x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
3 ყველაზე სექსუალური და ლამაზი რეკლამა, რომელსაც თვალს ვერ მოწყვეტთ
რეკლამა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ბრენდის წარმატების გარანტიაა. კარგი რეკლამა წინ გადაგდმული უდიდესი ნაბიჯია იმ რთულ გზაზე, რასაც ბაზარზე დამკვიდრება ჰქვია. მაშასადამე, ის ერთ-ერთი წამყვანი რგოლია პროდუქციის რეალიზაციის საკითხში.



image



"რეკლამა"- ლათინურიდან აღებული სიტყვაა და პირდაპირი თარგმანით, "ყვირილს" ნიშნავს. რეკლამა ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხრიკია მარკეტინგულ სისტემაში, რომლის საშუალებით, არა მარტო ვიხიბლებით პროდუქციით, არამედ ხშირ შემთხვევაში ვტყუვდებით კიდეც მომხმარებლები. მაშასადამე, ამა თუ იმ პროდუქციის დიდი სააგენტოები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ინოვაცია და განახლებული, ეფექტური რეკლამა მოგვახვიონ თავს, რათა წარმოებულის მეტი რეალიზაცია მოახდინონ. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოდ, რომ უამრავი კრეატიული რეკლამა ჩვენს განცვიფრებას ნამდვილად იწვევს და დიდ მოწონებასაც იმსახურებს.




დღევანდელ სტატიაში მინდა იმ 3 რეკლამის შესახებ გესაუბროთ, რომლებიც მოდის ინდუსტრიის რეკლამებს შორის ყველაზე მდიდრულ, სექსუალურ, გემოვნებიან და შთამბეჭდავ რეკლამად ითვლება.




1. "თომას ბერბერის ისტორია" / Burberry.


imageimage


ეს უფრო მეტია, ვიდრე ბრენდის რეკლამა - ეს არის ამბავი იმ ადამიანის შესახებ, რომელმაც შექმნა შედევრი, მაგრამ იქამდე გაიარა სიყვარულში იმედგაცრუების და დაბრკოლებების რთული გზა. რეკლამა უკეთდება პალტოებსა და საწვიმარ ქურთუკებს. ვიდეორგოლში (რომელშიც მონაწილეობს სიენა მილერი და ის Burberry-ის კრემისფერ ქურთუკში არაჩვეულებრივად გამოიყურება) ამბის თითოეული დეტალი ლამაზად და მდიდრულადაა გადმოცემული.









2. "დროის მიღმა" / Lacoste.


imageimage


რეკლამაში მოთხრობილია მამაკაცის ამბავი, რომელიც მატარებლების სადგურზე შემთხვევით ხვდება ახალგაზრდა ლამაზ ქალს და ერთი ნახვით შეუყვარდება ის. მაგრამ, მათ დრო არ ჰყოფნით, ერთად რომ იყვნენ, რადგან ყოველ ვაგონში ეპოქა იცვლება, მასთან ერთად კი - მოდა იმ ეპოქის მიხედვით და ულამაზესი მელოდია, გადამღები გუნდის ოპერატიული მუშაობა და Lacoste -ს სამოსი საოცარ სანახაობას ქმნის.








3. "სწორედ ის" / Chanel.


imageimage


Chanel № 5 -ის შთამბეჭდავი რეკლამა, რომელშიც მონაწილეობს შეუდარებელი ნიკოლ კიდმანი. რეკლამა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის და ის ნიკოლთან ერთად კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. არაჩვეულებრივი ატმოსფერო, მუსიკა და მონაწილეები სიყვარულის და რომანტიკის ჰანგებს გადმოსცემენ.






იხილეთ აგრეთვე:



შთამბეჭდავი სოციალური რეკლამები, რომლებიც დაგაფიქრებთimage







გენიალური დიზაინერების ყველაზე შედევრული რეკლამები, რომლებიც გაგაოცებთimage








უსაფრთხო სექსის ყველაზე შედევრული რეკლამებიimage








ყველაზე შედევრული, თამბაქოს საწინააღმდეგო რეკლამებიimage








ქალაქი, სადაც რეკლამებს ვერ ნახავთimage





2
629
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
629
  
2019, 19 იანვარი, 18:17
ზუსტად ეგ რეაქცია მქონდა, ლალი.
2019, 19 იანვარი, 13:55
,,ლაკოსტას,, რეკლამამ გადამრია
0 1 2