x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ხალხური ნიშნები: არ ისესხო ფული ორშაბათს, არ გაასესხო სამშაბათს, არ გადაიხადო ვალი პარასკევს...

ხალხური ნიშნები


image

წარმოგიდგენთ საზოგადოებაში/ხალხში გავრცელებულ ნიშნებს, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს.


1- ყულაბის ფული არ გადათვალო - ვეღარ დააგროვებ

2 - მზის ჩასვლის შემდეგ ახალი პური არ გატეხო - სიღარიბე იცის

3 - მზის ჩასვლის შემდეგ იატაკი აღარ მორეცხო - ბარაქა გაქრება

4 - თუ შემთხვევით ბროლის ნივთი გაგიტყდა - გამდიდრდები

5 - თუ სადილობისას მარილი შაქარში შეგეშლება, ოჯახში ფული შემოვა

6 - ოჯახიდან რომ ფულის ბარაქა არ გაიპაროს, სამზარეულოს კუთხეში ცოცხი პირაღმა ააყუდეთ

7 - ხურდა ფული არ ისესხო, სხვის სიღარიბეს წამოიღებ

8 - ფული მსხვილი კუპიურებით ისესხე და წვრილი კუპიურებით გადაიხადე

9 - არ გააჩუქოთ(ან გაასესხოთ) ფული, თუ თანხა 2-ზე არ იყოფა

10 -არ ისესხო ფული ორშაბათს, არ გაასესხო სამშაბათს და არ გადაიხადო ვალი პარასკევს

11 - გაეცი სესხი ან გაისტუმრე ვალი მხოლოდ დილით, რადგან საღამო ხანს ფულის ყოველგვარი მოძრაობა გაგაკოტრებს

12 - ფულს არ უყვარს გახეული ჯიბე და ამწყდარი ღილი

13 - მაზაღიაში ფული ყოველთვის მარჯვენა ხელით მიეცი გამყიდველს, ხურდა მარცხენა ხელით აიღე

14 - დახეული ფული არასოდეს ჩაიდო ჯიბეში ან საფულეში

15 - სავსემთვარეობამდე სამი დღით ადრე ფულის მსხვილი კუპიურა ხალიჩას ისე ამოუდე, რომ არავინ იცოდეს, სავსემთვარეობის დილას გამოიღე - შემოსავალი იცის.





0
173
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0