x
მეტი
  • 20.01.2019
  • სტატია:85019
  • ვიდეო:335252
  • სურათი:443821
"საუკეთესო ათეული გვეყოლება და ევროვიზიაზე საუკეთესო წავა!" - "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის წევრი პროექტის დეტალებზე

image


თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი "ევ­რო­პის მა­უ­წყე­ბელ­თა კავ­ში­რის" მე­დი­ა­მარ­თვის კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" პრო­ექ­ტის - "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რი. კო­ლე­გებ­თან ერ­თად იმ კონ­კურ­სან­ტე­ბის შერ­ჩე­ვა უწევს, რო­მელ­თა­გან ერთი სა­ქარ­თვე­ლოს "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წა­რად­გენს.


AMBEBI.GE თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვილს "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ზე" და "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე ესა­უბ­რა:

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ "პირ­ველ­მა არ­ხმა" ეს პრო­ექ­ტი და­ი­წყო, რად­გა­ნაც "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს" "ევ­რო­ვი­ზი­ის" ლი­ცენ­ზია აქვს. ეს არის ევ­რო­პის მა­უ­წყე­ბელ­თა კავ­ში­რის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სი, სა­დაც 74 ქვე­ყა­ნაა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად 55 ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობს. დიდი ხანი ვფიქ­რობ­დით, სხვა­დას­ხვა მცდე­ლო­ბაც გვქონ­და, რო­გორ უნდა არ­ჩე­უ­ლი­ყო "ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის" მო­ნა­წი­ლე. ტე­ლე­ვი­ზი­ას ჰყავ­და და ასა­ხე­ლებ­და ხოლ­მე სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სანტს, შიდა და გარე კონ­კურ­სე­ბიც ჩა­უ­ტა­რე­ბია, თუმ­ცა ახლა რაც გა­და­წყვი­ტა, ის არის, რომმ მოხ­და მისი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­თან" და­კავ­ში­რე­ბა, ვფიქ­რობ, ეს წარ­მა­ტე­ბის­კენ ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი გზაა.


image

აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი, მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კაა, როცა "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვა­ლი­დან, ცნო­ბი­ლი პრო­ექ­ტე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი იგ­ზავ­ნე­ბი­ან. მი­ხა­რია, რომ წელს ჩვენც ამ სწორ გზას და­ვა­დე­ქით. მომ­ღე­რალს სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევთ, წა­ვი­დეს "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე", სა­ზო­გა­დო­ე­ბა აკე­თებს არ­ჩე­ვანს, შე­არ­ჩი­ოს არა მარ­ტო მომ­ღე­რა­ლი, სიმ­ღე­რაც. ამ­რი­გად, პერ­სპექ­ტი­ვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო კუ­თხი­თაც გვაქვს: ერთი - რომ ვი­ღებთ კარგ მე­გაპ­რო­ექტს, გვე­ყო­ლე­ბა გულ­შე­ატ­კი­ვარ­თა ჯარი, რომ­ლე­ბიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მე­ტად უგულ­შე­მატ­კივ­რე­ბენ მო­ნა­წი­ლებს და ჩვე­ნი ღირ­სე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტი "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წარ­სდგე­ბა.


- რო­გორც გა­ვი­გე, ხმის მი­ცე­მა "ფე­ის­ბუ­ქის" მე­სენ­ჯე­რი­თაც იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი?

- და­ვა­მა­ტეთ უფა­სო ხმის მი­ცე­მა, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი - უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვაა, აქამ­დე არ ყო­ფი­ლა, "ფე­ის­ბუ­ქის" მე­სენ­ჯე­რით მი­ე­ცათ ხმა. ამის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია გა­ვა­კე­თეთ, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მომ­ხმა­რე­ბე­ლი 12 სა­ათ­ში ერთხელ, უფა­სოდ მის­ცემს თა­ვის რჩე­ულს ხმას. მოხ­მა­რე­ბის­თვის ად­ვი­ლი აპ­ლი­კა­ცი­აა.


"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­მა" ვებ­ში უკვე და­აგ­რო­ვა 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი ნახ­ვა. ჩვე­ნი მი­ზა­ნიც ეს იყო, დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ მო­ბი­ლურს და ვე­ბის კონ­ცეფ­ცი­ას, სტრა­ტე­გი­ა­შიც გვი­წე­რია, რომ მო­ბი­ლურ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მა­უ­წყე­ბე­ლი ვართ, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვე­ნე­ლო­ვა­ნია და ეს აპ­ლი­კა­ცი­აც ამას უკავ­ში­დე­ბა.


image


- რო­დის სრულ­დე­ბა კონ­კურ­სი და ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლის ნამ­ღე­რი რო­დის უნდა გა­იგ­ზავ­ნოს "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე?

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" 5 იან­ვარს და­ი­წყო და 2 მარტს არის სა­ფი­ნა­ლო შოუ. 10 მარტს მომ­ღე­რა­ლი და არ­ჩე­უ­ლი სიმ­ღე­რა უკვე ცნო­ბი­ლი უნდა იყოს. "ევ­რო­ვი­ზი­ის" ციებ-ცხე­ლე­ბა ბევრ ქვე­ყა­ნა­ში დიდი ხა­ნია და­ი­წყო. ამ კონ­კურ­სის­თვის 300 მი­ლი­ონ­ზე მეტი მა­ყუ­რე­ბე­ლი ემ­ზა­დე­ბა. იცით, რომ და­ე­მა­ტა ავ­სტრა­ლია, სა­უბ­რო­ბენ ჩი­ნეთ­ზე, ამე­რი­კა­ზე, ასე რომ, ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კურ­სი გვე­ლის.


- თიკო, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ჟი­უ­რის წევ­რი ხარ, რამ­დე­ნად გვყავს კონ­კურ­სან­ტებს შო­რის ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სე­უ­ლად წა­რად­გენს "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე"?

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" ისე­თი ფორ­მა­ტია, სა­დაც ხში­რად სა­უ­კე­თე­სო მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­რი­ან თავს, ამ­ჯე­რად ალ­ბათ "ევ­რო­ვი­ზი­ის" საგ­ზურ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კო­სი მო­ვი­და და თა­მა­მად გე­ტყვით - სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი გვე­ყო­ლე­ბა და თვალ­და­ხუ­ჭულ­მა შე­მიძ­ლია მშვი­დად ვთქვა, რომ მათ­გან ვინც წავა, სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ და­სა­მა­ტე­ბე­ლია ძა­ლი­ან კარ­გი სიმ­ღე­რა და ძა­ლი­ან კარ­გი შე­ფუთ­ვა სცე­ნა­ზე, ამი­ტომ საპ­რო­დუ­სე­რო ჯგუფ­მა კარ­გად უნდა იმუ­შა­ვოს.


- დამ­წყებ, გა­მო­უც­დელ მომ­ღერ­ლებს, ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბის გვერ­დით რა შან­სი აქვთ. ცნო­ბი­ლე­ბი ხომ აჯო­ბე­ბენ მათ?

- არ ვფიქ­რობ, რომ რო­მე­ლი­მე უპი­რა­ტეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ან უა­რეს­ში. რო­დე­საც ამ თე­მა­ზე ფიქ­რი და­ვი­წყეთ, კონ­სულ­ტა­ცია გა­ვი­ა­რეთ თვი­თონ "ევ­რო­ვი­ზი­ის" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან. ასე რომ, ნე­ბის­მი­ერ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ანს სა­შა­უ­ა­ლე­ბა აქვს, თავი წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რაც მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. ახა­ლი ვარ­სკვლა­ვის აღ­მო­ჩე­ნა მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სოა, ემო­ცი­უ­რიც. ასე რომ, ერ­თმა ახალ­ბე­დამ შე­იძ­ლე­ბა, გა­და­წო­ნოს ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი.


მსმე­ნე­ლებს ყვე­ლას ერთი და იგი­ვე გე­მოვ­ნე­ბა ხომ არა აქვს - ვი­ღა­ცას როკი მოს­წონს, ვი­ღა­ცას პოპი, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა, რეპი. თვი­თონ "ევ­რო­ვი­ზი­ის" ფორ­მა­ტიც უც­ნა­უ­რი და ეკ­ლექ­ტუ­რია. ამი­ტომ არა­ვინ იცის, ვინ გა­ი­მარ­ჯვებს, შე­სა­ბა­მი­სად აზ­რიც ბევ­რნა­ი­რია და ამის გა­მოც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შოუ გვე­ლო­დე­ბა, მა­გა­რი მომ­ღერ­ლე­ბით... ასე რომ, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს" უნდა ვუ­ყუ­როთ.


"ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წავა მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­ზეც ყვე­ლა ვერ შევ­ჯერ­დე­ბით, მაგ­რამ მი­სით უმ­რავ­ლე­სო­ბა კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა. ჩა­ერ­თვე­ბი­ან, უგულ­შე­მატ­კივ­რე­ბენ. ჩვენც ამ ყვე­ლა­ფერს მივ­ყვე­ბით, ძა­ლი­ან ვენ­დო­ბით გა­მოც­დილ პრო­დი­უ­სე­რებს "ნოვა პრო­დაქ­შე­ნი­დან" ("პირ­ვე­ლი არხი" "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს" მათ­თან ერ­თად აკე­თებს), რო­მელ­საც გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნია და დემ­ნა ჯა­ფა­რი­ძე წარ­მო­მად­გე­ნენ. ასე რომ, ყვე­ლამ ერ­თად ვუ­ყუ­როთ პრო­ექტს!



0
31
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0