x
image
natia.a
"დედა და მამა ცხენობანას თამაშობდნენ" - აი, რა დაინახა ბავშვმა (სახალისო ამბავი)
image


"შევდივარ საბავშვო ბაღში ბავშვის გამოსაყვანად (მაშა 3, 5 წლისაა). სანამ ბავშვს გამომატანს, ახალგაზრდა აღმზრდელი მიახლოვდება და მეუბნება:

- ეკატერინა მიხაილოვნა, თქვენთან კონფიდენციალური საუბარი მაქვს. გაქვთ დრო?

ვეთანხმები. მოშორებით გავყავარ და იწყებს:


- იცით, მეც მყავს ქმარი და პატარა შვილი (მე თავს ვუქნევ). მაგრამ როცა დაკავებული ვართ...ამით... (წითლდება)...ყურადღებას ვაქცევთ, რომ ბავშვს უკვე ეძინოს...თქვენი მაშა კი - საკმაოდ ჭკვიანი გოგონაა...შეიძლება თავს გაჩვენებთ, რომ სძინავს და სინამდვილეში თვალს გადევნებთ...

ვგრძნობ, როგორ მეცლება მიწა ფეხქვეშ... ვარწმუნებ, რომ უფრო ყურადღებით მოვიქცევით...და შვილსაც მეტად ვადევნებთ თვალყურს... სწრაფად გამომყავს ბავშვი და ბაღიდან უკანმოუხედავად გავრბივარ.

გზაში პატარას დაკითხვას ვუწყობ:

- ჩემო სიცოცხლე, რა უამბე დღეს მასწავლებელს ჩემზე და მამაზე?
- ვუთხარი, როგორ თამაშობდით შენ და მამა ცხენობანას, მე კი თავს ვიმძინარებდი, სინამდვილეში კი გიყურებდით და ჩუმად ვიცინოდი...

საინტერესოა, თქვენ რა გაიფიქრეთ ახლა? ალბათ იგივე, რაც აღმზრდელმა!

არადა, ყველაფერი ისეთი მარტივია:

წინა საღამოს ჩვენი მამიკო სახლში შეზარხოშებული მოვიდა და ბავშვის მიმართ "სიყვარულის ბუშტი გაუსკდა" - ოთხზე დადგა და მაშას ცხენობანას თამაში შესთავაზა. ამგვარი შეთავაზებისგან გახარებული მაშა მამას ზურგზე შეახტა და ოთახში "ცხენოსნობა" დაიწყეს. არადა უკვე საღამოს 11 საათი იყო.

როგორც იქნა თავ-თავიანთ საწოლებში შევდენე.

15 წუთის შემდეგ მესმის ჩემი ქმრის ჩურჩული:


-მაშინკა, გძინავს?



ისიც ჩურჩულით პასუხობს:


- არა.
- როგორ ფიქრობ, დედიკოს სძინავს?


მე ხმას არ ვიღებ და ჩემთვის მეღიმება. ცოტა ხანი მოიცადეს და ჩემგან პასუხი რომ არ მიიღეს, ქმარმა განაგრძო:


-მოდი, კიდევ ვითამაშოთ!


მაშა გახარებულია:


-მოდი!


ჩემი ქმარი თავისი ლოგინიდან ჩამოდის და ოთხზე დამდგარი მიემართება ქალიშვილის ოთახისკენ.


ცხადია, მეც ვერ ვითმენ - როგორი მოსათმენია, ხომალდზე ბუნტია! ჩემი მითითებები არ სრულდება! რეჟიმი ირღვევა!

მაგრამ ყვირილით ხომ ვერაფერს გავხდები... ჩამოვდივარ საწოლიდან, ფეხაკრეფით მივეპარები ქმარს, ზურგზე ვასკუპდები და წყნარად, მოფერებით ვუჩურჩულებ:


- აბა, ჩემო კარგო, წავედით საწოლისკენ!!

არც ისე ადვილია ჩემი ზურგით ტარება, ამიტომ სიცილს ძლივს ვიკავებდი, როცა ჩემი საცოდავი ქმარი საწოლისკენ "მიმაჯირითებდა".

იმ საღამოს ბავშვთან ცხენობანას თამაშის მცდელობა აღარ განმეორებულა.

P. S. მომდევნო დღეს აღმზრდელს ვუამბე, რა დაინახა სინამდვილეში ბავშვმა (უნდა გენახათ, როგორ იცვლებოდა მის სახეზე გამომეტყველება...)

P. S.S. როცა ამ ამბის შესახებ ქმარს ვუამბე, კატეგორიული უარი განაცხადა ბავშვის გამოსაყვანად ბაღში სიარულზე... (და მთელი ერთი კვირა პირნათლად ასრულებდა თავის სიტყვას...)"




ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ ჩააცვა ბაღის აღმზრდელმა ბიჭუნას ფეხსაცმელი - სახალისო ამბავი, რომელიც თან დაგაფიქრებთimage

2. ლექსი, რომელიც აუცილებლად ორჯერ უნდა წაიკითხოთ - დააკვირდით!image


3. ქართველი დიზაინერი, რომლის ნამუშევრები მესისა და კასილასის სახლებში აღმოჩნდა - ინტერვიუ ლელი ცისკარაულთანimage

4. დააკვირდით ფეხებს! - რას მალავს 1533 წელს შექმნილი ერთ-ერთი პირველი ოპტიკური ილუზიაimage

5. რატომ სწავლობენ ბიჭები გოგონებზე უფრო ცუდად - ფოტოები, რომლებიც "ყველაფერს ამტკიცებს"image


6. მოსაწავლეებისთვის საზაფხულოდ მიცემულმა დავალებამ სოციალურ წრეში აჟიოტაჟი გამოიწვიაimage


7. "გაკვეთილზე გავიგეთ, რით განსხვავდებიან ბიჭები გოგოებისგან!" - რა უთხრა პირველკლასელებსimage

0
4556
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4556
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0