ისტორია ლენინგრადში ჩავარდნილი გერმანული დაზვერვა 2019, 12 იანვარი, 10:24 გერმანული დაზვერვა საბჭოთა ზურგში საერთო ჯამში წარმატებულად მოქმედებდა. გამონაკლისს მხოლოდ ლენინგრადის ფრონტი წარმოადგენდა. გერმანელები დიდი რაოდენობით აგენტებს აგზავნიდნენ ბლოკადაში მოქცეულ ლენინგრადში. აგენტებს ისინი ყველაფრით ამარაგებდნენ, საბჭოთა სტილის ტანსაცმლით, საცხოვრებლის მისამართით, დოკუმენტებითა და ა.შ. მაგრამ დოკუმენტების შემოწმების დროს ყველა გერმანელ აგენტს აპატიმრებდნენ საბჭოთა ჯარისკაცები. გერმანელები მიხვდნენ, რომ მათ ხარვეზი დოკუმენტების დამზადების დროს დაუშვეს და მალე ქაღალდის ფაქტურის და საღებავის შემადგენლობის შეცვლა დაიწყეს, მაგრამ უშედეგოდ. წერა_კითხვის უცოდინარი, ცენტრალურ აზიელი საბჭოთა ჯარისკაცებიც კი დოკუმენტებზე ერთი შეხედვით ხვდებოდნენ ვინ იყო აგენტი და ვინ არა. გერმანელების შეცდომა მხოლოდ ერთ მარტივ რამეში მდგომარეობდა - მოგეხსენებათ გერმანელები "ხარისხიანი ერია" და შესაბამისად დოკუმენტების დასამაგრებელ ე.წ. "სკრეპებს" უჟანგავი ხარისხიანი ფოლადისგან ამზადებდნენ, საბჭოთა მოქალაქეების დოკუმენტების "სკრეპები" კი ყველა უხარისხო და დაჟანგული იყო. საბჭოთა ჯარისკაცებისთვის გერმანული "სკრეპები" ოქროსავით ბზინავდნენ და ისინიც წამებში შიფრავდნენ გერმანელ აგენტებს. 342 1-ს მოსწონს 1-ს არა
|