x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
10 ნაკლებად ცნობილი ფაქტი პოპულარულ მუსიკაზე
ლეო ფენდერი-ნებისმიერი დამწყები გიტარისტი ოცნებობს, რომ შეიძინოს გიტარა Fender Stratocaster ან Telecaster-ი, რომელზეც მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული მუსიკოსები უკრავდნენ, მათ შორის ჯიმი ჰენდრიქსი, ჯეფ ბეკი, რიჩი ბლეკმორი, დევიდ გილმორი, ერიკ კლაპტონი, მარკ ნოფლერი, ჯონ ლენონი და მრავალი მრავალი სხვა, თუმცა ბევრმა არ იცის რომ იგი დაამზადა ამერიკელმა გამომგონებელმა ლეო ფენდერმა(1909-1991) რომელმაც გიტარაზე დაკვრაც არ იცოდა.1946 წელს დააარსა კომპანია "Fender Electric Instrument Manufacturing Company."

image
ბრიტნი სპირსი-2000-იანი წლების პოპ-ვარსკვლავის სიმღერებს 2013 წელს ბრიტანეთის არმია სომალელელი მეკობრეების დასაფრთხობად იყენებდა.

image

უიტნი ჰიუსტონი-მომღერლის სავიზიტო ბარათი, სიმღერა «I will always love you»(სხვათა შორის ესეც ცნობისთვის: ორგინალი დოლი პარტონს ეკუთვნის) აშშ-ში ყველაზე პოპულარული სიმღერაა ქორწილებში, ხოლო დიდ ბრიტანეთში დაკრძალვებზე.

image



მეტალიკა-გინესის რეკორდსმენი, ერთადერთი ჯგუფი მსოფლიოში, რომელმაც ერთ წელიწადში ყველა კონტინენტზე გამართა კონცერტი, მათ შორის ანტარქტიდაზეც.

image

ბრაიან მეი-Queen-ის გიტარისტი მედიატორის ნაცვლად ხმარობდა 6 პენიან მონეტას, მისი აზრით დაკბილული მონეტით დაკვრისას შესაძლებელი იყო გამყინავი ხმის მიღება, ოფიციალურად 6 პენიანი მონეტების გამოშვება 1970 წელს შეწყდა, თუმცა 1993 წელს ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანამ გამონაკლისის სახით, სპეციალურად ბრაინ მეისთვის გამოსცა 6 პენიანი მონეტების მცირე პარტია.

image

ჰანს ციმერი-სამგზის "გრემის" ლაურეატი, "ოსკარის" და "ოქროს გლობუსის" ორგზის მფლობელი, გერმანელი კომპიზიტორი, რომელმაც დაწერა მუსიკა-შედევრები ისეთი ფილმებისთის, როგორებიცაა "წვიმის კაცი", "მეფე ლომი", "გლადიატორი" "კარიბის ზღვის მეკობრეები", "ბნელი რაინდი" და მრავალი სხვა.....მუსიკაზე დადიოდა სულ ორი კვირა.

image

ძროხა-მეცნიერულმა ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ ძროხები უფრო მეტ რძეს იძლევიან, როდესაც ჩართულია წყნარი მუსიკა(ნიკოლოზი მთლად გიჟი არ ყოფილა "უდიპლომო სასიძოდან".

image

ყველაზე გრძელი კონცერტი კაცობრიობის ისტორიაში 639 წელი გაგრძელდება-გერმანიაში, ქალაქ ჰალბერშტატში St.Burchardi-ს ეკლესიაში აგერ უკვე18 წელიწადია გრძელდება ყველაზე გრძელი საორღანო კონცერტი, Organ2/ASLSP As Slow as Possible, რომლის ავტორია ამერიკელი კომპოზიტორი ჯონ კეიჯი, კონცერტი დასრულდება 2640 წელს, ქალაქი ჰალბერშტატი შემთხვევით არაა შერჩეული, იგი ხომ ორღანის სამშობლოა.

image

ყველაზე სწრაფი რეპერი-723 სიტყვა 51 წამში, რეპერი სიეტლიდან NoClue გახდა გინესის რეკორდსმენი გახდა.

image

Happy Birthday-დაბადების დღისადმი მიძღვნილ ცნობილ სიმღერის ლიცენზია შეძენილი აქვს Warner Brothers-ს, რომლითაც მარტო ამ სიმღერიდან წელიწადში 2 000 000 დოლარს შოულობს, ასე, რომ ამ სიმღერას თუ სახალხოდ შეასრულებთ ფულიას გადახდა მოგიწევთ.

1
71
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
71
  
2019, 11 იანვარი, 15:06
ეს მართლა ძალიან საინტერესოა...
0 1 1