრო მეტი ფული მაქვს, ვიდრე უფალ ღმერთს!"


ერთხელაც ჯეკი შევიდა ბარში და დაიკვეხნა, რომ მანქანაში, პორტფელში ნახევარი მილიონი დოლარი უდევს, საქმე ისე წავიდა, რომ ბარის ერთ-ერთმა თანამშრომელმა და მისმა ბოიფრენდმა ჯეკი დააძინეს და პორტფელი მოპარეს, ფული იქვე ნაგვის ურნის უკან გადამალეს.


ჯეკი როცა გამოფხიზლდა აღმოაჩინა, რომ ფული აღარ იყო ადგილზე, პოლიციას გამოუძახა, ფული იპოვეს, ხოლო მისტი დოულ არნოლდი და მისი ბოიფრენდი, მენეჯერის ასისტენტი ჯეფი კეპლინგერი დააკავეს, ამ ინციდენტმა პრესის და ტელევიზიის ყურადღება მიიქცია, ტელეკამერებმა დააფიქსირეს "ვარდისფერი პონის" წინ ბორდიურზე ჩამომჯდარი მთვრალი ჯეკი.ერთ-ერთმა ტაბლოიდმა ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია:"უსიამოვნობა, გამოწვეული ლოტოსგან"


ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ "ვარდისფერ პონს' ჩამოართვეს ლიცენზია სპირტიან სამელებზე, რის გამოც 40 ადამიანი უმუშევარი დარჩა.


როდესაც ჯეკმა უარი განაცხადა ქალაქ ნიტროსთვის 10 000 დოლარი ჩაერიცხა იმისთვის, რომ ინვალიდი-ბავშვებისთვის აქვა-პარკი გაეკეთებინათ, ხალხი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ჯეკს სტრიპტიზიორები უფრო აინტერესებდა, ვიდრე ქველმოქმედება და ინვალიდი-ბავშვები.


2003 წელს ჯეკი უიტეკერის ფონდმა მოღვაწეობა შეწყვიტა.


მოგების პირველ წელს ჯეკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 45 მილიონი დახარჯა "უძრავი ქონების შეძენაზე და წარმოების გაფართოვებაზე და 14 მილიონი ქველმოქმედებაზე", მართლაც მისი ფირმის საქმიანობა წინ ვერ წავიდა, არა და ჯეკმა სამჯერ გაზარდა კადრები.


ჯეკის შვილიშვილი 16 წლის ბრენდა პაპისგან ყოველდღიურად იღებდა 5000 დოლარიან ჩეკს, ეს ყველაფერი კი ტრაგედიით დამთავრდა, გოგონამ ნარკოტიკების მიღება დაიწყო, მეტიც გოგონას სამმა მეგობარმა ჯეკი გაძარაცვეს, რის გამოც ციხეში ჩასვეს.ჯეკმა ეზოში მდგარ ავტომობილში 100 000 დოლარი დატოვა, რომელიც ბრენდას მეგობრებმა მოიპარეს.


9 დეკემბერს ბრენდა დაიკარგა, სწორედ ამ დროს ჯეკის ცოლმა და ბრენდას ბებიამ ჯუელმა წამოიყვირა:"ნეტა დამეხია ის დაწყევლილი ბილეთი".

image

17 წლის ბრენდას გვამი პოლიციამ 2004 წლის 20 დეკემბერს აღმოაჩინა დაჟანგულ ფურგონში სადაც პლასტიკის ტენტში იყო გახვეულიეს მეორე მსხვერპლი იყო“მანამდე 2004 წლის 16 სექტემბერს ნარკოტიკებმა შეიწირა ბრენდას უახლოესი მეგობარი 18 წლის ჯესი ტრიპლი.

image

შემდეგ ჯეკი იუტაკერი ამტკიცებდა, რომ 11 სექტემბერს მის სახლში ქურდები შეიჭრნენ და მთლიანად გაძარაცვეს.


2009 წლის 5 ივლისს პოლიციამ აღმოაჩინა ჯეკის ქალიშვილის და ბრენდას დედის, 42 წლის ბრეგ უიტაკერის გვამი.მისი გარდაცვალების მიზეზად უბედური შემთხვევა დასახელდა.

image

2016 წლის 2 დეკემბერს დილით 7 საათზე სახანძროში შევიდა შეტყობინება, ბლენდის ოლქში, (შტატი ვირჯინია) ჯეკი უიტაკერის სახლი იწვოდა,

სახლი მთლიანად დაიწვა, თუმცა არავინ დაზარალდა(სახლში უიტიკერის ცოლი იყო) ჯეკის სახლი დაზღვეული არ იყო.

image


და ბოლოს...რაც შეეხება ბრენდას, რომელმაც ბედნიერი ბილეთი მიყიდა ჯეკს...ბრენდას ახალ სახლში მეზობელმა დაიწყო ჩივილი, რომ მისი ბოიფრენდი სექსუალური მოძალადეა(ციხეში სასჯელს იხდიდა) და რომ გამოვა არ სურთ ასეთ მეზობელთან ერთად ცხოვრება, ...ბრენდა მეზობელს უხსნიდა, რომ ყველა შეიძლება ერთხელ ცხოვრებაში შეცდეს, თუმცა უშედეგოდ, მას სხვა მეზობლებიც აუჯანყა, ბრენდმ საბოლოოდ ბინა გაყიდა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად.





0
161
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0