x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
მიქელანჯელო- "ადამის შექმნა".
image


იტალიური რენესანსის უდიდესი მხატვრის მიქელანჯელოს ნაწარმოები „ადამის შექმნა“ სიქსტეს კაპელას თაღის ცენტრალურ ნაწილშია წარმოდგენილი. იგი შესრულებულია 1510 წელს.

მიქელანჯელომ ადამის შექმნა გაიაზრა როგორც წამი, როცა ღმერთმა თავისი უდიდესი ძალა გამოავლინა და შექმნა ადამიანი. ეს ყველაფერი ძალიან მარტივად, თითების შეხებითაა წარმოდგენილი. საინტერესოა სცენის განაწილება: თითქოს ორი სხეული ერთმანეთს ხვდება, თუმცა, ამავე დროს, თითოეული მათგანი თავის სივრცეშია. ზეციური სივრცე სავსეა ფიგურებით, უფრთო ანგელოზებით, რომლებსაც ღმერთი უჭირავთ. ადამი კი წარმოდგენილია მიწიერ სამყაროში, სადაც მისი თავდაპირველი მარტოობა აშკარად თვალშისაცემია.

დაბადების სცენა წარმოდგენილია ცისფერ ფონზე, რომლის ნათებაც მეტ მისტიკურობას მატებს მოქმედებას. ადამს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გაუწვდია ხელი, რათა სული შთაბერონ. მისი სახის გამომეტყველება, გულგრილი პოზა და მოდუნებული კუნთები კონტრასტს ქმნის ღმერთის ფიგურის გამომსახველობასა და ძალასთან. სწორედ ამგავრადაა წარმოდგენილი სცენის სივრცითი და აზრობრივი დაყოფა.


შემოქმედის უწონადობა კარგად ჩანს ქარისგან გაბერილი მოსასხამით. სხვა ფიქურების მოცულობითი სხეულების ფონზე, კიდევ უფრო კარგადაა გამოკვეთილი ღმერთის ჰაეროვანი სხეული. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფიგურა მოძრაობაშია წარმოდგენილი, მიქელანჯელო ახერხებს, გამოყოს შემოქმედის მტკიცე და მკვეთრი მოძრაობები.

„ადამის შექმნა“ არა მხოლოდ რენესანსის, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებაა.

0
335
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო არაბიძე
ნინო არაბიძე
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0