x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ინდოეთში 16 წლის გოგონა ოჯახის წევრებმა მოკლეს და დაანაწევრეს
image

ინდოეთის ქალაქ გაიაში ნათესავებმა მოკლეს და დაანაწევრეს 16 წლის გოგონა, რომელიც ოჯახისგან გაიქცა და ფარულად დაქორწინდა. მკვლელებს დაეხმარა მეგობარი მეხორცე კაცი. - იუწყება The Guardian-ი.
გოგონას გვამის ნარჩენები მანქანაში აღმოაჩინეს. გარდაცვლილის ფოტოები ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელებში და მოქალაქეებს შორის აღშფოთება გამოიწვია. ფოტოს ავტორი აღნიშნავდა, რომ გარდაცვლილს მჟავა ჰქონდა გადასხმული.
გოგონა სახლიდან 28 დეკემბერს გაიქცა, მაგრამ სამი დღის შემდეგ დაბრუნდა, ის არ ეჭვობდა, რომ მისი ნათესავები მოკვლას უპირებდნენ. იგი ბოლოს 31 დეკემბერს ნახეს. მოზარდის მშობლები მოვიდნენ პოლიციაში და იტყუებოდნენ, რომ მათი ქალიშვილი მოკლეს და გააუპატიურეს.
The Guardian-ს განუმარტეს, რომ მოხდა ე.წ. მკვლელობა პატივის გამო. იმ ადგილას, სადაც გოგონა ცხოვრობდა, ოჯახები მზად არის ბავშვებისგან განთავისუფლდნენ, თუ გაიქცევიან და თანხმობის გარეშე დაქორწინდებიან.
დანაშაულის ეროვნული რეესტრის მონაცემებით, ინდოეთში 2016 წელს 69 მკვლელობა მოხდა, ეგრეთ წოდებული პატივის გამო. თუმცა, რეალურად ასეთი დანაშაულის მაჩვენებელი შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს.




0
129
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0