მუსიკა უჩა კორძაია გარდაიცვალა 2019, 11 იანვარი, 18:27
65 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მუსიკოსი და მომღერალი, უჩა კორძაია.ის უკანასკნელი წელბის მანძილზე ებრძოდა მძიმე დაავადებას-ლიმფომას, (ქსოვილის ონკოლოგიური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ლიმფური კვანძების გადიდება, შინაგან ორგანოთა დაზიანება და მათში სიმსივნური ლიმფოციტების უკონტროლო დაგროვება)თუმცა საბოლოოდ მისი დამარცხება ვერ შეძლო.
უჩა კორძაია დაიბადა 1953 წელს ქალაქ ქუთაისში, 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია-საორკესტროს განხრით. 1974-1975წწ. იყო ანსამბლების - "ორერა", 1975-1985წწ. "ვია-75", 1985-1990წწ. "ნატვრისხე", 1997-2005წწ. "ბიგ-ბენდი" სოლისტი. 1997 წლიდან იყო რესტორან "ოვაციოს", "მარკო პოლოს", "ქართული სახლის" მუსიკოსი. ჩაწერილი აქვს მრავალი დისკი. არის სსრკ-ს საესტრადო სიმღერების ფესტივალის ლაურეატი (1978, 1980, 1982).დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით. მსმენელებს განსაკუთრებით თავი დაამახსოვრა ისეთი სიმღერებით, როგორებიცაა "ბაკურიანი " და "ემიგრანტები"(ქუთაისური სიმღერა) 167 5-ს მოსწონს
|