სხვა შემზარავი ფაქტები-იმპერატორი კომოდუსი 2019, 11 იანვარი, 18:39 ▪️რომის იმპერატორი კომოდუსი (სრული სახელი - ლუციუს ელიუს ავრელიუს კომოდუსი, იმპერატორი 177-192წწ) გამოირჩეოდა ექსტრავაგანტულობით, ეპატაჟით და სისასტიკით ▪️მისთვის დამახასიათებელი გახლდათ ე.წ "შავი იუმორი", გემოთმოყარეობა და ქალის ტანისამოსით სიარული ▪️მას იტაცებდა ეგზოტიკური ცხოველების მშვილდით განგმირვა ▪️იგი თავისი ხალხისგან მოითხოვდა რომ გაეღმერთებინათ ▪️თავსაბურავად იყენებდა ძველი ეგვიპტური ღმერთის ანუბისის გამოსახულების მქონე ჩაფხუტს და სენატისგან მოითხოვდა რომ მისთვის ჰერაკლე ეწოდებინათ ▪️ვიღაც მამაკაცს შავ თმებში გარეული ჭაღარა ჰქონდა, რომელიც თეთრ ჭიაყელებს ჰგავდა, იმპერატორმა ბრძანა, მისთვის თავზე შოშია დაესვათ, რომელსაც ეგონა, რომ თეთრ ჭიაყელებს იჭერდა და ჩანისკარტებით საბრალოს თავი სულ დაუსისხლიანა. ▪️ერთხელ კომოდუსმა ყველა ინვალიდი შეკრიბა და მათ არენაზე სიკვდილამდე ბრძოლა აიძულა ▪️მის უზარმაზარ ჰარემში ასეულობით ქალი და ახალგაზრდა ვაჟი ირიცხებოდა საბოლოოდ კომოდუსი შეთქმულების მსხვერპლი გახდა და ისე დაამთავრა თავისი ცინიზმით სავსე ცხოვრება 515 7-ს მოსწონს
|