x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
სახალისო და საინტერესო გამონათქვამები ზოდიაქოს ნიშნებზე
image
პლანეტაზე მილიონობით ადამიანი იბადება, რომელთა ხასიათი, მოტივები, ქცევები და სტერეოტიპები ერთმანეთის მსგავსია. ასტროლოგები ასეთ მსგავსებას დაბადების თარიღის სიახლოვით და ასევე პლანეტების ზეგავლენით ხსნიან. შეგიძლიათ გჯეროდეთ ჰოროსკოპების ან არ გჯეროდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც ზოდიაქოს ერთი ნიშნით იბადებიან, მსგავი ხასიათით გამოირჩევიან.

ამჯერად საინტერესო და ამავდროულად სახალისო გამონათქვამებს შემოგთავაზებთ ზოგიაქოს ნიშნებზე, რომლებიც მათ ზუსტად ახასიათებენ.


ვერძი

image


1.“ვერძები-ეგოისტები არ არიან. უბრალოდ, მათ საკუთარი თავისთვის ცხოვრება შეუძლიათ. ქედმაღლები კი არ არიან - უბრალოდ, საჭიროდ არ თვლიან, ყველას გაუღიმონ. თავხედები კი არ არიან, უბრალოდ, სიტყვების შერჩევას არ იწყებენ. ეჭვიანები კი არ არიან - უბრალოდ მიჩვეულნი არიან, რომ ერთადერთები არიან."

2.“ქალი ვერძი - ეს მამაკაცებისთვის დაწერილი წიგნია. თუ ვერ გაიგე ე.ი. შენთვის არაა დაწერილი."

3.“ვერძებში, ნდობის უნარი ნერვული უჯრედივითაა - მისი აღდგენა შეუძლებელია."

4.“როცა ვერძი მოწყენილია, უნდა მოეხვიო, როცა სულელობს, უნდა აკოცო და როცა ისტერიკაშია, უნდა აჭამო."



კურო

image1.“კუროების სამოთხე - ესაა ადგილი, სადაც არც მაღვიძარაა, არც ორშაბათი და არც უფროსი."

2.“კაცები თვლიან, რომ ქალებს მაგარი ბიჭები მოსწონთ, რომელთაც ბევრი ფული აქვთ, მაგრამ კურო ქალების უმრავლესობას დათვი უფრო მოსწონს მულტფილმიდან “მაშა და დათვი".

3.“ქალ-კუროებში შესანაშნიავად შეიძლება იმის შერწყმა, რის გარეშეც ცხოვრება არ შეიძლება და იმის, რასთან ერთად ცხოვრებაც არ შეიძლება."

4.“კუროები იმდენად ერთგულები არიან, რომ გვერდზე მაშინაც არ იყურებიან, როცა გზაზე გადადიან."

5.“თუ ცხოვრება კუროსკენ ერთი ადგილით მიბრუნდა, ისინი ამ ადგილს კი არა, ლამაზ და მაქმანებიან ტრუსებს დაინახავენ."


ტყუპი

image1. “ტყუპი კანფეტი არაა, რომ ყველას მოეწონოს, ის კაკალია, რომელზეც კბილს ბევრი ვერ დაადგამს."

2.“თუ ტყუპმა ვინმეს გაბედნიერება გადაწყვიტეს, იმ ადამიანს ვეღარაფერი იხსნის."

3.“ტყუპის გაკვირვება მხოლოდ ნამდვილი, წრფელი სიყვარულით შეიძლება, დანარჩენი ყველაფერი ნანახი აქვთ."

4.“იცით, რა სურს ტყუპს? მას სურს, რომ გაზაფხულის თბილმა ქარმა დაუბეროს და მისი ცხოვრებიდან ყველაფერი ზედმეტი წაიღოს."


კიბო

image1.“კიბოებს დროა არ აქვთ იმათი სიძულვილისთვის, ვისაც კურო სძულს, რადგან ძალიან დაკავებულები არიან მათი სიყვარულით, ვისაც კურო უყვარს."

2.“როცა კიბოები ბედნიერები არიან, ლაპარაკს ვერ შეაწყვეტინებთ. როცა მოწყენილები, სიტყვას ვერ დააცდენინებთ."

3.“ზოგჯერ კიბოებში 90 წლის დედაბერი ჩასახლდება ხოლმე, რომელიც სულ ბუზღუნებს და ყველა ეჯავრება."

4.“კიბოებს მშვენიერი მეხსიერება აქვთ. როცა ამბობენ -არ მახსოვს!-ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ ამ თემაზე საუბარი არ სურთ."


ლომი

image1. “ლომი არასოდესაა მარტო. მას ხან მადა სტუმრობს, ხან სიზარმაცე, ხან.."

2.“ლომის მტკიცე ხასიათი იმ ქვებითაა ნაშენები, რომელსაც მას ესროდნენ."

3.“ვისთვის ლომი-მზეა, ვისთვის-მზის დარტყმა, ვისთვის კი-საერთოდ არ ანათებს."

4.“სანამ ლომთან თამაშს გადაწყვეტთ, დარწმუნდით, ლომი ხომ არ გეთამაშებათ?"

5.“როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი? - ამ შეკითხვას ბევრი ქალი უსვამს საკუთარ თავს. ლომმა კი იცის, რომ ბედნიერი ისეთ მამაკაცთან შეიძლება იყოს, რომლის შენარჩუნებაზე ფიქრიც არ დასჭირდება."

6. “ლომებს არ სურთ, რომ ცხოვრება ზებრას მსგავსი, შავ-თეთრი იყოს. მათ სურთ, რომ ცხოვრების ფერები თუთიყუშს ჰგავდეს."


ქალწული

image1. ქალწული - ეს წონისა და სიმაღლის შეთანხმება როდია. ის ინტელექტის, გემოვნების და თავდაჯერებულობის შეთანხმებაა."

2.“როცა ქალწული რამეს გეკითხებათ, მხოლოდ სიმართლე უპასუხეთ: დიდი ალბათობით, მან უკვე ყველაფერი იცის."

3.“ქალწულთან კამათის დასასრულებლად საუკეთესო გზაა, თავი მკვდრად მოაჩვენო."

4.“ზოგჯერ ქალწულებს საკუთარი თავი იმის გამო ეჯავრებათ, რომ გულთან რაღაც ახლოს მიიტანეს."



სასწორი

image1.“სასწორებს ორი ცხოვრება აქვთ. ერთი - რომელსაც სხვები ხედავენ და მეორე -რომლითაც თავად ისინი ცხოვრობენ."

2.“სასწორები საოცარი ქმნილებები არიან, მათ ნებისმიერ ადამიანში შეუძლიათ რაღაც კარგი დაინახონ."

3., არაფერია უფრო ნაღვლიანი, ვიდრე სასწორი-ბუების ისტორია, რომლებიც ტოროლას თამაშობენ."

4.“სასწორები ერიდებიან, ადამიანებს ნიღაბი ჩამოხსნან, რადგან კარგად იციან, რომ ეს ნიღაბი კი არა, ალიკაპია."

5.“სასწორებს ზოგჯერ ძალიან უნდათ ღილაკს “არ იფიქრო" დააწვნენ და ცხოვრებით დატკბნენ.


მორიელი

image1. “მორიელების პრობლემების 99% გადაიჭრებოდა, მორიელები რომ მათზე ფიქრს შეეშვან."

2.“ყოველ მორიელში ორი ადამიანია, ერთი – მშვიდი და მდუმარე, მეორე კი მაშინ ჩნდება, როცა პირველს გააბრაზებენ."

3.“მორიელები იშვიათად ავლენენ აგრესიას ერთბაშად, ისინი გაფრთხილებენ, განიშნებენ, სიგნალს გიგზავნიან... ნუ დაელოდებით მათი მოთმინების ამოწურვას ბოლომდე."

4.“მორიელებმა შესაძლოა წყენა არ შეიმჩნიონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას დაივიწყებენ. უფრთხილდით მორიელების მეხსიერებას."

5.“მორიელებზე შეიძლება ითქვას, რომ “შავი კატები" არიან, გზას თუ გადაგიჭრიან, “თფუ-თფუ"-ს ძახილი ვეღარ გიშველით."


მშვილდოსანი

image1.“მშვილდოსნები არც ისე სუსტები არიან, რომ წყენა მოითმინონ, არც ისე ძლიერები, რომ აპატიონ და არც ისე ბოროტები, რომ შური იძიონ. ისინი უბრალოდ ზურგს შეგაქცევენ, სამუდამოდ."

2.“მშვილდოსნებს არ ეშინიათ არაფრის აღიარების, მათ მხოლოდ ის აშინებთ, რომ ამ აღიარებას სწორად ვერ გაიგებენ, რაც ხშირად ხდება."

3.“მშვილდოსნების 99%-ის არსებობისა და ცხოვრების აზრს- გზა წარმოადგენს."

4.“ქალმა მშვილდოსნებმა ბევრი რამ მამაკაცებისგან ისწავლეს:არ დაურეკო, პასუხი არ გასცე, აირჩიო საუკეთესო და მიიღო სიამოვნება, თუმცა, ამის გამო მათ ისევ მამაკაცები საყვედურობენ."


თხის რქა

image1.“თხის რქების უმრავლესობა თვლის, რომ მათ ასაკობრივი დისკრიმინაცია ეხებათ. რაც უფრო გადის დრო, ისინი უფრო ემსგავსებიან ბავშვებს:“მერე რა, რომ 9 წლის არ ვარ! მეც მინდა ბატუტზე!"

2.“თხის რქებს უცნაური ადამიანები უყვართ."

3.“თხის რქების ნორმალურობაში ხშირად ეჭვი იმიტომ შეაქვთ, რომ ისე ცხოვრობენ, როგორც სურთ და არა ისე, როგორც მიღებულია."

4.“თუ თქვენს ნაცნობებს შორის თხის რქაა, პრობლემები და დაბრკოლებები ნუ შეგაშინებთ."


მერწყული

image1.“როცა მერწყული ბავშვივით იქცევა, ის ბედნიერია."

2.“ქალი მერწყულის რეალობა ასეთია:დაე, ნუ იქნებიან კაცები მათ გვერდით, მთავარია, იდიოტები არ არსებობდნენ მათ ცხოვრებაში, რომლებიც სასიცოცხლო ძალებს გვაცლიან."

3.“ჭეშმარიტ მერწყულს რაღაც ... უცხოპლანეტელის ელეგანტურობა ახასიათებს."

4.“მერწყულს სხვისი უცნაურობით ვერ გააკვირვებ. საკუთარიც საკმარისად აქვს."


თევზები

image1. “თევზებს გრძნობების არ ეშინიათ, მათ გრძნობებში ჩაძირვა აშინებთ."

2.“სწორედ თევზ-ქალს შეუძლია ასეთი შეკითხვის დასმა:“რაში მჭირდება ეს კაცი სახლში, როცა პრობლემებს მეც ვწყვეტ?"

3.“მეგობარი"-ეს თევზების მეორე სახელია."

4.“თევზებისთვის, ერთი ადამიანი ნამდვილად შეიძლება მთელ სამყაროდ იქცეს."


1
1289
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1289
  
2019, 11 იანვარი, 22:49
კუროზე, სრული ჭეშმარიტებაა. განსაკუთრებით მეორე პუნქტი???????? კარგი სტატიაა, ვიხალისე????????
0 1 1