x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პარლამენტარების და მთავრობის წევრების 4.852.698 დანამატებით რა სასარგებლო საქმე შეიძლებოდა გაკეთებულიყო?
image
"პარლამენტის დეპუტატებმა, აპარატის თანამშრომლებმა და თანამდებობის პირებმა 2017 წლის პირველ ოთხ თვეში მხოლოდ პრემია-დანამატის სახით 4.852.698 ლარი მიიღეს. კვლავ უნდა დავსვათ რიტორიკული შეკითხვა: რა დამსახურებისთვის იღებენ ეს ადამიანები ასეთ პრემია-დანამატებს?

იმ თანხით, რომელიც ოთხ თვეში პარლამენტში პრემია-დანამატებად დარიგდა, შესაძლებელი იყო იძულებით გადაადგილებული, უსახლკარო 220 დევნილი ოჯახისთვის მიეცათ 22.000-ლარიანი კომპენსაცია; ასევე, ამ თანხით შეიძლებოდა, იმ ათიათასობით ადამიანიდან, რომლებიც სოციალურ დახმარებასა და ყოველთვიურ 50-ლარიან შემწეობას ითხოვენ, 8 ათასი ადამიანი ერთი წლის განმავლობაში დაეკმაყოფილებინათ.

მოგეხსენებათ, 39 ათასზე მეტ სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს, მათგან 9, 8 ათასს - ფინანსური პრობლემების გამო. ამ თანხით შესაძლებელი იყო 4, 9 ათასი სტუდენტისთვის საშუ­ალოდ ათასი ლარის გადახდა, რითაც ისინი სწავლის გაგრძელებას შეძლებდნენ.

ჩვენს მოქალაქეებს, განსაკ­უთ­რებით - პენსიონერებს, უჭირთ გაძვირებული მედიკამენტების შეძ­ენა. ოთხ თვეში გაცემული პრემია-დანამატის თანხით შეიძლებო­და 300-ლარიანი მედ­იკამენტის ვაუჩერის მიცემა 16 175 პენსიონერისთვის.


ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, თბილისში 6 წლამდე­ ასაკის 9 774 ბავშვი შიმშ­ილობს. ზემოხსენებული თანხით შესაძლებელი იქნ­ებოდა ამ ბავშვებისთვის­ თუნდაც ერთჯერადად 500-ლარიანი დახმარების გაცემა... 4, 85 მილიონი ლარით სამ-ოთხ სოფელში­ მოგვარდებოდა წყლის, გზის, ბუნებრივი აირის ან მინიმალური კომუნიკაციის პრობლემა. ამ თანხით შესაძლებელი იყო 200-მდე ობიექტის ადაპტირება შშმ პირებისთვის..." წერს როლანდ მათიაშილი


0
36
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0