მსოფლიო რუსეთის მარცხი უკრაინასთან ჭიდილში - როგორ იმოქმედა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიამ პოროშენკოს რეიტინგზე? 2019, 9 იანვარი, 13:43 უკრაინის ეკლესია ავტოკეფალური გახდა და მართლმადიდებელი ეკლესიების ნუსხაში ანუ დიპტიქში მე-15 ადგილი დაიკავა. ტომოსი უკრაინის ეკლესიის დელეგაციამ 6 იანვარს სტამბოლში მიიღო მსოფლიო პატრიარქის, ბართოლომეოს I-სგან, 7 იანვარს კი შობა უკრაინაში უკვე ავტოკეფალურ ეკლესიაში აღნიშნეს.
ეს არის ისტორიული მოვლენა როგორც უკრაინის, ისე ქრისტიანული სამყაროსთვის, თუმცა ამას აქვს პოლიტიკური მხარეც - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებამ ან აღიარებისგან თავის შეკავებამ შეიძლება განსაზღვროს კონკრეტული ქვეყნების ურთიერთობა რუსეთთან - ქვეყანასთან, რომელიც ამ მოვლენით ყველაზე მეტად
შეიძლება ითქვას, რომ რუსეთისთვის ეს არის მარცხი როგორც საეკლესიო, ისე პოლიტიკური მნიშვნელობით. უკრაინის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მიღება არის ფაქტი, რომელსაც შემდეგში ვეღარაფერი შეცვლის, შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა რუსეთის მხრიდან, იქნება ეს პროვოკაცია თუ ზეწოლა უკრაინის მთავრობაზე ან ეკლესიაზე, კრახისთვის არის განწირული.
ავტოკეფალიის მოპოვება უკრაინის პრეზიდენტისთვის
გასული წლის 29 დეკემბერს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ლიდერობს იულია ტიმოშენკო 16.1%-ით, მეორე ადგილზე პეტრო პოროშენკო 13.8%-ით, მესამეზე კი ზელენსკი 8.8%-ით. წაიკითხეთ ვრცლად
167 2-ს მოსწონს
|