x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
გაიგეთ რა გელით ნოსტრადამუსის ზუსტი ცხრილის მიხედვით
მსოფლიოსთვისაა ცნობილი ფრანგი წინასწარმეტყველი მიშელ დე ნოსტრადამუსი, რომელმაც არაერთი მოსალოდნელი კატასტროფა თუ ომი ამცნო მსოფლიოს. მისი წინასწარმეტყველება სრული სიზუსტით, დღემდე გრძელდება. ცხრილის დახმარებით შეძლებთ გაიგოთ თქვენთვის ნებისმიერ, საინტერესო კითხვაზე პასუხი.


კონცენტრირდით კითხვაზე, თითი ან მაუსი მიიტანეთ მოცემულ ცხრილზე და შესაბამისი რიცხვის პასუხი წაიკითხეთ.


image


1. დიახ! სულიერი ძალა, ინტუიცია და მეგობრების რჩევები, მოგცემთ საშუალებას წარმატებას მიაღწიოთ.



2. დიახ! ახლო მომავალში მოხდება რაღაც საინტერესო, რაც აღგაფრთოვანებთ. მთავარია არ დაკარგოთ მოთმინების უნარი.


3. დიახ! წარმატება თქვენს ხელთაა, მიიღეთ მაქსიმუმი ცხოვრებისგან.


4. მოვლენებს ნუ გაუსწრებთ. თქვენი გზა სავსეა დაბრკოლებებითა და სირთულეებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ კონცენტრირდით საქმეზე.


5. წინასწარ დარდობთ პრობლემაზე, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობს! მოდუნდით და იფიქრეთ კარგზე.


6. არ ენდოთ ხალხს, რომლებიც თქვენს გარშემო ტრიალებენ, ბევრი არაკეთილიმსურველი გყავთ, ამიტომ ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად.


7. სასურველ შედეგს, მხოლოდ ახლობლების დახმარებით მიაღწევთ. ჰკითხეთ მეგობრებს რჩევები.


8. დაეყრდენით თქვენს ინტუიციას, მიაღევთ წარმატებას, მაგრამ დიდი ძალისხმევის შედეგად.


9. უფრო კი, ვიდრე არა. ბედი გეხმარებათ, რომ ყველაფერი ისე მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, როგორც უკეთესია და ეს იმაზე სწრაფად მოხდება, ვიდრე ელოდებით.


10. თავდაჯერება გაკლიათ და ხართ მრისხანე, რაც გარშემომყოფებს აფიქრებინებს, რომ არა საიმედო ადამიანი ხართ.


11. მოქმედების დროა. გამოიჩინეთ ინიციატივა და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.


12. ზოგჯერ, რაღაც ისე ვერ აეწყობა, როგორც თქვენ გსურთ და დამერწმუნეთ, რომ ასე უკეთესია.


13. დაფიქრდით, ნამდვილად ხართ მზად იმისთვის, რასაც ითხოვთ?! ეჭვები გტანჯავთ, ამიტომ პასუხი დადებითი ვერ იქნება.


14. დაბრკოლებები და სირთულეები უნდა გაძლიერებდეთ იმ გზაზე, რომელსაც წარმატებისკენ მიჰყავხართ. მიზნისთვის, სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლეთ!


15. დიახ! შემთხვევით არაფერი ხდება. თქვენი მიზნები ჰორიზონტზე ჩანს.


16. ეჭვებითა და შიშით ხართ სავსე. დაგმეთ ნეგატივი და გაეხსენით სამყაროს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მიზნის მიღწევას.


17. თქვენგან დამოუკიდებლად წარმატება თქვენს მხარესაა. უდიდეს სიხარულს ელოდეთ წუთი-წუთზე.



image



გაფრთხილება: ამ წინასწარმეტყველების სრულ სიზუსტეში დარწმუნებულნი არ არიან, ამიტომ არც გული გაიტეხოთ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში და ნურც მეცხრე ცას ეწვევით სიხარულით, რადგან ფრანგულიდან თარგმანი მე -16 საუკუნიდან ხდება სხვადასხვა ენებზე და შესაძლოა გარკვეული უზუსტობა იყოს. ყველაფერი მხოლოდ თქვენს ხელთაა, მოინდომეთ, გწამდეთ და აგიხდებათ! წარმატებებს გისურვებთ!





იხილეთ აგრეთვე:



გაინტერესებთ, რა გელით მომავალი 30 დღის განმავლობაში?image







საახალწლო წინასწარმეტყველება - გაიგეთ, რა გელით 2019 წელსimage










ნახეთ რას გიწინასწარმეტყველებთ კარმა (მისი დამთხვევა გაგაოგნებთ)image











კარმული ჰოროსკოპის მიხედვით ვინ იყავით წინა ცხოვრებაში?image










მხოლოდ ფურცლისა და ბეჭდის მეშვეობით გაიგებთ, რა ცვლილებებს გიმზადებთ ბედიimage




4
1834
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1834
  
2019, 19 იანვარი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 19 იანვარი, 20:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 17 იანვარი, 22:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 16 იანვარი, 23:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4