x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
15 ყველაზე იღბლიანი ადამიანი დედამიწაზე - თქვენ რომელს გამოარჩევთ?
მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა წარმატების, ჩვენს ცხოვრებაში დროდადრო წარმოუდგენელი რაღაცები ხდება და გვესმის. ვიღაცას ლატარიაში უმართლებს, ვიღაც ავიაკატასტროფის დროს ცოცხალი გადარჩა და ა.შ. მივეჩვიეთ იმასაც, რომ წარმატება განვიხილოთ როგორც მოვლენა, რომელიც იღებს სოციალურ და საზოგადოებრივ შეფასებას. წარმატება ან წარუმატებლობა ასევე შეიძლება დამოკიდებული იყოს კონკრეტული პერიოდის გარემოებებსა და ტენდენციებზე. სტაბილურობის პერიოდში წარმატება პროფესიულ კიბეზე ასვლაა, ხოლო კრიზისის შემთხვევაში კი წარმატებათ შეიძლება ჩაითვალოს არსებული სამუშაო ადგილის შენარჩუნება.



image



ვის არ სურს მიაღწიოს წარმატებას ცხოვრებაში, მაგრამ წარმატების მიმართ თითოეულ ადამიანს აქვს მსოფლმხედველობასა და ღირებულებებთან შეჯერებული საკუთარი ხედვა. გლეხსა თუ მეცნიერს, შემოქმედსა თუ ბიზნესმენს- გააჩნია თვისობრივად განსხვავებული წარმოდგენა წარმატების თაობაზე და მასში საერთო ერთია - რომელი გზა აირჩიონ წარმატების მისაღწევად. თუმცა, დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ არა წარმატებულ, არამედ 15 ყველაზე იღბლიან ადამიანზე, რომელთაც ყველაზე კრიტიკულ მომენტში საოცრად გაუმართლათ.



1. Helena Paulsson.image



ქალბატონმა ელენმა 16 წლის წინ დაკარგა საქორწინო ბეჭედი, ჩათვალა რომ სამზარეულოში სადილის მომზადების დროს შემთხვევით ბოსტნეულის ნარჩენებთან ერთად ნაგვის ურნაში აღმოჩნდა და მისი ძებნა უიმედოდ მიიჩნია. მოხდა სასწაული, 16 წლის შემდეგ, ორგანული ნარჩენების საშუალებით კომპოსტით გაჯერებულმა ნიადაგმა, რათა უფრო უხვი და ჯანსაღი მოსავალი გამოეღო, გამოიჩინა სიკეთე და სტაფილოსთან ერთად აღმოაცენა ის დაკარგული ბეჭედი.






2. Steve Fleig.image


სტივი დედის გარეშე გაიზარდა. როდესაც გაიზარდა, ცდილობდა მის მოძებნას, თუმცა უშედეგოდ. წლების შემდეგ კი, როდესაც მუშაობა სუპერმარკეტების ერთ-ერთ უდიდეს ქსელში დაიწყო, მან დედა იპოვა. აღნიშნული სუპერმარკეტის ქსელების მმართველმა შეიტყო სტივის ოცნება და საოცრად დაეხმარა, რადგან აღმოჩნდა, რომ სტივის დედა Chris Telladi მუშაობდა ამავე სუპერმარკეტების ქსელში, ოღონდ სხვა ფილიალში.




3. Virginia Fike.image


ამერიკის მოქალაქეს, ვინმე ვირჯინია ფაიკს ყოველთვის სწამდა ფორტუნის და აქტიურად ყოდულობდა ლატარიის ბილეთებს იმ იმედით, რომ ერთხელ მაინც გაუმართლებდა. სასწაულები მართლაც ხდება და მან ერთ დღეს, 2012 წლის აპრილში ერთდროულად ორი ბილეთით 2 მილიონი დოლარი მოიგო. ბილეთის სტატისტიკა კი მშობლების ასაკისა და საკუთარი ქორწინების თარიღების მიხედვით შეადგინა.





4. Tsutomu Yamaguchi.image


ამ იაპონელ მამაკაცს ორჯერ გაუმართლა. ის გადაურჩა იაპონიის ქალაქებში Hiroshima-სა და Nagasaki-ს ატომურ აფეთქებებს. ცუტომუ იამაგუჩი მუშაობდა გემთმშენებელ ქარხანაში Nagasak-აში, 1945 წლის 6 აგვისტოს ის სამსახურეობრივი მივლინებით წავიდა Hiroshima-ს ქარხანაში, სადაც მუშაობდა მისი ქალიშვილი. სწორედ იმ დროს მოხდა ბირთვული იარაღის ჩამოგდება, ცუტომუ იმყოფებოდა ეპიცენტრიდან 3 კილომეტრში, თუმცა სერიოზული დამწვრობა მიიღო და მხოლოდ 3 დღის შემდეგ შეძლო ნაგასაკაში დაბრუნება. სწორედ იმ მომენტში მეორედ ჩამოაგდეს ატომური ბომბი და ის კვლავ გადაურჩა. იამაგუჩი ერთადერთი ადამიანია იაპონიაში, ვინც ერთდროულად ორივე ბომბს გადაურჩა.






5. Franco Selak.image


წარმოშობით ხორვატელი მასწავლებელი ფრანკო სელაკი ცნობილია იმ ფაქტით, რომ რამდენჯერმე მოატყუა სიკვდილი და თან მოიგო ლატარია. მისი პირველი წარმატება მატარებლით მგზავრობისას მოხდა. მატარებელი გადავიდა რელსებიდან და ჩავარდა ტბაში, ფრანკო გადარჩა. მეორე შემთხვევა მოხდა თვითმფრინავში, როდესაც მან განიცადა კატასტროფა და ვარდნის შემთხვევაში ფრანკო დაეცა თივის ძნებზე (ზვინი), თვითმფრინავის 19-ვე მგზავრი გარდაიცვალა. კიდევ უამრავ კატასტროფას გადაურჩა ფრანკო და ბოლოს ლატარიაშიც მოიგო მილიონი დოლარი.






6. Maarten de Jong.image


ჰოლანდიელ, პროფესიონალ ველომრბოლელსაც გაუმართლა. მას დაბრონილი ჰქონდა იმ უბედურ ფრენებზე ბილეთები, რომლებიც მალაიზიის ავიალაინერმა განახორციელა. როგორც ცხადია ერთი ბოინგი მარტში, მალაიზიიდან აფრენის შემდეგ ინდოეთის ოკეანეში ჩამოვარდა, ხოლო მეორე შემთხვევის დროს კი უკვე ზაფხულს, თვითმფრინავი ჩამოვარდა დონეცკის რეგიონში. ის ორივე შემთხვევის დროს გადარჩა.






7. Harrison Auken.image


ჰარისონმა შეძლო ჩაძირულ გემზე 3 დღე-ღამის მანძილზე ყოფნა და გადარჩენა. გემის კატასტროფის მომენტში მზარეული-ჰარისონი იმყოფებოდა აბაზანაში და ვერ მოახერხა გემის დატოვება. თუმცა მან სწრაფი რეაგირება მოახდინა და გადაადგილდა ძრავის ოთახში, სადაც წაროიქმნებოდა საჰაერო ტომარა. ჰარისონმა 3 დღე დაჰყო იქ, შემდეგ მაშველებმა იპოვეს და აღმოჩნდა, რომ გემის ეკიპაჟის 12 წევრიდან, ერთადერთი გადარჩენილი ის იყო.






8. Joan Ginther.image


ტეხასის მკვიდრი ჯოანა ფორტუნას ძალიან უყვარს. მან ოთხჯერ მოიგო ლატარიაში ჯეკპოტი. პირველად მოიგო 5, 4 მილიონი დოლარი; 10 წლის შემდეგ 2 მილიონი დოლარი; 2 წლის შემდეგ 3 მილიონი დოლარი და 2008 წელს, 10 მილიონი დოლარი. თავად ცდილობს იზოლრებული იყოს პრესისგან და ფოტოს გადაღებებზე უარს ამბობს, ამიტომ საიტმა გამყიდველ-კონსულტანტი დააფიქსირა, რომელმაც ჯოანას პირველი ლატარიის ბილეთი მიჰყიდა.



თუმცა მე ვეცადე და მაინც მოვიძიე ჯოანას ძველი ფოტო. აი ისიც:image






9. Julian Kёpke.image


1971 წელს 17 წლის ჯულიან კიოპკი თვითმფრინავით მგზავრობდა. სამწუხაროდ ბოინგმა ვარდნა ამაზონის ჯუნგლებში განიცადა. კატასტროფის შედეგად ჯულიანმა გაიტეხა ლავიწის ძვალი, ჰქონდა მრავლობითი ჭრილობა და დაჟეჟილობა და 10 დღის მანძილზე ამ მდგომარეობაში იმყოფებოდა შუა ჯუნგლებში მანამ, სანამ ადგილობრივმა მეტყევეებმა ტყის ჩეხვის დროს არ იპოვეს იგი. ჯულიანი აღმოჩნდა ერთადერთი, ვინც გადაურჩა კატასტროფას. სწორედ ის გახდა მოტივი ფილმისა "სასწაულები ჯერ კიდევ ხდება".






10. Reshma Begum.image


ბანგლადეშის, ქალაქ სავას რეზიდენტის რვასართულიანი შენობის Rana-Plaza-ს ჩამონგრევას რეშმა ცოცხალი გადაურჩა. პლაზაში იგი მუშაობდა მკერავად და უბედური შემთხვევის დროს სამსახურში იმყოფებოდა. იგი მოყვა ნანგრევებში და დიდი ბიტონებით მხოლოდ გამოსასვლელი გზა ჩაეხერგა, შეძლო ეპოვა საკვები, წყალი და ნანგრევების ტყვეობაში 17 დღე დააყოვნა. ბოლოს მაშველმა რაზმმა შეაღწია მასთან.






11. Poon Lim.image


25 წლის, გემის ბორტ-გამცილებელი, ვინმე - პონ ლიმი 1942 წლის ნოემბერში ემსახურებოდა სავაჭრო საქმიანობით ბრიტანეთს, სწორედ ერთ-ერთი მსახურების დროს გემმა განიცადა კატასტროფა და ჩაიძირა. მას ორი საათი მოუწია შუა ზღვაში ყოფნა, ხოლო, როდესაც მიხვდა მაშველი არსად იყო, გემიდან გადარჩენილი ტივი, რამდენიმე ბოცა წყალი და კრეკერი იპოვა. ერთი თვით რომ გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე, დღეში 2 ცალ კრეკერს ჭამდა და 6 ყლუპ წყალს სვამდა, ზოგჯერ თევზაობდა კიდეც თვითნაკეთი სატყუარათი, თუმცა თევზაობას მალევე შეეშვა, რათა ზვიგენთა ყურადღება არ მიეპყრო. ასე გაიტანა თავი 133 დღე და შემდეგ კი მიუახლოვდა რა ამაზონის დაბლობს, შენიშნა გემები, სადაც დახმარება გაუწიეს და უახლოეს საავადმყოფოში მოათავსეს.






12. Лариса Савицкая.image


ტყეში იმყოფებოდა 4 დღის მანძილზე მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა 5220 მეტრის სიმაღლიდან ვარდნა განიცადა. 1981 წლის 24 აგვისტოს, ლარისა მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე Ан-24, რომელიც შეეჯახა ბომბდამშენ Tu- 116-ს და ზღვის დონიდან 5220 მეტრის სიმაღლიდან დაეშვა. თვითმფრინავი შეჯახების შედეგად გაიხლიჩა ორ ნაწილად, ლარისა იმყოფებოდა თვითმფრინავის კუდის მხარეს და ვარდნას სასწაულებრივად გადაურჩა. 4 დღის განმავლობაში მშიერ-მწყურვალი იმყოფებოდა, ხოლო გონს კი უკვე საავადმყოფოში მოეგო.

image





13. George Du Prisne.image


ჯორჯი ყოველთვის იყო მოწადინებული ვისკონსის მღვიმე დაეპყრო, სწორედ ერთ-ერთი მცდელობის დროს, 1983 წელს, იგი მღვიმის სიღრმის მდინარის სწრაფი დინების მორევში აღმოჩნდა და 4 დღიანი სამაშველო ძიების შემდგომ მის კვალს ვერსად მიაგნეს. თუმცა, მთავარი მონდომება ყოფილა და ასეთ რთულ შემთხვევასაც შეუძლია დაუსხლტეს ადამიანი. ჯორჯს თან ჰქონდა "ფანარი", სასმელი წყალი და დასაკეცი დანა. დანის მეშვეობით ჩიჩქნა კედელი, რასაც 8 დღე მოანდომა, შემდეგ თავისი ფორთოხლისფერი სვიტერი წვრილ და გრძელ ნაწილად დაჭრა, გაყო გამოხვრეტილი კლდიდან და დაიწყო ქნევა. ბედად შეამჩნია იქვე მცხოვრებმა მოსახლეობამ და დახმარება გაუწიეს. საერთო ჯამში კი მან მღვიმეში 13 დღე დააყოვნა.






14. Georg Hayntsl.image


1998 წლის ივლისში, დაასრულა რა ცვლა ქვანახშირის მაღაროში ჯორჯმა, იმ დღეს არ ეწერა იქიდან გასვლა. ჩამოიშალა მაღაროს ზედაპირი და მეწყერმა დაბლოკა გასასვლელი 63 მეტრის სიღრმეზე. მაშველები კაშხალის დემონტაჟის შედეგად დაიღუპნენ, რადგან კიდევ ჩამოწვა ახალი მეწყერი. 10 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მის კვალს მიაგნეს, ამ ხნის მანძილზე კი ჯორჯი იმყოფებოდა სრულ სიბნელეში საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე, თუმცა სიკვდილს გადაურჩა.






15. Наташа Косорукова.image


1981 წლის 5 ივნისს, გეოლოგიური ჯგუფი ერიკა ალექსეევას ხელმძღვანელობით წავიდა იაკუტას ტაიგაში. საღამოს კი, როდესაც გუნდი უნდა მომზადებულიყო დასაძინებლად, აღმოჩნდა, რომ ერთი სტუდენტი აკლდათ. გოგონა არც დილით გამოჩნდა, არც მეგობრების გასროლის ხმაზე მომხდარა რეაგირება და ფაქტი, რომ სახლში წასულიყო, გამოირიცხა, რადგან ნატაშას ყველა პირადი ნივთი ბანაკში ჰქონდა დარჩენილი. მაშინვე ჩაერთო ვერტმფრენები სამძებრო სამუშაოებში, თუმცა გოგონა ვერსად იპოვეს. პირველად მის კვალს 24 ივნისს მიაგნეს, ის ბანაკის მოპირდაპირე მხარეს წასულა. მის ნაკვალევს გაყვნენ და მხოლოდ 10 ივლისს მოხერხდა მისი პოვნა, მდინარის უკუმიმართულებით მოძრაობდა და ამან დააბნია ყველა. მეტისმეტი ცნობისმოყვარეობის გამო ჩამორჩა ტურისტულ ბანაკს და მხოლოდ 36 დღის შემდეგ მიაგნეს სადაც იყო. ნატაშამ თავი, ზურგჩანთაში არსებული ორცხობილით და მინერალით გაიტანა, ჯამში კი 36 დღის მანძილზე 200 კილომეტრი იარა ფეხით.

image




0
315
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0