x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყვითელი პრესით და ფეიკ საიტებით გავრცელებული ინფორმაცია წყალბადის ზეჟანგით გრიპის მკურნალობაზე ტყუილი და ხიფათის შემცველია

image "ღორის გრიპის" გავრცელებისთანავე უამრავმა საიტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია წყალბადის ზეჟანგზე და ის ლამის პანაცეად მოიხსენია.
თან აღნიშნული ინფორმაცია სულაც არ ეკუთვნის სამხედრო მედიცინის ერთ–ერთ კორიფეს, ივან ნეუმივაკინს. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ პროფესორს ამ თემაზე საერთოდ არასდროს არ უსაუბრია. უბრალოდ მეტი დამაჯერებლობისათვის ძალზე ცნობილ და ავტორიტეტულ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს "მიაწერეს" დეზინფორმაცია.
აშშ-ს მინესოტას მომწამვლელი ნივთიერებების კონტროლის ცენტრის მეცნიერმა-ტოქსიკოლოგმა ენ არენსმა განაცხადა, რომ არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული მონაცემები წყალბადის ზეჟანგის "ღორის გრიპის" ან საერთოდ გრიპის სამკურნალოდ გამოსაყენებლად არ არსებობს.
დააკვირდით, რა აწერია წყალბადის ზეჟანგის კოლოფს: "მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის"!
რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ გარეგანად.
აღნიშნული პრეპარატის დანიშნულებაა ნაკაწრიდან, ჭრილობიდან ან ტროფიკული წყლულის არსებობის პირობებში დაზიანებულ ადგილს მისი სპეციფიკური "შუშხუნა" მოქმედებიდან გამომდინარე ჭრილობაში ჩაბუდებული მიკრობები "გამოაძევოს" ჭრილობიდან.
პერორალურად მიღებისას კუჭში მოხვედრისას (თუნდაც წყალთან განზავებული წყალბადის ზეჟანგის პირობებშიც), იწყება რეაქცია კუჭის წვენსა და წყალბადის ზეჟანგს შორის, რასაც შესაძლოა უამრავი გართულება მოჰყვეს.
imageimage

1
126
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
126
  
2019, 14 იანვარი, 23:56
112 ნახვა აქვს და 156-ჯერ გაუზიარებიათ.
თუ აზრი არა აქვს გაზიარებას, მოხსენით ეს ოხერი ფუნქცია და ეგაა რა!!!
0 1 1