x
მეტი
  • 25.06.2019
  • სტატია:91565
  • ვიდეო:341032
  • სურათი:453569
დედამიწის სიღრმეში სიცოცხლე ჩქეფს - დიდი ალბათობით პლანეტების უმრავლესობაზეც იგივე ხდება

დედამიწის სიღრმეში სიცოცხლე ჩქეფს - დიდი ალბათობით პლანეტების უმრავლესობაზეც იგივე ხდება


დედამიწის მიწისქვეშა სივრცეებში, იმდენად ღრმად, რომ აქამდე იქ სიცოცხლის არსებობას არავინ მოისაზრებდა და წარმოუდგენლადაც კი მიაჩნდათ, 2018 წელს სწორედაც რომ ბაქტერიებისა და არქეების უდიდეს რაოდენობას მიაგნეს. დასკვნა ასეთია - დედამიწის სიღრმეში სიცოცხლე ჩქეფს - იქ, სადაც სიცოცხლე წარმოუდგენელი ეგონათ, სინამდვილეში ტრილიონობით ცოცხალი ორგანიზმი არსებობს. მათი რაოდენობა იმდენად დიდია, რომ კვლევართა მოსაზრებით დედამიწის ბაქტერიების საერთო რაოდენობის 70% მიწისქვეშ დიდ სიღრმეებზე არსებობს. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ სიცოცხლეს მთელი სამყაროს მასშტაბით თითქმის ყველა მყარი პლანეტის ზედაპირქვეშ შეუძლია იარსებოს. შესაძლოა ის პლანეტები, რომელიც უსიცოცხლო გვეგონა, ზედაპირქვეშ ნამდვილ "ზოოპარკს" მალავდნენ.


Deep Carbon Observatory-ს მკვლევარები მიწისქვეშა სიცოცხლის კვლევას ამაზონის კვლევას ადარებენ და აღნიშნავენ, რომ სიცოცხლე იქ ყველგანაა. მიწისქვეშეთი სავსეა სრულიად მოულოდნელი და უჩვეულო ორგანიზმებით. სიცოცხლითაა სავსე დედამიწის მიწისქვეშეთის იმდენად დიდი ნაწილი, რომ ის მსოფლიო ოკეანის მოცულობას 2-ჯერ აღემატება და დაახლოებით იკავებს 2-2.3 მილიარდ კუბურ კილომეტრ მოცულობას. ამ გარემოში მაცხოვრებელი წარმოუდგენლად ბევრი, ტრილიონობით ცოცხალი არსების მასა 15-23 მილიარდი ტონაა, რაც ადამიანთა საერთო მასას (2018 წლის მონაცემებით მსოფლიოში დაახლოებით 7.6 მილიარდი ადამიანია) აღემატება მინიმუმ 245-ჯერ და შესაძლოა 385-ჯერაც კი. აღმოჩენა ეყრდნობა ასობით სხვადასხვა ადგილას ჩატარებულ კვლევას, ზღვის ფსკერს ქვეყმოთ 2.5 კილომეტრის სიღრმიდან, ხმელეთზე კი - 5 კმ-ის სიღრმიდან ამოტანილ მიკრობთა ანალიზებს.. განაგრძეთ კითხვა...



ასევე დაგაინტერესებთ: აკადემიური მეცნიერების აზრი უცხოპლანეტელთების შესახებ


განაგრძეთ საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
1582
7-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1582
  
რა საინტერესოა და თან საშიში, ალბათ...
0 1 1