x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
რუსეთის მარცხი უკრაინასთან ჭიდილში - როგორ იმოქმედა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიამ პოროშენკოს რეიტინგზე?

image

უკრაინის ეკლესია ავტოკეფალური გახდა და მართლმადიდებელი ეკლესიების ნუსხაში ანუ დიპტიქში მე-15 ადგილი დაიკავა. ტომოსი უკრაინის ეკლესიის დელეგაციამ 6 იანვარს სტამბოლში მიიღო მსოფლიო პატრიარქის, ბართოლომეოს I-სგან, 7 იანვარს კი შობა უკრაინაში უკვე ავტოკეფალურ ეკლესიაში აღნიშნეს.

ეს არის ისტორიული მოვლენა როგორც უკრაინის, ისე ქრისტიანული სამყაროსთვის, თუმცა ამას აქვს პოლიტიკური მხარეც - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებამ ან აღიარებისგან თავის შეკავებამ შეიძლება განსაზღვროს კონკრეტული ქვეყნების ურთიერთობა რუსეთთან - ქვეყანასთან, რომელიც ამ მოვლენით ყველაზე მეტად
დაზარალდა.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთისთვის ეს არის მარცხი როგორც საეკლესიო, ისე პოლიტიკური მნიშვნელობით. უკრაინის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მიღება არის ფაქტი, რომელსაც შემდეგში ვეღარაფერი შეცვლის, შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა რუსეთის მხრიდან, იქნება ეს პროვოკაცია თუ ზეწოლა უკრაინის მთავრობაზე ან ეკლესიაზე, კრახისთვის არის განწირული.
ავტოკეფალიის მოპოვება უკრაინის პრეზიდენტისთვის
, პეტრ პოროშენკოსთვისაც საკმაოდ დიდი გამარჯვებაა, თუმცა მას გაუჭირდება ამ გამარჯვებით დიდი ხნის განმავლობაში მანიპულირება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოროშენკოს რეიტინგის ზრდაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია ამ ისტორიულ მოვლენას - ის ახლა რეიტინგით მეორეა იულია ტიმოშენკოს შემდეგ, რაც ნამდვილად არ არის კარგი შედეგი, ხოლო ის, რომ მან შეძლო და ეს მეორე ადგილი კომიკოს ვლადიმერ ზელენსკის ჩამოართვა, ნამდვილად არ არის სახარბიელო შედეგი.
გასული წლის 29 დეკემბერს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ლიდერობს იულია ტიმოშენკო 16.1%-ით, მეორე ადგილზე პეტრო პოროშენკო 13.8%-ით, მესამეზე კი ზელენსკი 8.8%-ით. წაიკითხეთ ვრცლად
0
167
2-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0