x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
„საქართველოს ვარსკვლავის" 16 წლის კონკურსანტმა 38 კგ დაიკლო - რჩევები და მოტივაცია ნათია ნანობაშვილისგან
image


„ყოველი დილა უარყოფოთი ემოციებით იწყებოდა, რადგან ვიცოდი, სკოლაში უნდა წავსულიყავი.
ვიჯექი მარტო, არავისთან კონტაქტი არ მქონდა და ერთი სული მქონდა, გაკვეთილები მალე დამთავრებულიყო“, - ეს პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ასაკით პატარა, თუმცა დიდი გამოცდილების გოგონას, ნათია ნანობაშვილის სიტყვებია. კარიერას ახლა იწყებს, მანამდე კი ბულინგისთვის თავის დაღწევა და ჭარბ კილოგრამებთან ბრძოლა მოუწია. ნათიამ MARAO.GE-ს თავისი ამბავი მოუყვა და გამოცდილებაც გაუზიარა:


- წონაში აქტიური მატება დაიწყო 4 წლის წინ და 14 წლის ასაკში უკვე 125 კილოგრამს ვიწონიდი. გამომდინარე იქედან, რომ ამ ასაკის ბავშვისთვის ძალიან რთულია ნებისყოფის გამოჩენა და შეზღუდვების თვითნებურად დაწესება, გადავწყვიტეთ, ენდოკრინოლოგისთვის მიგვემართა. ასეთ შემთხვევაში მეტ პასუხისმგებლობას ვიგრძნობდი და საჭმელსაც მარტივად შეველეოდი. 1 წლის განმავლობაში დავიკელი 38 კილოგრამი.


image


რა თქმა უნდა, მქონდა სუსტი მომენტებიც და ვარღვევდი დიეტას, მაგრამ ამას სისტემატური სახე არ ჰქონია. ჩემი დიეტა იყო გამოკვლევების შედეგად დანიშნული და მორგებული ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შეძლებისდაგვარად ვიკვებებოდი საათობრივად, მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქტებით. მაგალითად: უმარილოდ მოხარშული ხორცი, ნებისმიერი სახის ბოსტნეული, მოხარშული კვერცხი, ხილი (გარდა ყურძნისა, კარალიოკისა და ლეღვისა) და რძის პროდუქტები (გარდა არაჟნისა). ჩემი წონის შესაბამისად, დღეში 4 ლიტრ წყალს ვსვამდი და ფეხით გავდიოდი 10 კილომეტრს. თავიდან ძალიან მიჭირდა უმარილო და უგემურ საჭმელთან შეგუება, ამიტომ გადავწყვიტე მოტივაციის შესანარჩუნებლად რაღაცნაირად გამეგემრიელებინა კერძები, ამისთვის კი სოიოს სოუსს ვიყენებდი და რაც მთავარია, არ ვშიმშილობდი. ვფიქრობ, ამაზე ცუდს ვერაფერს გავუკეთებთ ორგანიზმს.


როგორ ებრძოდი სურვილებს, რა იყო შენი საიდუმლო?


- ჩემი დიეტის განმავლობაში არაერთი სუფრა გაშლილა ჩემს ოჯახში, ასევე მეც ვხვდებოდი ისეთ სიტუაციებში, რომლებიც დარღვევისკენ მიბიძგებდნენ. ვცდილობდი, თავი ამერიდებინა დაბადების დღეებისთვის და ქორწილებისთვის, მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ ასე საზოგადოებისგან გარიყულად ვიგრძნობდი თავს. ბევრჯერ მიტირია კიდეც ამის გამო. დიეტის დაწყებიდან მალევე მივხვდი, რომ... კითხვის გაგრძელება > > >


0
357
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0