x
image
პროფესორი
პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი - ბესარიონ ქებურია
image

პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი ბესარიონ ქებურია დაიბადა 1870 წლის 15 თებერვალს, ქვედა ჩხოროწყუში.


1898 წელს პეტერბურგში ექსტერნად ჩააბარა გამოცდები და მიიღო რკინიგზის უფროსი ტექნიკოსის წოდება.


1908 წელს მან საკუთარი ხელით ააწყო მონოპლანი და საბურთალოს მთებიდან პირველი სატესტო ფრენები განახორციელა, თუმცა სრულფასოვანი აფრენა ვერ მოახერხა.



1913 წლის დამდეგს, ქებურიამ უკანასკნელად მოაწყო საჩვენებელი ფრენა ბათუმში. დიდ სიმაღლეზე ძრავა გაჩერდა და ბესარიონი პლანირებით ზღვაში დაეშვა. როცა მეზღვაურებმა მიუსწრეს, ქებურია უკვე იხრჩობოდა, მაგრამ თვითმფრინავს ხელს არ უშვებდა. მისთვის მთავარი იყო ძრავის გადარჩენა. მას სიცოცხლე ფრენის გარეშე ვერ წარმოედგინა, მაგრამ ომის დაწყებამ მისი გეგმები ჩაშალა. არსებობს ვერსია, რომ ბესარიონ ქებურიამ გამოცდის ჩაბარების დროს პირველმა შემოუფრინა ეიფელის კოშკს.



დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. მოგვიანებით თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი უწოდეს. ქებურიას ძეგლები დგას ჩხოროწყუში და თბილისის აეროპორტში.
გარდაიცვალა 1957 წელს 88 წლის ასაკში, თბილისში. დაკრძალულია მშობლიურ რაიონში.

0
104
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0