x
image
პროფესორი
გენერალ კვინიტაძის თხოვნა სამხედროებს

image

“ყველამ იცის, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირია ფული. ეხლა, როცა ჩვენ დავიწყეთ საკუთარი ცხოვრება, ეს საჭიროება მეტად გამწვავდა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს სამშობლოს და შევუმსუბუქოთ ფინანასთა სამინისტროს მუშაობა. მივმართავ სამხედრო სამსახურში მყოფ ყველა ოფიცრებს, მოხელეებს და ჯარისკაცებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს რესპუბლიკის ჯარებში: ფინანასთა სამინისტროს სჭირია ოქრო. ჩვენ კი ის გვაქვს ეს - ჩვენი ორდენებია, რომლებიც ჩვენ დევიმსახურეთ ომის დროს. ასეთ მძიმე სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ოფიცრებმა პირველად უნდა ამოიღნ ხმა ამის შესახებ. დეე, თვითეულმა ჩვენგანმა გაიღოს თავისი ორდენები სახელმწიფო ფონდის შესაქმნელად. ჩვენ სამშობლოსათვის არ ვზოგავდით არც ჯანმრთელობას არც სიცოცხლეს; ბევრი სამუდამოდ დასახიჩრებული ვართ, ბევრმა შესწირა თავი სამშობლოს. ჩვენ სამხედრო სამსახურში მყოფ ოფიცრებმა, მოხელეებმა და ჯარის კაცებმა პირველად დავადევით თავი სამშობლოს კეთილდღეობისათვის და ნუთუ ეხლა, ასეთ მძიმე დროს არ გავიღებთ კიდევ მსხვერპლს ჩვენი სახელმწიფოს ასაყვავებლად. დარწმუნებული ვარ ჩემი მოწოდება იპოვის იმ პირთა გამონაძახს, რომელთაც უყვართ აღორძინების გზაზე დამდგარი საქართველო. რასაკვირველია ყველასთვის ძვირფასია შრომით და სისხლით მოპოვებული ორდენები, მით უფრო რომ ეს არის სამსახურის, ომიანობის სამახსოვრო ნიშნები, არის სამშობლო სამსახურის კეთილსინდისიერათ ასრულებისა, მაგრამ სამშობლოს სიყვარულმა უნდა ჩააქროს ყველა სხვა გრძნობები და მე მწამს, რომ ჩვენი მოწოდება არ დარჩება ხმად მე დღეს უკვე ჩავაბარე ყველა ორდენები, მიღებული როგორც იაპონიის ომის დროს, ისე ამ ომში. დავიტოვე მხოლოდ წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ჯვარი."


image

0
202
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0