x
image
პროფესორი
შემზარავი ფაქტები-იმპერატორი კომოდუსი
image


▪️რომის იმპერატორი კომოდუსი (სრული სახელი - ლუციუს ელიუს ავრელიუს კომოდუსი, იმპერატორი 177-192წწ) გამოირჩეოდა ექსტრავაგანტულობით, ეპატაჟით და სისასტიკით



▪️მისთვის დამახასიათებელი გახლდათ ე.წ "შავი იუმორი", გემოთმოყარეობა და ქალის ტანისამოსით სიარული



▪️მას იტაცებდა ეგზოტიკური ცხოველების მშვილდით განგმირვა




▪️იგი თავისი ხალხისგან მოითხოვდა რომ გაეღმერთებინათ



▪️თავსაბურავად იყენებდა ძველი ეგვიპტური ღმერთის ანუბისის გამოსახულების მქონე ჩაფხუტს და სენატისგან მოითხოვდა რომ მისთვის ჰერაკლე ეწოდებინათ



▪️ვიღაც მამაკაცს შავ თმებში გარეული ჭაღარა ჰქონდა, რომელიც თეთრ ჭიაყელებს ჰგავდა, იმპერატორმა ბრძანა, მისთვის თავზე შოშია დაესვათ, რომელსაც ეგონა, რომ თეთრ ჭიაყელებს იჭერდა და ჩანისკარტებით საბრალოს თავი სულ დაუსისხლიანა.



▪️ერთხელ კომოდუსმა ყველა ინვალიდი შეკრიბა და მათ არენაზე სიკვდილამდე ბრძოლა აიძულა



▪️მის უზარმაზარ ჰარემში ასეულობით ქალი და ახალგაზრდა ვაჟი ირიცხებოდა
საბოლოოდ კომოდუსი შეთქმულების მსხვერპლი გახდა და ისე დაამთავრა თავისი ცინიზმით სავსე ცხოვრება


image

0
515
7-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
515
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0