x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ერდოღანი ტრამპის წინააღმდეგ - ვის დარჩება სირია?

image

გასული წლის 19 დეკემბერს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ სირიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ საერთაშორისო გაკვირვება გამოიწვია. ყველა ცდილობდა იმის ახსნას, თუ რა იყო ამის მიზეზი. თავდაცვის მდივნის ჯეიმს მეტისის გადადგომამ კი ყველაფერი უფრო მეტად გაამძაფრა.

მაშინ ზოგიერთი იმასაც ამბობდა, რომ ამით ტრამპმა რუსეთისა და თურქეთის ინტერესები დაუპირისპირა ერთმანეთს სირიაში, ვინაიდან ამერიკელების გასვლით გამოწვეული ვაკუუმის შევსებას ორივე მათგანი შეეცდებოდა და დაიწყებოდა ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის მყიფე ალიანსის რღვევა.

დღევანდელი ვითარების
მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ სრულიად პირიქით მოხდა - ერთმანეთს არა რუსეთი და თურქეთი, არამედ შეერთებული შტატები და თურქეთი დაუპირისპირდნენ, დაპირისპირების მიზეზი კი კვლავ ქურთების საკითხი გახ
და. ამერიკის მხარე მოითხოვს, რომ თურქეთმა უზრუნველყოს ქურთული დაჯგუფების, სახალხო თავდაცვის დანაყოფების (YPG) უსაფრთხოება, თურქეთი კი მათ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს და ამ საკითხზე უკან დახევას არ აპირებენ.

ქურთების უსაფრთხოების დაცვაზე განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა კვირას, ისრაელში ვიზიტისას გააკეთა, შემდეგ კი ის ანკარაში ჩავიდა. მის განცხადებაზე ერდოღანს საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა:
„ბოლტონმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და ვინც ასე ფიქრობს, ასევე ცდება. ჩვენი მხრიდან შეუძლებელია ამ საკითხზე დათმობებზე წავიდეთ“. ასეთი განცხადების შემდეგ ერდოღანი ბოლტონს საერთოდ აღარ შეხვდა, ბოლტონის ვიზიტი თურქეთში კი, შეიძლება ითქვას, რომ ჩაიშალა. წაიკითხეთ ვრცლად
0
132
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0