x
მეტი
  • 20.01.2019
  • სტატია:85010
  • ვიდეო:335236
  • სურათი:443799
დონალდ ტრამპი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით იმუქრება

image

ამერიკის შეერთებული შტატები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ზღვარზე დგას, მაგრამ ნუ შეგვეშინდება - ამის მიზეზი არ არის არც ომის დასაწყისი, არც ეკონომიკური კრიზისი, არც ტერორისტული აქტი, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ექნებოდა მნიშვნელობა. ამის მიზეზია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების შესრულება - მექსიკასთან კედლის აშენება.

2016 წელს ტრამპი ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ კედელს მექსიკა ააშენებდა, თუმცა ასე, რა თქმა უნდა, არ მოხდა.
მექსიკასთან კედლის აშენება, შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის დაჟინებული მოთხოვნაა. ამ მოთხოვნის გამო გასული წლის 22 დეკემბერს ვერ დამტკიცდა სახელმწიფო ბიუჯეტი, შესაბამისად, შეერთებული შტატების მთავრობამ ნაწილობრივ შეაჩერა მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ 800 000 სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ხელფასის გარეშე მუშაობს. ეს პროცესი მეოცე დღეა გრძელდება, მისი დასასრული კი არ ჩანს.
რატომ?
დემოკტრატიული პარტია, რომელმაც გასული წლის ნოემბრის შუალედურ არჩევნებში
შტატების წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა და მისი ლიდერები მხარს არ უჭერენ კედლის აშენებას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრულიად ეწინააღმდეგებიან საზღვრებთან უსაფრთხოებას. ტრამპი დაპირებული კედლის ნაწილის აშენებისთვის $5, 7 მილიარდს ითხოვს, დემოკრატები კი თანახმა არიან ამისათვის დაახლოვებით $1, 3 მილიარდი გამოყონ, რათა შტატების საზღვარი მექსიკასთან აღიჭურვოს უსაფრთხოების დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიებით, ვიდეო კამერებით და ა.შ., რათა ამ გზით გაკონტროლდეს არალეგალი მიგრანტების ნაკადის შედინება ქვეყანაში. წაიკითხეთ ვრცლად
0
43
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0