x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ავტომრეწველობა ამიერკავკასიაში და შუა აზიაში
სომხეთი-ფურგონს РАФ-977К -ს, რომელიც მიკროავტობუსის ბაზაზე მზადდებოდა რიგის ავტოქარხანაში, სიმძლავრე არ ჰყოფნიდა, ვიღაცას თავში მოუვიდა აზრად, ერევანში აშენებულიყო ახალი ავტოქარხანა“სადაც 1966 წელს კონვეირიდან ჩამოვიდა პირველი ЕрАЗ-762, 1000 კგ. ტვირთამწეობით და ГАЗ-21-ის ძრავით, ასეთი "ერაზები" გამოდიოდა 30 წლის განმავლობაში, ამ ხნის მანძილზე იცვლებოდა "ვოლგის" ძრავები და ტვირთამწეობამაც 150 კგ. მოიმატა, თუმცა ძირითადი კონფიგურაცია უცვლელი დარჩა.

image70 -იან წლებში "ერაზის" ბაზაზე ერევნის პოლიტექნიკურ ინსტიტიტში შეიქმნა ექპერიმენტული ელექტრომობილები "სომხეთი", ორი მოდიფიკაციით: ერთი სრულიად ელექტრო, ხოლო მეორე – ჰიბრიდული.

image

გარდაქმნის პერიოდში ანუ 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც მოქალაქეებს უკვე თავისუფლად შეეძლოთ ნებისმიერი ავტომობილის ყიდვა, ერევნის ქარხანა შეეცადა გაეფართოებინა პროფილი, დაამზადა სამგზავრო ვარიანტი(მაგალითად ЕрАЗ-3218) და გაზარდა ტვირთამწეობაც, თუმცა ქარხანას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა – 2002 წელს ქარხანამ თავი ბანკროტად გამოაცხადა.



image


აზერბაიჯანი და ყაზახეთი - ყაზახეთმა მარტივად გადაწყვიტა პრობლემა, სოფელ საირამში სარემონტო-მექანიკური ქარხანა ისე აღჭურვა, რომ ГАЗ-52 -ის და ГАЗ-53-ის ძარაზე ააწყო ავტობუსები Казахстан-1, რომელიც მოგვაგონებდა ცხვირიან КаВЗ-685-ს .

1992 წლიდან გამოდიოდა ავტობუსები უკვე, რომელსაც ЗИЛ-3307-ის ცხვირი ჰქონდა. ქარხანა საბოლოოდ გაკოტრდა 2000-იანი წლების დასაწყისში.

image

რაც შეეხება აზერბაიჯანს, როგორც ცნობილი გახდა, ცკ-ს მაშინდელ პირველ მდივანს, ჰეიდარ ალიევს ძალზე სურდა, მეზობელი რესპუბლიკებივით ჰქონოდა საკუთარი ავტომრეწველობა. დაიწყეს კიდეც ქარხნის მშენებლობა 80-იანი წლების შუა ხანებში კიროვობადში. ავტომობილები უნდა ყოფილიყო 1, 5 ტონა ტვირთამწეობის, შემუშავებული НАМИ -ის და ულიანოვსკის ქარხნის(უაზის) 2, 5 ლ. დიზელის ძრავით, კოპირებული Iveco-გან, თუმცა კარაგად ნაცნობი განვითარებული მოვლენების გამო ამ პროექტს განხორციელება აღარ ეწერა.

imageКиАЗ-3237, რომელიც აზერბაიჯანული ვერ გახდა



ტაჯიკეთი - ბევრისთვის უცნობი იქნება ის ფაქტი, რომ ტაჯიკეთიც ამზადებდა ავტობუსებს, მისი წარმოება დაიწყო 1959 წელს ლენინაბადი-40-ში, სამთო კომბინატში, სახელწოდებით"ტაჯიკეთი-1", რომელიც КАГ-3-(კაუნასის ქარხანა)–ის ასლი იყო.60-იან წლებში დამზადდა 112 ავტობუსი, რომელიც გაგრძელდა 1976 წლამდე .

image

შემდეგ იყო "ტაჯიკეთი-2", (3-4-5)გაუმჯობესებული, უფრო მოდური და უფრო მძლავრი 115 ც/ძ-ით ГАЗ-53А ძრავის ბაზაზე.

image



საქართველო - საქართველოს ამ ქვეყნებიდან ყველაზე დიდი სტაჟი ჰქონდა ავტომრეწველობაში, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც ბერიამ ქართული ეკონომიკური სასწაული წამოიწყო, არც ავტომრეწველობა გამორჩენია – თბილისში, ქარხანა Закаавтопромторг-ში მეორე მსოფლიო ომამდე მზადდებოდა ღია საკურორტო ავტობუსი, რომელიც იტალიური FIAT -ის, Lancia-ს და საბჭოთა АМО -ს ბაზებზე მზადდებოდა.

image



შემდეგ იყო ქუთაისის ავტოქარხანა 1945 წელს, მომავალი სატვირთოს პროტოტიპად აღებული იყო მოსკოვის სტალინის სახელობის ქარხნის (ЗИС) -ი, 1951 წელს კონვეირიდან ჩამოვიდა პირველი КАЗ-150. თავიდან ქარხანა უშვებდა თმითმცლელებს, ცემენტმზიდებს და უნაგირა გამწევებს.

image

image

image

50-იანი წლების ბოლოს ქართველმა კონსტრუქტორებმა პირველად საბჭოთა კავშირში შეიმუშავეს უკაპოტო კაბინა, ასე დაიწო საბჭოთა კავშირში უკაპოტო სატვირთოების ერა, მზადდებოდა ნახევარმისაბმელიანი, მისაბმელიანი, უნაგირა გამწეები და სხვა. ბოლო მოდერნიზებული ვარიანტი 1990 წელს შეიქმნა.


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იკლო გაყიდვებმა, მაგალითად, 1996 წელს რუსეთმა მხოლოდ 40 ავტომობილი შეიძინა.

image

image

imageimage
image
image
image

იყო ავტოქარხნის განახლების რამდენიმე მცდელობა, 2002 წელს დამზადდა ინდური ჯიპი Mahindra და Mahindra Clasic.

image

image

დღეისთვის ქუთაისის ავტოქარხანას პროფილი შეცვლილი აქვს, ამჟამად აქ მზადდება მანქანათმშენებლობისთვის განკუთვნილი სხვადასხვა დეტალები, ქარხნის უცხოელი პარტნიორები არიან: გერმანული CLAAS, შვედური SKF, იტალიური FANTUCI და FIRI, ჩეხური TATRA და ZETOR-ი.



აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ქარხანაში 50-იანი წლების ბოლოს ააწყვეს რვაბორბლიანი ჯავშანტრანსპორტიორი "ობიექტი-1015", შემდგომ კიდევ დამზადდა სხვა მოდელები, თუმცა მაშინ, სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზის გამო, საბჭოთა არმიამ შეიარაღებაში გორკის ქარხნის ორძრავიანი ჯავშანტრანსპორტიორი БТР-60П მიიღო, საბჭოთა გენერალიტეტმა ჩათვალა, რომ თუკი ბრძოლის დროს ერთი ძრავა მწყობრიდან გამოვიდოდა, ორძრავიანი გორკის ჯავშანტრანსპორტიორი ერთძრავიან ქუთაისურზე ეფექტური იქნებოდა. თუმცა მოგვიანებით ავღანეთის ომმა აჩვენა ერთძრავიანი ჯავშანტრანპორტიორის ეფქტურობა, რამაც აიძულა საბჭოთა შეიარაღება, БТР-80-ზე გადასულიყო.

image


imageიხილეთ სხვა ავტოსიახლეები

2
605
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
605
  
2019, 19 იანვარი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 15 იანვარი, 2:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2